ფრენკ აბინგეილი სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა, რომლის გასაოცარი ისტორია დღესაც ანცვიფრებს ადამიანებს. ამ უნიჭიერეს თაღლითს აშშ-ს 50-ივე შტატი და მსოფლიოს 26 ქვეყანა ეძებდა. ფედერალურმა ბიურომ იგი 10 ყველაზე საშიშ დამნაშავეთა სიაში შეიყვანა და მათგან იგი ყველაზე ახალგაზრდა იყო.
5 წელიწადში საბანკო ოპერაციებითა და სხვა მაქინაციებით 2,5 მლნ დოლარი მოაგროვა. როდესაც დაიჭირეს, სულ 21 წლისა იყო. იქამდე იყო იურისტი ექიმი, აშშ-ს უდიდეს საავიაციო კომპანიის მფრინავი, ისე რომ უნივერსიტეტის დიპლომიც კი არ ჰქონდა. იგი ფუფუნებით ცხოვრობდა, არაფერს იკლებდა - არც ძვირადღირებულ სასტუმროებს და არც ქალებს. ამის მუხედავად ფრენკი თავს სრულიად მარტოსულად გრძნობდა.
ნანახია:
1749
|
დაამატა:
Ucha
|
თარიღი:
2012-05-11
|