მთავარი » 2012 » მაისი » 11 » ლეგენდარული აფერისტის სევდიანი ცხოვრება.
9:47 PM
ლეგენდარული აფერისტის სევდიანი ცხოვრება.
             ფრენკ აბინგეილი სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა, რომლის გასაოცარი ისტორია დღესაც ანცვიფრებს ადამიანებს. ამ უნიჭიერეს თაღლითს აშშ-ს 50-ივე შტატი და მსოფლიოს 26 ქვეყანა ეძებდა. ფედერალურმა ბიურომ იგი 10 ყველაზე საშიშ დამნაშავეთა სიაში შეიყვანა და მათგან იგი ყველაზე ახალგაზრდა იყო.
          5 წელიწადში საბანკო ოპერაციებითა და სხვა მაქინაციებით 2,5 მლნ დოლარი მოაგროვა. როდესაც დაიჭირეს, სულ 21 წლისა იყო. იქამდე იყო იურისტი ექიმი,  აშშ-ს უდიდეს საავიაციო კომპანიის მფრინავი, ისე რომ უნივერსიტეტის დიპლომიც კი არ ჰქონდა. იგი ფუფუნებით ცხოვრობდა, არაფერს იკლებდა - არც ძვირადღირებულ სასტუმროებს და არც ქალებს. ამის მუხედავად ფრენკი თავს სრულიად მარტოსულად გრძნობდა.
          ფრენ უილიამ აბინგეილ უმცროსი 1948 წ. 27 აპრილს ნიუირკის შტატის ქ. ბრონკსვილში, შეძლებულ ოჯახში დაიბადა. მისი უზრუნველი ცხოვრება მაშინ დასრულდა, როდესაც მშობლებმა გაყრა გადაწყვიტეს(დედამისი მამის მეგობართან ღალატობდა მეუღლეს) და 16 წლის ფრენკი არჩევანის წინაშე დადგა - ან დედასთან წასულიყო, ან მამასთან დარჩენილიყო. მას ორივე ძალიან უყვარდა, არჩევანი ვერ გააკეთა და სახლიდან გაიქცა(იგი მამის გარდაცვალებამდე ცდილობდა მშობლების შერიგებას და ოჯახის ერთიანობის აღდგენას). ბუნებრივია მცირეწლოვანმა ფრენკიმ სამუშაო ვერ იშოვა.
          ფრენკის თაღლითობის პირველი მსხვერპლი მამა გახდა. ფრენკს გოგოებთან გულავი უყვარდა, რაც საკმაოდ ძვირი უჯდებოდა. ამისთვის კი მამას ფულს უტეხავდა, რითაც საბოლოოდ 3400 დოლარი შეაგროვა, თუმცა მალე გაფლანგა. როდესაც მამამ გაიგო საბოლოოდ შეუწყვიტა დაფინანსება და ფრენკს სამუშაოს ძებნა მოუხდა. იგი მაღალი იყო, თმა გაჭაღარავებული ჰქონდა და ასაკთან შედარებით გაცილებით უფროსი ჩანდა. ბევრი ფიქრის შემდეგ პირადობის მოწმობაში დაბადების წელი გადაიკეთა - 10 წელი მოიმატა. მაშინ კი იშოვა სამუშაო. როდესაც 100 დოლარი შეაგროვა, ბანკში ანგარიში გახსნა და იქ სრულიად შემთხვევით საბანკო ოპერაციებს გაეცნო. აღმოაჩინა, რომ სრულიად უზრუნველად შეეძლო საკუთარ ანგარიშზე სხვა კლიენტების ფულის გადარიცხვა და თავისი გამოგონების წყალობით(ჩეკების გაყალბებით) მოკლე ხანში 40000 დოლარი შეაგროვა. ამის შემდეგ უსაფრთხოებისათვის საბუთები გააყალბა და სახელი და გვარი გამოიცვალა.
         შემდეგ გადაწყვიტ მსოფლიო შემოეარა. ავიაკომპანია "ემერიკან ეარლაინზის" პირადობის მოწმობა და უნიფორმა იშოვა და თავი მფრინავად გაასაღა. მალე მფრინავი გახდა რობერტ ბლეკის სახელით და 2 წლის მანძილზე სრულიად უფასოდ 26 ქვეყანა მოიარა. თვითმფრინავის გაძღოლას მუდამ იცილებდა თავიდან, რადგან იმიზეზებდა, რომ სისხლში ალკოჰოლო ჰქონდა. მოგვიანებით ცხოვრების ამ პერიოდს სევდიანად იგონებდა: " მე მაინც სევდიანი ცხოვრება მქონდა. წარმოიდგინეთ, ნებისმიერ ადამიანს, ვისთანაც კი ურთიერთობა მქონდა, სხვა ვეგონე. ყოველთვის ვცდილობდი, ფრთხილად ვყოფილიყავი. ვერც ტელეფონის ნომერს ვაძლევდი, თავისუფლად არასდროს მოვქცეულვარ. ერთხელ ერთ ქალთან სერიოზული ურთიერთობა მქონდა და ჩემი ისტორია ვუამბე. მაშინ 18 წლისა ვიყავი. ვიგრძენი, რომ ის ქალი ჩემს მიმართ სერიოზულად იყო განწყობილი. ვიფიქრე, უსინდისობა იქნებოდა, მისთვის სიმართლე არ მეთქვა. მოტოციკლით გავუარე, პარკში გავისეირნეთ და იქ ვუთხარი, მფრინავი არა ვარ-მეთქი. არ დამიჯერა. არც 30-ის ვარ, მე პოლიცია მეძებს, სახლიდან გამოქცეული ვარ-მეთქი. იტირა, მერე მითხრა, კარგი, სასწრაფოდ სახლში უნდა წავიდეო. სახლში მივიყვანე. იქვე, მეზობლად ვცხოვრობდი. ცოტა ხნის შემდეგ დავინახე, რომ მისი სახლის წინ პოლიციის დიდი კორტეჯი იდგა. გული მეტკინა. 18 წლის ვიყავი და ვიფიქრე, რომ ცხოვრება ამით დამთავრდებოდა. თუ მფრინავი არა ხარ და ფული არა გაქვს , არავის შეუყვერდები. სიმართლე ვუთხარი, მან კი ზურგი მაქცია. დიდი ხნის შემდეგ მივხვდი, რატომ გააკეთა ეს. დღეს ვფიქრობ, შეიძლება მართალიც იყო. იფიქრა - პატარა ბავშვია , სახლიდანაა გამოქცეული, პოლიცია ეძებს, ვიდრე სერიოზულ დანაშაულს ჩაიდენს, ვინმემ უნდა შეაჩეროსო".
          პილოტის საქმიანობის დასრულების შემდეგ კოლუმბიის უნივრსიტეტის დიპლომი გააკეთა და 1 წელი მასწავლებლად მუშაობდა ფრენკ ადამსის სახელით. როცა მასწავლებლობა მოსწყინდა 2 წელი ექიმად მუშაობდა ჯორჯიის ერთ-ერთ კლინიკაში ფრენკ კორენსის სახელით. ბოლოს ჰარვარდის უნივერსიტეტის დიპლომი გააკეთა და ლუიზიანაში პროკურორის თანაშემწედ 8 თვე იმუშავა.
         აბინგეილი 3 წლის შემდეგ(1969 წ.) საფრანგეთში დაიჭირეს, როდესაც ერთმა სტიუარდესამ იცნო. თითქმის ყველა ქვეყნის აეროპორტში იყო გამოკრული მისი სურათი წარწერით "იძებნება". ერთ ფრანგულ ციხეში მოხვდა 6თვით. იქ ისეთი საშინელი პირობები იყო, რომ მუდამ სიკვდილს ელოდა. იგი 12-მა ქვეყანამ მოითხოვა სხვადასხვა თაღლითურ საქმეში ბრალდებით. ფრანგებმა შვედეთს გადასცეს, სადაც 6 თვე იჯდა. შვედეთმა კი შემდეგ აშშ-ს გადასცა და სამართალდამცველებმა მისი თვითმფრინავით ნიუიორკში გადაყვანა გადაწყვიტეს. აბინგეილმა შესანიშნავად იცოდა თვითმფრინავების სამალავები და დამალვა მოახერხა. მერე კანადაში გადავიდა, მაგრამ იქაც დააპატიმრეს. 
          ციხეში გადაწყვიტა, ისევ თაღლითობა დაეწყო. ისე იქცეოდა, რომ იქაურებს აგენტი ეგონათ. ციხიდან ძალიან ადვილად გამოვიდა. დაცვა დაარწმუნა, რომ აგენტი იყო. მათ გაეცინათ და უთხრეს ეს ადრეც ვიცოდითო. ამდენი თავგადასავლის შემდეგ ვაშინგტონში ჩავიდა და ახლა გეგმებზე დაიწყო ფიქრი.
           ფედერალურმა ბიურომ მიაგნო და სასტუმროში ალყა შემოარტყა. ფრენკმა ისინიც გააცურა, დაარწმუნა, რომ მათი უწყების აგენტი იყო, დავალებას ასრულებდა და მეორე ინსპექტორს ელოდა. თან პირადობის მოწმობაც წარუდგინა. მიბჯენილი პისტოლეტი მოაშორეს და ისიც გაიქცა. მოგვიანებით მაინც დაიჭირეს. 1971 წ. მას 12 წლიანი პატომრობა მიუსაჯეს, თუმცა მხოლოდ 4 წლის მოხდა მოუწია. როდესაც ფედერალურმა ბიურომ მისი საქმიანობა გამოიკვლია თანმაშრომლობა შესთავაზა. დღეს იგი მსოფლიოში ცნობილი საერთაშორისო ექსპერტია. ამ უწყების აკადემიაში ლექციებს კითხულობს და უამრავი ბანკის მრჩეველია. დღეისათვის აბინგეილის მსგავსი თაღლითების წყალობით კომპანიები წლიურად 400 მილიარდ დოლარამდე კარგავენ, მათთან საბრძოლველად კი ყოფილ თაღლითს სთხოვენ რჩევებს. ამის გარდა აბინგეილი სანიმუშო მეოჯახე და ძალზედ პატივსაცემი პიროვნებაა. ოფოიციალურ მილიონერს 3 ვაჟი ჰყავს და ამბობს, რომ თავისი წარსულის რცხვენია.
            ფრენკმა თავის ცხოვრებაზე წიგნი დაწერა - "დამიჭირე თუ შეგიძლია", რომელიც უმოკლეს ხანში ბესტსელერად იქცა. ცოტა ხანში გამოვიდა აბიგნეილის მეორე წიგნი - "მოპარვის ხელოვნება", რომელიც ასევე ბესტსელერი გახდა.  
ნანახია: 1749 | დაამატა: Ucha | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: