0:59 AM სიყვარული ბავშვების ენაზე. | |
ამერიკელმა მკვლევრებმა 4–დან 8 წლამდე ბავშვებს ჰკითხეს „რა არის სიყვარული?" ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით, პასუხები ასე გამოიყურება: 4 წლის თერი: „სიყვარულია, თუ ძალიან დაღლილიც იღიმები." 4 წლის მერი ენი: „სიყვარულია, როცა შენი ლეკვი სახეს გილოკავს მაშინაც კი, თუ მთელი დღით შინ მარტო დატოვე." 4 წლის ბილი: „როცა ვინმეს უყვარხარ, შენს სახელს განსაკუთრებულად ამბობს და შენ უბრალოდ იცი, რომ შენი სახელი დაცულია მასში." 6 წლის რებეკა: „როცა ჩემი ბებო ართრიტით დაავადდა, ვეღარ იხრებოდა და ვეღარც ფეხის ფრჩხილებზე ისვამდა ლაქს და ყოველთვის ჩემი ბაბუ უსვამდა, მაშინაც კი, როცა თვითონაც დაუავადდა ხელები ართრიტით. ეს არის სიყვარული." 6 წლის კრისი: „სიყვარულია, როცა შენი შემწვარი კარტოფილის უმეტეს ნაწილს ვინმეს აძლევ და სამაგიეროდ არაფერს თხოვ." 6 წლის მარკი: „სიყვარულია, როცა დედიკო მამიკოს დაღლილსა და ოფლიანს დაინახავს, არ აიმრიზება და ეტყვის :- "შენ უფრო სიმპატიური ხარ, ვიდრე ბრედ პიტი." 7 წლის ნოელი: „სიყვარულია, როცა ვინმეს ეუბნები, რომ მისი ტანსაცმელი მოგწონს და ის ყოველდღე ერთნაირად იცვამს, რომ გაგახაროს" 7 წლის კერენი: „როცა ვინმე გიყვარს, წამწამები მუდამ მაღლა მიფრინავენ და თვალებიდან ვარსკვლავები გცვივა." (აი, წარმოსახვაააა -:)) 7 წლის დენი: „სიყვარულია, როცა დედა ყავას უმზადებს მამას და მიტანამდე მოსვამს, რათა დარწმუნდეს, გემრიელია თუ არა." 8 წლის ჯესიკა: „თუ არ გიყვარს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვა, მიყვარსო და თუ გიყვარს, ეს გაუთავებლად უნდა იმეორო, თორემ ადამიანებს ავიწყდებათ სიყვარული." | |
|
სულ კომენტარები: 0 | |