მთავარი » მასალის არქივი

საქართველოს მოსახლეობა ერთწლიან პერიოდში 0.6%–ით გაიზარდა და 2012 წლის იანვარში 4 497 600 მილიონი შეადგინა, თუმცა ამაში არ შედიან სეპარატისტული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლები, განაცხადა „საქსტატმა" 31 მაისს.

დადებითმა მიგრაციულმა სალდომ (20.2 ათასი) და ბუნებრივმა მატებამ ( ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 1264 | დაამატა: Ucha | თარიღი: 2012-06-03 | კომენტარი (0)

შინაგან საქმეთა მინისტრი

      ივანე მერაბიშვილი ფლობს 45 კვ.მ. ბინას თბილისში და 800 კვ.მ. საცხოვრებელ სახლს ახალციხეში.

საბანკო ანგარიშები:  ბანკი ქართუს სახელფასო ანგარიშზე მერაბიშვილს 140 038 ლარი ერიცხება, საქართველოს ბანკის მიმდინარე ანგარიშზე 33 153 დოლარი აქვს. რესპუბლიკა ბანკის მიმდინარე ანგარიშზე მინისტრ ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 1449 | დაამატა: Ucha | თარიღი: 2012-06-01 | კომენტარი (0)

მიმაგრება: სურათი 1 ·სურათი 2
ნანახია: 2941 | დაამატა: Ucha | თარიღი: 2012-06-01 | კომენტარი (0)

            ევროპის ყველაზე მდიდარი და თახსირი პრემიერი.

        2011 წლის 16 ნოემბერს 75 წლის ბერლუსკონიმ პრემიერის თანამდებობა უკანასკნელად დატოვა და პოლიტიკიდან სამუდამოდ წავიდა. -"იმპერიის მართვა კარგია, მაგრამ დასვენებასა და ფულის ფლანგვას არაფერი სჯობია, განაცხადა მან. ბერლუსკონი იმპერიას იმ ყველაფერს ეძახის, რაც მან 45 წლის მანძილზე შექმნა. საკუთარ თავს ნაპოლეონს ადარებს, თუმცა ხუმრობით იმასაც ამბობს, რომ ღვთის წყალობით, ბონაპარტზე უფრო მაღალია. 165 სმ სილვიოს ქონება 7,8 მლრდ. დოლარია და მსოფლიოში იგი ამ მხრივ 118 ადგილზეა.
        ბერლუსკო (ა ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1828 | დაამატა: Ucha | თარიღი: 2012-05-31 | კომენტარი (0)

         როცა სადღაც აფრიკაში ამხობენ მორიგ დიქტატორს, დაახლოებით ბოკასას ტიპისას, კაციჭამიობაში მხილებულს, დასავლეთის განვითარებული ქვეყნები ამას განიხილავენ, როგორც "ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლების უხეშ დარღვევას" და დიქტატორის წინააღმდეგ გაეროს ჯარებს გზავნიან. მაგრამ საქართველოში იარაღის ძალით დაამხეს კანონიერი ხელისუფლება, მსოფლიო საზოგადოებრიობამ ეს ფაქტი შეაფასა, როგორც ქართველი ხალხის თავისუფალი ნების გამოვლინება. იმის გასარკვევად, თუ რით აიხსნება დასავლური დემოკრატიის ესოდენი გულგრილობა სახელმწიფოს კანონიერი ხელისუფლების ბედისადმი, მივმართეთ თავად საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას.  

... კითხვის გაგრძელება »

მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1529 | დაამატა: Ucha | თარიღი: 2012-05-27 | კომენტარი (1)

        მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ქართულ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას მეთაურობით სათავე დაედო ჯერ კიდევ 1954 წელს, როდესაც მათ შექმნეს ახალგაზრდული პატრიოტული იატაკქვეშა ორგანიზაცია "გორგასლიანი", რომელიც ავრცელებდა საბჭოთა იმპერიის საწინააღმდეგო, ეროვნული შინაარსის პროკლამაციებს. ორგანიზაცია განსაკუთრებით გააქტიურდა 1956 წელს. სწორედ მისმა აქტიურობამ ეროვნული ჟღერადობა შესძინა აღნიშნული წლის ცნობილ გამოსვლებს საქართველოში. იმავე წელს ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა და "გორგასლიანი"-ს რამდენიმე სხვა წარმომადგენელი დაპატიმრებულ იქნენ საბჭოთა "სუკ"-ის ("კგბ") მიერ.

... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 2138 | დაამატა: Ucha | თარიღი: 2012-05-26 | კომენტარი (0)

 ცალმხრივი ძმობა 

        საინგილო დღეისათვის აზერბაიჯანის შემადგენლობაშია და მოიცავს 3 - კახის, ბელაქანისა და ზაქათალას რაიონებს. (საიტის ქვემოთ № 11 რუკაზე ნაჩვენებია მწვანე ფერებით ის ტერიტორიები რაც კომუნისტებმა გადასცეს 1921 წელს აზერბაიჯანს. ჩრდილო ნაწილი სწორედ საინგილოა. სხვა ფოტოებზე ნაჩვენებია საინგილოს ხედები) მისი საერთო ფართობი 3985 (ან 3993)კვ.კმ-ია. "ინგილო" - "ახალმორჯულებულს" ნიშნავს. ასე ეძახდნენ ამ მხარეში გაბატონებული ლეკები ადგილობრივ ქართველებს, რომლებსაც ძალით ამუსლიმანებდნენ. საინგილო ამ მხარეს საბოლოოდ  მე-19 საუკუნეში დაერქვა.

... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 4175 | დაამატა: Ucha | თარიღი: 2012-05-24 | კომენტარი (0)

        - ბოროტებისადმი დაუმორჩილებლობა ქრისტიანული ეთიკისა და პრაქსისის საფუძველთა საფუძველია. რა იყო პირველ ქრისტიანთა ცხოვრება, თუ არა უღმერთობისა და უზნეობისადმი დაუმორჩილებლობა? ქრისტიანობამ გაიმარჯვა ამ ბრძოლაში, რამეთუ საღვთო წერილი გვასწავლის: "საჭურველად გარე მოგადგეს ჭეშმარიტებაი მისი”, ხოლო სიმართლისათვის დევნა სახარების პირველი ნეტარებაა. ის, ვინც არ იბრძვის სიმართლისათვის და არ არის დევნილი, არც ქრისტიანია. ამასთან, ყოველი დროის ტირანები ცდილობდნენ გაყალბებას მოციქულთა სიბრძნისას ხელისუფლებისადმი დამორჩილების შესახებ. როგორც ცნობილია, მოციქულები მოგვიწოდებდნენ ხელისუფლებისადმი დამორჩილებას, რამეთუ, მათი თქმით, ყ ... კითხვის გაგრძელება »

მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1406 | დაამატა: Ucha | თარიღი: 2012-05-22 | კომენტარი (0)

     ეთნოლოგიური თვალსზრისით, როგორც მოგახსენეთ, მითებს აქვს ასეთი განმარტებაც და მითოლოგია და ეთნოლოგია უაღრესად მჭიდრო კაშირშია. ეს არის განთავისუფლება იმ მოდგმისა, რომელიც ზევსის, ანუ ინდოევროპული მოდგმის მიერ იქნა მიჯაჭვული, ანუ ლოკალიზებული კავკასიაზე. ე. ი. პრომეთეს მითში აირეკლა აგრეთვე პროტოქართული მოდგმის, პროტოიბერიული მოდგმის წარსული და მომავალიც. ჰერაკლე, როგორც მოგახსენეთ, არის სიმბოლური გამოხატულება ახალი ინიციაციური კულტურისა, კერძოდ, ქრისტიანული კულტურისა და, სხვათა შორის, ეს არა მხოლოდ თანამედროვე სულიერ მეცნიერებაში არის ასე, არამედ შუასაუკუნოებრივ ღვთისმეტყველებაშიც. ბიზანტ ... კითხვის გაგრძელება »

მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1304 | დაამატა: Ucha | თარიღი: 2012-05-22 | კომენტარი (0)

     ძვირფასო მეგობრებო! ერთი ლექციის ფარგლებში ყოვლად შეუძლებელია ესოდენ რთული თემის ჩატევა და ამიტომ ამ ლექციას ექნება უფრო მიმოხილვითი ხასიათი, უფრო ზოგადად მოგახსენებთ ყოველივე იმას, რაზეც გვიფიქრია, გვიმუშავია მე და ჩემს მეგობრებს წლების მანძილზე, აგრეთვე ცალკეული გამოკვლევების შედეგებს როგორც აქ, საქართველოში, ასევე დასავლეთში.

... კითხვის გაგრძელება »

მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1586 | დაამატა: Ucha | თარიღი: 2012-05-22 | კომენტარი (0)

« 1 2 3 4 5 6 ... 11 12 »