მთავარი » 2012 » ივნისი » 1 » მინისტრების ქონება დეკლარაციების მიხედვით - 2011 წ.
10:19 PM
მინისტრების ქონება დეკლარაციების მიხედვით - 2011 წ.

შინაგან საქმეთა მინისტრი

      ივანე მერაბიშვილი ფლობს 45 კვ.მ. ბინას თბილისში და 800 კვ.მ. საცხოვრებელ სახლს ახალციხეში.

საბანკო ანგარიშები:  ბანკი ქართუს სახელფასო ანგარიშზე მერაბიშვილს 140 038 ლარი ერიცხება, საქართველოს ბანკის მიმდინარე ანგარიშზე 33 153 დოლარი აქვს. რესპუბლიკა ბანკის მიმდინარე ანგარიშზე მინისტრს 7 984 ლარი აქვს.

თამარ მერაბიშვილს ქართუ ბანკში ანაბარზე 33 044 ლარი აქვს. თი ბი სი ბანკში მისი მიმდინარე ანგარიში 14 დოლარით შემოიფარგლება, ხოლო იმავე ბანკში სახელფასო ანგარიშზე 12 800 ფიქსირდება.

წლიური შემოსავალი: ვანო მერაბიშვილის შემოსავალმა 2010 წელს 74 655.00 ლარი შეადგინა, ხოლო მისი მეუღლის, თამარ მერაბიშვილის შემოსავალმა – 12 800.00 ლარი.

ფინანსთა მინისტრი

      დიმიტრი გვინდაძე თბილისში 130 კვ.მ  ფართობის ბინას ფლობს, მისი მეუღლე მაია კვალიაშვილი კი,  ავტომობილ Volkswagen Passat 1-ს.

საბანკო ანგარიშები: თი ბი სი ბანკში, სახელფასო ანგარიშზე გვინდაძეს 22926.08 ლარი ერიცხება. მის ცოლს, მაია კვალიაშვილს, პროკრედიტ ბანკში მიმდინარე ანაბარზე 5 ლარი, ხოლო ანაბარზე 1 000 ლარი აქვს.

წლიური შემოსავალი: გვინდაძის შემოსავალი შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკში– საბჭოს წევრობიდან  4960 ევროა, ხოლო ფინანსთა მინისტრის მოადგილეობიდან - 91 760 ლარი. რაც შეეხება მაია კვალიაშვილს, რომელიც გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებაში საზოგადოებასთან ურთიერთობას ხელმძღვანელობს, მისი შემოსავალი 29 700 ლარია.


განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

     დიმიტრი შაშკინი თბილისში– 294 კვ.მ მიწის ნაკვეთს, 166 კვ.მ ბინას და მსუქბუქ ავტომობილს WV Touareg–ს ფლობს. მისი მეუღლე, ანნა შაშკინა, თბილისში 248 კვ.მ მიწის ნაკვეთს და 257 კვ.მ ფართობის საცხოვრებელ სახლს ფლობს.

საბანკო ანგარიშები: თი ბი სი ბანკის მიმდინარე ანგარიშზე მინისტრი 150 ევროს ფლობს, ხოლო რესპუბლიკა ბანკის სახელფასო ანგარიშზე 250 ლარი ერიცხება. საქართველოს ბანკში შაშკინს 2 კრედიტი აქვს აღებული – 2 100 და 4 000 დოლარი. ტაოპრივატ ბანკში კი შაშკინის საკრედიტო ანგარიში 10 000 დოლარია.

წლიური შემოსავალი: დიმიტრი შაშკინის წლიური შემოსავალი 70 800 ლარია.


საქართველოს თავდაცვის მინისტრი

       ბაჩანა ახალაია თბილისში 118.0 კვ.მ ფართობი ბინის მფლობელია.

საბანკო ანგარიშები: ახალაიას "რესპუბლიკა ბანკში” სახელფასო ანგარიშზე  2000 ლარი ერიცხება.

წლიური შემოსავალი: ბაჩანა ახალაიას წლიური შემოსავალი 57 348 ლარია.


ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი

      ვერა ქობალია კანადაში 70 კვ. მ. ფართობის ბინის მფლობელია.

საბანკო ანგარიშები: "საქართველოს ბანკში” ქობალიას დეპოზიტი 5000 ლარია, ხოლო სახელფასო ანგარიშზე მინისტრს 0 ლარი ერიცხება.

წლიური შემოსავალი: ვერა ქობალიას შემოსავალი  42 641 ლარია.


საგარეო საქმეთა მინისტრი

      გრიგოლ ვაშაძის მფლობელობაში არც ბინაა და არც საცხოვრებელი სახლი. მისი ცოლი, ნინო ანანიაშვილი, თბილისში 1000 კვ.მ ფართობის საცხოვრებელ სახლს ფლობს, გარდა ამისა, ანანიაშვილს ეკუთვნის 140 კვ.მ ფართობის ბინა მოსკოვში და 1 100 000 კვ.მ ფართობი მიწის ნაკვეთი წინანდალში. ნინო ანანიაშვილი ფლობს 2 მსუბუქ ავტომანქანას Toyota  RAV4 და Toyota Landcruiser–ს.

საბანკო ანგარიშები: გრიგოლ ვაშაძეს "თი ბი სი ბანკის” მიმდინარე ანგარიშზე 14 000 დოლარი, ხოლო "კრედიეტბანკ სვისსის” მიმდინარე ანგარიშზე 160 000 დოლარი ერიცხება.

წლიური შემოსავალი: ვაშაძის წლიური შემოსავალი  84 960 ლარია, ხოლო ნინო ანანიაშვილი, რომელიც ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელია,  შემოსავალის სახით 89 600 ლარს იღებს.


სოფლის მეურნეობის მინისტრი

      ზაზა გოროზია მარტვილში 300 კვ.მ ფართობის საცხოვრებელ სახლს, 2800 კვ.მ მიწის ნაკვეთს და 100 000 კვ.მ მიწის ნაკვეთს ფლობს.

საბანკო ანგარიშები: გოროზიას "სახალხო ბანკში” მიმდინარე ანგარიშზე 41 000 ლარი, ხოლო სახელფასოზე 124 000 ლარი ერიცხება. მის ცოლს, თამთა კობახიძეს, ამავე ბანკში  მიმდინარე ანგარიშზე 14 000 ლარი ერიცხება.

ნაღდი ფულის სახით გოროზია 2 700 ევროს, 5 200 დოლარს და 79 500 ლარს ფლობდა, ხოლო მისი ცოლი, თამთა კობახიძე 7 700 ლარს.

წლიური შემოსავალი: გოროზიამ  სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულ - გუბერნატორის რანგში გაწეული სამუშაოსთვის 97 350 ლარი მიიღო.

კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი

       ნიკა რურუას, დეკლარაციის მიხედვით, არ აქვს საცხოვრებელი ადგილი და საცხოვრებელ ფართს არც მისი ოჯახის წევრები  ფლობენ. ნიკა რურუა დედასთან, მამასთან, ძმასთან და სამ შვილთან ერთად ცხოვრობს.

საბანკო ანგარიშები: მინისტრს "საქართველოს ბანკში” დეპოზიტზე 300 000 დოლარი აქვს, ხოლო თი ბი სი ბანკის სახელფასო ანგარიშზე 6 000 დოლარი ერიცხება..

წლიური შემოსავალი: რურუას წლიური შემოსავალი 88 000 ლარია.

იუსტიციის მინისტრი

       ზურაბ ადეიშვილი თბილისში 80 კვ.მ. ფართობი ბინის მფლობელია.

საბანკო ანგარიშები: საქართველოს ბანკის სახელფასო ანგარიშზე ადეიშვილს 11 719. 04 ლარი ერიცხება.  მის ცოლს, მაია მესხიშვილს კი თი ბი სი ბანკის მიმდინარე ანგარიშზე 642. 42 ლარი აქვს.

წლიური შემოსავალი: ზურაბ ადეიშვილის შემოსავალი 42 480 ლარია, ხოლო მაია მესხიშვილმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გაწეული მუშაობისთვის 26 211.43 ლარი მიიღო.

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი

        ეკატერინე ტყეშელაშვილი, 2011 წლის დეკლარაციის მიხედვით, უძრავ ქონებას არ  ფლობს. მის მეუღლეს, გიორგი ალექსიშვილს, თბილისში 195.0 კვ.მ. ფართობის ბინა ეკუთვნის  და 1200.0 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი სოფელ "ნადოკრაში”.

საბანკო ანგარიშები: საქართველოს ბანკში მიმდინარე ანგარიშებზე ტყეშელაშვილს 4000 ლარი და 170 დოლარი ერიცხება. ამავე ბანკში საკრედიტო ანგარიშზე მინისტრს 500 დოლარი აქვს, რესპუბლიკა ბანკში კი სახელფასო ანგარიშზე 3000 ლარი და ამავე ბანკში, მიმდინარე ანგარიშზე 2000 ლარი ერიცხება.

გიორგი ალექსიშვილს კი "საქართველოს ბანკში” სახელფასო ანგარიშზე 1000 ლარი ერიცხება

წლიური შემოსავალი: ეკა ტყეშელაშვილმა ეროვნული უშიშროების საბჭოში გაწეული სამუშაოსთვის  45 540 ლარი მიიღო, ხოლო რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში გაწეული სამსახურისთვის– 8551.43 ლარი. გიორგი ალექსიშვილის შემოსავალი საქართველოს რკინიგზიდან 73 200 ლარია.


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი

         რამაზ ნიკოლაიშვილი, 2011 წლის დეკლარაციის მიხედვით, თბილისში 115 კვ.მ. ფართობ ბინას ფლობს.

საბანკო ანგარიშები:  ნიკოლაიშვილს თი ბი სი ბანკიდან კრედიტის სახით 259.97 დოლარი, 3329.4 ლარი, 423.92 ევრო აქვს აღებული. ნაღდი ფულის სახით კი, 25 000 დოლარი და 20 000 ლარი აქვს.

წლიური შემოსავალი:  საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარეობის დროს გაწეული სამსახურისთვის ნიკოლაიშვილმა 27 485 ლარი მიიღო, ხოლო მინისტრის თანამდებობიდან მიღებული შემოსავალი 52 698.81 ლარია.


დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი

         მირზა დავითაია ქვემო ქართლში  50 კვ.მ აგარაკს და 1250 კვ.მ მიწის ნაკვეთს ფლობს.

საბანკო ანგარიშები: "თი ბი სი ბანკში” სახელფასო ანგარიშზე დავითაიას 2500 ლარი ერიცხება. მის ცოლს, ნატალია თოფურიას, რესპულიკა ბანკის სახელფასო ანგარიშზე 17 ლარი აქვს.

წლიური შემოსავალი: დავითაიას შემოსავალი 60 575 ლარია, ხოლო ნატალია თოფურიამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის კონსულტანტის გასამრჯელოდ 5 093 ლარი მიიღო.


სპორტისა და ახალგაზდრობის საქმეთა მინისტრი

         ვლადიმერ ვარძელაშვილი  თბილისში 292 კვ.მ ფართობის ბინას ფლობს. მისი მეუღლე ირინე ონაშვილი კი თბილისში 70 კვ.მ ფართობი ბინის და მსუბუქი ავტომობილის, bmv 730–ის მფლობელია.

საბანკო ანგარიშები: ლიბერთი ბანკის სახელფასო ანგარიშზე ვარძელაშვილს 12 000 ლარი აქვს. ნაღდი ფულის სახით კი იგი 5 300 ლარს ფლობს.

წლიური შემოსავალი: ვარძელაშვილის წლიური შემოსავალი 77 880 ლარია. ირინე ონაშვილი შპს "ფეშენ შარშის” დირექტორია და მისი წლიური შემოსავალი 12 253 ლარია.


გარემოს დაცვის მინისტრი

         გოგა ხაჩიძე თბილისში 75 კვ.მ. ფართობის ბინას ფლობს.

საბანკო ანგარიშები: ბაზის ბანკში მიმდინარე ანგარიშზე– 0.7 დოლარი, საქართველოს ბანკში სახელფასო ანგარიშზე– 974.13 ლარი, ამავე ბანკში  ოლო ბარათზე –1.42 ევრო და ამერიკან ექსპრეს ბარათზე 2.29 ლარი ერიცხება. ნაღდი ფულის სახით მინისტრი 550 დოლარს და 250 ლარს ფლობს.

წლიური შემოსავალი: გოგა ხაჩიძის წლიური შემოსავალი, 2011 წლის დეკლარაციის მიხედვით, 71 745 ლარია.


ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი

        ალექსანდრე ხეთაგური თბილისში 162 კვ.მ. ფართობის ბინას და 18 კვ. მ. ავტოფარეხს ფლობს. იგი ასევე ფლობს მსუბუქ ავტომანქანას, Mercedes-Benz E350–ს.

საბანკო ანგარიშები: ხეთაგურს "საქართველოს ბანკში” სამი საბარათე ანგარიში აქვს, ერთზე–0 ლარი, მეორეზე–1.01 დოლარი, მესამეზე კი– 0.98 ევრო. ამავე ბანკში, კრედიტის სახით, 12.97 დოლარი და 1 150 ლარი ერიცხება. "თი ბი სი ბანკში” სახელფასო ანგარიშზე ხეთაგურს 0 ლარი აქვს.

ალექსანდრე ხეთაგურის მეუღლე, ნინო ლაშხია, "რესპუბლიკა ბანკში” სახელფასო ანგარიშზე ის 100 ლარს ფლობს, "საქართველოს ბანკში” საბარათე ანგარიშზე–50 დოლარს, "თი ბი სი ბანკის” საბარათე ანგარიშზე– 100 ლარს და "სახალხო ბანკში”– 1 ლარს.

წლიური შემოსავალი: ხეთაგურის შემოსავალი 95 828.2 ლარია, ნინო ლაშხია საქართველოს წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის ეროვნულ კომისიაში საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსია, მისი შემოსავალი 41 976 ლარია.


საქართველოს განსახლების და ლტოლვილთა მინისტრი

       კობა სუბელიანი თბილისში 2 ბინის მფლობელია. ერთი ბინა 130.32 კვ.მ, მეორე კი- 30 კვ.მ-ია

საბანკო ანგარიშები: სუბელიანს "რესპუბლიკა ბანკში”  ანაბარზე– 0 ევრო, სახელფასოზე –0 ლარი და "ლიბერთი ბანკში” სახელფასოზე 0 ლარი აქვს.

წლიური შემოსავალი: მინისტრის შემოსავალი 93 290 ლარია.



საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი

       ანდრია ურუშაძე თბილისში 75 კვ.მ. ფართობი ბინის მფლობელია.

საბანკო ანგარიშები: ურუშაძე "რესპუბლიკა ბანკში” მიმდინარე ანგარიშზე-1.5 ლარს, საბარათე ანგარიშზე- 499.79 ევროს, სახელფასოზე–3292.72 ლარს, მეგოანაბარზე- 13865.18 ევროს, ვადიან ანაბარზე-10 000 ევროს, ხოლო მზარდ ანაბარზე-2330. 58 ევროს ფლობს.

წლიური შემოსავალი: როგორც სოციალური მომსახურეობის სააგენტოს დირექტორს, ურუშაძეს მიღებული აქვს 40 432 ლარი,  როგორც მინისტრის მოადგილეს– 2 597 ლარი და როგორც მინისტრს– 34 030 ლარი.


საქართველოს სასჯელაღსრულების მინისტრი

        ხათუნა კალმახელიძე არ ფლობს საცხოვრებელ ფართს, თუმცა ფლობს ავტოფარეხს, მსუბუქ ავტომანქანას hyndai-ს და როლექსის საათს, რომლის ღირებულებაც 10 000 ლარს აღემატება.

საბანკო ანგარიშები: კალმახელიძეს "რესპუბლიკა ბანკის” მიმდინარე ანგარიშზე 3 000 ლარი ერიცხება, ხოლო ნაღდი ფულის სახით 900 ლარი აქვს.

წლიური შემოსავალი: ხათუნა კალმახელიძის შემოსავალი 99 500 ლარია.


ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრი

         გიორგი ბარამიძე თბილისში 453. კვ.მ მიწის ნაკვეთს, 340 კვ.მ საცხოვრებელ სახლს და 200 კვ.მ ბინას ფლობს. მისი ცოლი, ეკა ჯაფარიძე თბილისში 105 კვ.მ მიწის ნაკვეთს  და 95 კვ.მ ბინას ფლობს. ბარამიძე, ასევე, 10 000 ლარზე მეტი ღირებულების კედლის საათის მფლობელია.

საბანკო ანგარიშები:  საქართველოს ბანკში ბარამიძის კრედიტი 24 504 ლარია, ლიბერთი ბანკში მიმდინარე ანგარიშზე მინისტრს  0 ლარი აქვს. ბაზის ბანკში ბარამიძის დებეტი 17 839 დოლარია. თი ბი სი ბანკში კი, მიმდინარეზე 3 ლარი ერიცხება. ბარამიძის კრედიტი საქართველოს ბანკში 3169 ევროა.

ეკა ჯაფარიძის ანაბარი თი ბი სი ბანკში 100 000 დოლარია, ამავე ბანკში დებეტის სახით, მას 7 000 დოლარი აქვს.

წლიური შემოსავალი: გიორგი ბარამიძემ გაწეული სამუშაოსთვის 86 730 ლარი მიიღო.


ბუნებრივია მინისტრები ბევრად მეტ ქონებას ფლობენ და აქ მოცემულია მხოლოდ ის ქონება, რომელიც მათ დეკლარაციაში გაატარეს.

ნანახია: 1485 | დაამატა: Ucha | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: