მთავარი » 2012 » აპრილი » 24
          ერაყელ ტერორისტს, კაი რაჰაიეტუს ფული აღარ ეყო მარკისთვის, რათა იმ წერილზე დაეკრა, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იდო. ამის გამო საფოსტო განყოფილებამ წერილი გამომგზავნს დაუბრუნა. ტერორისტმა თავისი წერილი ვერ იცნო, მოუთმენლად გახსნა და აფეთქდა.

         ერთმა გერმანელმა ჯარისკაცმა იყიდა ჰამაკი და გადაწყვიტა, იმ ბარაკის ახლოს ჩამოეკიდა, სადაც ცხოვრობდა.  ეზოში ხე ვერ იპოვა და ამიტომ სახლში, ორ კარადას შუა დაამაგრა. როგორც კი ჰამაკში ჩაწვა, ორივე კარადა თავზე დაეცა და სული განუტევა.

ნანახია: 1001 | დაამატა: Ucha | თარიღი: 2012-04-24 | კომენტარი (0)

            ფერდინანდ ვალდო დემარას (1921–1982) გასაოცარი ცხოვრება ჰქონდა. მან მხოლოდ 9 კლასი დაამთავრა, თუმცა თითქმის ყველა პროფესიაში მოსინჯა თავი – იყო ქირურგი, ბერი, ექიმი, მოსამართლე, ინჟინერი, მასწავლებელი, რედაქტორი...  პრესისა და ტელევიზიის წყალობით, ეს უდიდესი თაღლითი და თვითმარქვია პიროვნება რომანტიკულ გმირად იქცა. რომანები, პიესები და ფილმიც კი მიუძღვნეს, მისი კარიერა იმის მაგალითია, რომ ნამდვილი ცხოვრება გამონაგონზე გაცილებით საინტერესო და უჩვეულოა.
           თაღლითი და ალკოჰოლის მოყვარული დემარა კარგი გარეგნობით არ გამოირჩეოდა, თუმცა გოლიათივით ახოვანი იყო. იმდენად თავაზიანი და სასიამოვნო ადამიანი იყო, რომ ყველას უყვარდა და აფასებდნენ. უნიჭიერესი და ფენომენალური მეხსიერების მქონე – ყველაფერს ერთი წაკითხვით სწავლობდა. თავისი ნიჭის წყალობით ისე იმსახურა უამრავ ადგილა ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1385 | დაამატა: Ucha | თარიღი: 2012-04-24 | კომენტარი (0)