მთავარი » 2012 » აპრილი » 24 » რამდენიმე ძალიან უაზრო სიკვდილის ისტორია.
8:39 PM
რამდენიმე ძალიან უაზრო სიკვდილის ისტორია.
          ერაყელ ტერორისტს, კაი რაჰაიეტუს ფული აღარ ეყო მარკისთვის, რათა იმ წერილზე დაეკრა, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იდო. ამის გამო საფოსტო განყოფილებამ წერილი გამომგზავნს დაუბრუნა. ტერორისტმა თავისი წერილი ვერ იცნო, მოუთმენლად გახსნა და აფეთქდა.

         ერთმა გერმანელმა ჯარისკაცმა იყიდა ჰამაკი და გადაწყვიტა, იმ ბარაკის ახლოს ჩამოეკიდა, სადაც ცხოვრობდა.  ეზოში ხე ვერ იპოვა და ამიტომ სახლში, ორ კარადას შუა დაამაგრა. როგორც კი ჰამაკში ჩაწვა, ორივე კარადა თავზე დაეცა და სული განუტევა.

            გერმანიის ქ. ბონში ცხოველთა 2–მა უფლებების დამცველმა აქცია მოაწყო. ისინი ადამიანთა გამოკვების მიზნით ღორების მოშენებას აპროტესტებდნენ. აქცია მათ ღორების ფერმის წინ გამართეს. უეცრად ფერმის კარები გაიღო და გამოვარდნილმა 2000–მა ღორმა მათი უფლებების დამცველები გადათელა.

       ერთმა ბრიტანელმა, რომელიც მეგობარს უმტკიცებდა მატარებლის რელსებში დენი არ გადისო რკინიგზის სადგურში მივიდა და რელსებს ჩაეხუტა. ექსპერიმენტმა არ გაამართლა და მოკვდა.

        ქ. სიდნეიში კანალიზაციის მუშა იმ რეზერვუარში ჩავარდა, რომელშიც კანალიზაციის წყალი ჩაედინებოდა და რადგან ცურვა არ იცოდა დაიხრჩო. მალე ავსტრალიის პარლამენტმა დაადგინა, რომ კანალიზაციის მუშაკებმა აუცილებლად ცურვა უნდა იცოდნენ.
     
           26 წლის მაღაზიის გამყიდველს, უოლტერ ჰალას დანტისტების ძალიან ეშინოდა. როდესაც კბილი ასტკივდა, კოლეგას სთხოვა მისთვის ყბაში გაერტყა, რომ ტკივილი გაყუჩებოდა. კოლეგამაც ღონე არ დაიშურა და ყბაში მთელი ძალით გაარტყა. უოლტერი წაიქცა, თავი იატაკზე დაარტყა და გარდაიცვალა.

           ორი  მძღოლი გერმანიის პატარა ქალაქში შუბლით დაეჯახა ერთმანეთს. ძლიერი ნისლის გამო ორივე მძღოლი ზალიან ნელა ერთმანეთის საპირისპიროდ მოძრაობდა. მათ ცუდი ხილვადობის გამო თავები მანქანებიდან ჰქოდათ გამოყოფილი. შედეგად, ერთმანეთს შუბლებით შეასკდნენ. მანქანები არ დაშავებულა, მძღოლები კი – გარდაიცვალნენ.

            ამერიკელი მამაკაცი ცდილობდა, ავტომატიდან "კოკა–კოლა" უფასოდ ჩამოესხა. ავტომატს იმდენი ურტყა, რომ თავზე დაეცა და ადგილზე გარდაიცვალა. მას ჯიბეში 25 დოლარი აღმოაჩნდა.

            32 წლის რობერტ პუელომ სან ლუისის მარაზიაში დებოში ატეხა. როდესაც მარაზიის თანამშრომლებმა პოლიციას გამოუძახეს, პუელომ ჰოთდოგი გადაყლაპა და მაღაზიიდან გაიქცა. პოლიციამ რამდენიმე მეტრში იგი მკვდარი იპოვა. მას ჰოთდოგი ყელში გაჩხეროდა.
ნანახია: 1004 | დაამატა: Ucha | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: