იდეალური ქალი-მეორე ნახევარი. - 2 მაისში 2012 - გარდაქმნა
მთავარი » 2012 » მაისი » 2 » იდეალური ქალი-მეორე ნახევარი.
0:21 AM
იდეალური ქალი-მეორე ნახევარი.
              
       მამაკაცის გონება ისეა მოწყობილი, ქალის გაცნობისთანავე ფიქრობს, თუ როგორი საყვარელი იქნებოდა. ზოგიერთ ქალს ეს მოსწონს, ზოგს  – აღიზიანებს, მაგრამ მათი ამ საკითხისადმი დამოკიდებულების მიუხედავად, რეალობა ასეთია – მამაკაცები, პირველ რიგში, ინტიმურ სიახლოვეზე ფიქრობენ.
            
      1. იდეალური ქალი არამხოლოდ ვნებიანი საყვარელი, ასევე მამაკაცის მუზა და წარმატების მიღწევაში მისი დამხმარე უნდა იყოს. კაცს უყვარს როცა დარწმუნებულია, რომ თქვენ მის მხარეზე ხართ, მთლიანად ენდობით, მისი ნიჭის გწამთ და გჯერათ, რომ ყველაფერი გამოუვა. მამაკაცი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ რთულ მომენტში გვერდით ეყოლებით და მის დამშვიდებას შეძლებთ. არაფერია სათაკილო იმაში, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში გაამხნევოთ და შეაქოთ. როცა მამაკაცი თქვენს მხარდაჭერას გრძნობს, სწორედ მაშინაა ძლიერი და მიზანმიმართული. არ დაივიწყოთ ნამდვილი მუზის ერთი მნიშვნელოვანი თვისებაც  – მამაკაცის თავისუფლება არასოდეს შეზღუდოთ. ის დარწმუნებული უნდა იყოს, რომ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს.
       
      2. მამაკაცს გვერდით ისეთი ადამიანი სჭირდება, რომელსაც სრულიად ენდობა. ასეთი ქალი რომ გახდეთ, მოსმენა ისწავლეთ. ნება მიეცით, ილაპარაკოს და გულის ნადები გაგანდოთ, მაშინ მარტოობის გრძნობა აღარ დატანჯავს. მართალია, ქალების უმეტესობა ამჯობინებს, თვითონ ილაპარაკოს მაგრამ ეს მეგობრების წრეში გააკეთეთ. მამაკაცები ქალთა ლაქლაქისგან სწრაფად იღლებიან. ბევრ მათგანს ხანგძლივი, ემოციური საუბრის მოსმენა არ უყვარს. 
       გახსოვდეთ, ნებისმიერი ემოციური ელფერისა და კონკრეტული მოთხოვნის გამომხატველი სიტყვები მამაკაცს პანიკაში აგდებს. ამიტომ მოერიდეთ ტერმინებს "წარსული", "მომავალი", "გვიან", "ადრე", "სამწუხაროა" და ა.შ. გაითვალისწინეთ მამაკაცის ფსიქიკის თავისებურება, მას ზუსტი და გასაგები ენით უნდა ელაპარაკოთ. მაგალითად, კითხვა "ახლა რას გრძნობ?"(რომელზედაც, სულერთია, ზუსტ პასუხს ვერ გაგცემთ) შეცვალეთ – ახლა რაზე ფიქრობ?
         ურთიერთგაგებას რომ მიაღწიოთ, სათქმელი არსებითად მოკლედ გადმოეცით. გულითადი საუბრისას მამაკაცს პირდაპირ თვალებში არ უცქიროთ იმ იმედით, რომ სიმართლეს გიპასუხებთ. თქვენი გამგმირავი გამოხედვით შეიძლება დაშინდეს და კიდევ უფრო ჩაიკეტოს. გახსოვდეთ, თავს დაცულად უნდა გრძნობდეს. მხოლოდ მაშინ მოუნდება დიალოგის აწყობა.
         და კიდევ, მამაკაცებს სიტყვაზე ჩაბღაუჭება უყვართ. ასე რომ, საუბრისას სიფრთხილე გამოიჩინეთ. არასდროს შეადაროთ სხვა მამაკაცებს. თუ მის ენაზე საუბარს ისწავლით, კიდევ მეტად შეგიყვარებთ და იამაყებს იმით, რომ გვერდით ასეთი შესანიშნავი ქალი ჰყავს.

        3. გაითვალისწინეთ, რომ მამაკაცთა უმრავლესობა მაქსიმალისტია. თუ თქვენი ურთიერთობა ქორწინებით დამთავრდება, ნუ გაგიკვირდებათ, თუ ის თქვენს მიმართ უფრო კრიტიკული გახდება. უფრო ზუსტად, იმის მიმართ, რაც თქვენში არ მოსწონს, მაგალითად: თქვენი მფლანგველობა ან პირიქით, მეტისმეტი მომჭირნეობა. ყველაფერი ეს იმიტომ ხდება, რომ ეშინია, იმედი არ გაუცრუვდეს. ზოგჯერ "შეშინებული" მამაკაცი საყვარელლი ქალის ნაკლოვანებების გამოგონებას იწყებს, ისევე როგორც ერთ დროს მის ღირსებებს იგონებდა. შეიძლება უცებ თქვენი ხმა, ხასიათი ან მანერები აღარ მოეწონოს. ყურადღებით დააკვირდით, როგორი თვისებები მოსწონს ქალში  და როგორი – არა. მის შეხედულებებს თუ გაითვალისწინებთ, მისთვის ამქვეყნად ყველაზე საყვარელი ქალი ადვილად გახდებით.
        და ბოლოს, კიდევ ერთი თვისება, რომელიც მამაკაცის მეგობარ ქალს უნდა გააჩნდეს. ეს არის უნარი, მოთმინებითა და გაგებით მოეკიდოს მის ჰობს(კომპიუტერით, მანქანებით გატაცება, ფეხბურთის ყურება, რაიმეს კოლექციის შეგროვება და ა.შ). არასოდეს დააყენოთ არჩევანის წინაშე – ან მე ან ჰობი. რა თქმა უნდა, მისთვის უფრო ძვირფასი ხართ, ვიდრე ფეხბურთი ან კომპიუტერი, მაგრამ თუ დილემის წინაშე აღმოჩნდება, დიდი ალბთობით თავისუფლებას ამჯობინებს.
ნანახია: 446 | დაამატა: Ucha | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 4
4  
chemo kargo hobi hobs gaachnia,tu televisors ar schordeba da burts xelidan ar uschvebs asetma gadacharbebit hobianma kazma qali ki ara burti unda moiyvanos,orive gaertobian:))

3  
dzalian saintereso statia ,,kargi iqneba tu gaitvaliscinebs kvela mkitxveli,,,,,chkuis sascavlebelia namdvilad

2  
სიყვარული ნაყინი არ არის რომ მიირთვა, მას მუდამ ზრუნვა სჭირდება. ვინც ამ საქმეში სიზარმაცეს გამოიჩენს რქების დადგმას ვერ გადაურჩება.

1  
dzalian sasiamovno rchevebia magram meechveba es umravlesobam gaitvaliswinos aq w2asakitxad dzalian advilia magram am yvelapris zedmiwevnit shesruleba dzan dznelia . amitom jobia isetma kacma shegiyvarot romlistvisac yovelgvari wesebis gareshe sasurveli da idealuri iqnebi:**

სახელი *:
Email *:
კოდი *: