მთავარი » 2012 » მაისი » 21
        საკანი. სენაკს მაგონებს იგი, პატიმარი - მეუდაბნოეს არანებაყოფლობითს. ასე განსაჯეთ, აქ იძულებით უნდა დავტყვევო საკუთარ თავში უსასრულო წყება სურვილებისეული ქაოსის უმისამართო ენერგიით აღძრული, ლტოლვები, რომელთა დასადავება, გათოკვა და ჭკუაზე მოყვანა მეუდაბნოეთა, სოფლისგან განდგომილთა სანუკვარი მიზანია.
       მეც აღარ დავაყოვნე და უმკაცრესი კანონმდებელივით  სანქცია დავადე ჩემს აბეზარ სურვილებს, გარდაუვალობის ძალით სათითაოდ დავატუსაღე და შევუდექი მათ ულმობელ განკითხვას. გაუჩინარდა გლუვი გველაძუა, ნაირფრად აელვარებული ხატება მათი. შეწყდა მათი მოუსვენარი, საყვედურით აღსავსე სისინი. მოისვენა სხეულმა, და სადღაც, გონებაში აკიაფდა სიმ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1111 | დაამატა: Ucha | თარიღი: 2012-05-21 | კომენტარი (0)