მთავარი » 2012 » მაისი » 06
     მარგარეტ რობერტსი 1925 წ. 13 ოქტომბერს ლონდონის ჩრდილოეთით, პატარა ქ. გრანტჰემში მცხოვრები კერავისა და დახლიდარის სახლში დაიბადა, სადაც მამამისი ჩაისა და შაქარს ყიდდა. ალფრედ რობერტსი ვაჟზე ოცნებობდა (პირველი შვილიც გოგო ჰყავდა), თუმცა მარგარეტის აღზრდაში დიდი წვლილი სწორედ მას მიუძღვის და მის ხასიათში მამაკაცური თვისებების სიჭარბეც მისი წყალობაა. "არასდროს შეწყვიტო მუშაობა! მუდმივად უნდა იმუშაო, რომ ცხოვრება უზრუნველყოფილი გქონდეს", - მამის ამ სიტყვებს მარგარეტი ყოველთვის იხსენებდა, როცა სევდა ეპარებოდა და ეჩვენებოდა, რომ მიწა ფეხქვეშ ეცლებოდა. მარგარეტი ხშირად იმეორებდა: "ყველაფერი რასაც მივაღწიე, მხოლოდ მამაჩემის დამსახურებაა, მისი აღზრდისა და შეგონებების". შეგონებები კი ასე გამოიყურებოდა: არასდროს შეწყვიტო მუშაობა, არასდროს დაკარგო კონტროლი საკუთარ თავზე, არასდროს ილაპარაკო ხმამაღლა საკუთარ წარუმატებლობებზე და არასდროს აყვე ბრბოს - ჯობია, შენ გამოგყვნენ ისინი. მარგარეტი დამჯერი შვილი ი ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 4483 | დაამატა: Ucha | თარიღი: 2012-05-06 | კომენტარი (0)

           2011 წელს მსოფლიოს 214 ახალი მილიარდერი შეემატა და მსოფლიოს უკვე 1210 მილიარდერი ჰყავს - ჯამში 4,5 ტრილიონი დოლარის ქონებით.

... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 1434 | დაამატა: Ucha | თარიღი: 2012-05-06 | კომენტარი (2)

         - ამერიკულმა "ფორბსმა" თქვენი ქონება 6,4 მილიარდად შეაფასა. რამდენად სწორია ეს შეფასება? 
         - ვფიქრობ, რეალობასთან მიახლოებულია. ქონების შეფასებისას ყოველთვის არის ცდომილების შანსი, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რა ხდება საფონდო ბაზარზე და როგორ მერყეობს სურათი. თან, გააჩნია, როგორი პრინციპით შეაფასებ: თუ დღესვე გინდა ქონების თუნდაც ნაწილის რეალიზება, მისი ფასი ალბათ ნაკლებია; თუ ერთი წლის შემდეგ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1027 | დაამატა: Ucha | თარიღი: 2012-05-06 | კომენტარი (0)

1. დაიმახსოვრეთ ერთი ჭეშმარიტება - დარწმუნების ხელოვნებას საერთო არ აქვს კამათთან, რადგან ადამიანის შეგნების შეცვლა ამ გზით შეუძლებელია. თუ თქვენ კამათობთ და საწინააღმდეგოს ამტკიცებთ,  შეიძლება გაიმარჯვოთ კიდეც მაგრამ ეს უაზრო გამარჯვება იქნება, რადგან ასე ვერასდროს მიაღწევთ მოწინააღმდეგის კეთილგანწყობას. ამიტომ ეცადეთ უაზრო კამათი თავიდან აიცილოთ, რადგან ოპონენტი ჩათვლის, რომ თქვენ პრეტენზია გაქვთ, მასზე ჭკვიან ადამიანად წარმოაჩინოთ თავი, ამით შეურაცყოფილი კი არაფრით დაგითმობთ, თუნდ იცოდეს რომ ცდება. ასეთ ვითარებაში საუკეთესო გამოსავალია : "იყავი სხვაზე ჭკვიანი, მაგრამ ისე, რომ არ აგრძნობინო ამის შესახებ". ეს არის ყველაზე დიდი სიბრძნე. გახსოვდეთ, ბრძენი ადამიანი არ კამათობს.

2. თუ თანამოსაუბრის ნათქვამი არასწორად ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 2124 | დაამატა: Ucha | თარიღი: 2012-05-06 | კომენტარი (0)