მთავარი » 2012 » მაისი » 6 » ადამიანის დარწმუნების ხელოვნება. იყავით კამათში მუდამ გამარჯვებულნი.
1:31 PM
ადამიანის დარწმუნების ხელოვნება. იყავით კამათში მუდამ გამარჯვებულნი.
1. დაიმახსოვრეთ ერთი ჭეშმარიტება - დარწმუნების ხელოვნებას საერთო არ აქვს კამათთან, რადგან ადამიანის შეგნების შეცვლა ამ გზით შეუძლებელია. თუ თქვენ კამათობთ და საწინააღმდეგოს ამტკიცებთ,  შეიძლება გაიმარჯვოთ კიდეც მაგრამ ეს უაზრო გამარჯვება იქნება, რადგან ასე ვერასდროს მიაღწევთ მოწინააღმდეგის კეთილგანწყობას. ამიტომ ეცადეთ უაზრო კამათი თავიდან აიცილოთ, რადგან ოპონენტი ჩათვლის, რომ თქვენ პრეტენზია გაქვთ, მასზე ჭკვიან ადამიანად წარმოაჩინოთ თავი, ამით შეურაცყოფილი კი არაფრით დაგითმობთ, თუნდ იცოდეს რომ ცდება. ასეთ ვითარებაში საუკეთესო გამოსავალია : "იყავი სხვაზე ჭკვიანი, მაგრამ ისე, რომ არ აგრძნობინო ამის შესახებ". ეს არის ყველაზე დიდი სიბრძნე. გახსოვდეთ, ბრძენი ადამიანი არ კამათობს.

2. თუ თანამოსაუბრის ნათქვამი არასწორად მოგეჩვენათ, საუბარი ასე დაიწყეთ: " მე არ გეთანხმები, მაგრამ შეიძლება ვცდებოდე, მოდი, ფაქტებით ვისაუბროთ". გახსოვდეთ, ადამიანი ხშირად იცვლის შეხედულებებს, მაგრამ თუ უხეშად მიგვითითებენ, რომ შევცდით, ცხადია, უპირველესი იქნება არა თვით ფაქტი, არამედ თავმოყვარეობა. სიტყვები "მე" და "ჩემი" უმთავრესად ითვლება ადამიანთა შორის ურთიერთობაში და ამის შეცნობა უკვე სიჭკვიანის ნიშანია. დაიცავით მეორე, აუცილებელი წესი: პატივი ეცით სხვის აზრს და არასოდეს უთხრათ ადამიანს პირდაპირ, რომ ის ცდება. გადაწყვეტილება შეიძლება შეაცვლევინოთ ისე, რომ არ აწყენინოთ. ამიტომ ნუ მიუთითებთ პირდაპირ, თუ რაიმე შენიშვნა გაქვთ. მოიძიე ის ფაქტები რომლებშიც შენ და შენი მოკამათე მართლები ხართ, დეთანხმე იმაში რაც მართალია და ასე დაითანხმე მთავარზე(ანუ რაშიც თქვენ ხართ მართალი) და ამით "სიამოვნებით" აღიარებინე მარცხი. გამარჯვებულიც დარჩები და მეტოქის კეთილგანწყობასაც შეინარჩუნებთ.

3. ვინმესთან საუბარს იმ საკითხებით ნუ დაიწყებთ, რომლებშიც იცით, რომ საწინააღმდეგო შეხედულება აქვს. პირიქით, შეარჩიეთ ისეთი თემა რომელზეც გეტყვის "დიახ" და საშუალება არ მისცეთ რომ თქვას "არა", რადგან მას სიამაყე აიძულებს , რომ თავისი გაიტანოს. ეს ხდება ერთი მიზეზის გამო: როცა ადამიანი ამბობს "არას", მისი ფსიქოლოგიური განწყობა, მთელი ნერვულ-კუნთოვანი სისტემა ეწინააღმდეგება დადებითი პასუხის წარმოთქმას. მაგ. სოკრატე ადამიანის დასაყოლიებლად ისეთ შეკითხვებს სვამდა, რომ მოსაუბრე იძულებული გაეხადა, დადებითი პასუხი გაეცა.

4. საუბარი დაიწყეთ მეგობრული ტონით. გახსოვდეთ სიკეთე და მეგობრობა უფრო ძლიერია ვიდრე ზიზღი და ძალდატანება.

5. მიეცით საშუალება სხვას, მეტი ილაპარაკოს(ამით ის უფრო მეტ შეცდომას დაუშვებს), თქვენ კი - ამით მხოლოდ მოიგებთ. ჭარბსიტყვაობა დამღლელია და სიმართლის დასასაბუთებლად ვერ გამოდგება.

6. მიეცით ადამიანს საშუალება, იგრძნოს, რომ იდეა ან აზრი, რომელიც თქვენ "ჩააწოდეთ", მას ეკუთვნის. სწორედ ასე იქცეოდნენ მეფის კარზე, წარმატებული, ბრძენი ადამიანები, რომლებიც ისე ახვევდნენ მეფეს თავიანთ ნებასურვილებს, რომ მეფე ამას ვერც კი ხვდებოდა. ამით თქვენს თავმოყვარეობასაც არაფერი დააკლდება და მიზანსაც იოლად მიაღწევთ.

7. შეუმცდარი არავინაა, როცა ადამიანი ცდება, ის ამაზე არ ფიქრობს. ჭკვიანი კაცი ეცდება, თანამოსაუბროს გაუგოს და საუბარშივე არ განსაჯოს. მას აუცილებლად ექნება მიზეზი, რის გამოც იგი თავის აზრს იცავს. მოძებნეთ ეს მიზეზი და თქვენს ხელთ გექნებათ გასაღები, რომლის საშუალებჲთაც ამოხსნით მის მოქმედებას და მისი ხასიათის თავისებურებებსაც კი. ასე რომ, თქვენი წარმატება დამოკიდებულია თქვენს მიდგომაზე სხვისი თვალსაზრისის მიმართ.

8. ყველა ადამიანს დიდი წარმოდგენა აქვს თავის თავზე. ყველას სურს, რომ მასზე, როგორც სინდისიერ ადამიანზე ისე ფიქრობდნენ. თქვენთან მოსაუბრე კი, თუნდაც არც ისე წესიერი იყოს მორალური თვალსაზრისით, ისე მოიქცევა, როგორც თქვენ გსურთ, თუ აგრძნობინებთ, რომ პატიოსან და მართალ კაცად თვლით. ამრიგად, თუ გსურთ, ვინმემ თქვენი აზრი გაიზიაროს, მიმართეთ მის მიმართ კეთილშობილურ მოტივებს, ის ამ ფანდზე აუცილებლად წამოეგება.

9. სიმართლის დასამტკიცებლად მარტო ლაპარაკი საქმეს არ შველის. ყველაფერი ცოცხლად და საინტერესოდ უნდა დაასაბუთოდ. უნდა მოიყვანოთ თვალსაჩინო მაგალითები. როცა თაგვის წამლის გამომგონებელს პროდუქცია არ გაეყიდა, მან მოაწყობინა მაღაზიის ვიტრინაში ცოცხალი კუთხე - თაგვებით. შხამის გაყიდვა 5-ჯერ გაიზარდა.

10. და ბოლოს, ადამიანებს მართავს ღირსებისა და უპირატესობის მიღწევის სურვილი. სწორედ აქედან მომდინარეობს სიყვარული ყოველგვარი შეჯიბრისადმი და ადამიანის სურვილი, იყოს გამორჩეული. იგრძნოს სხვაზე უპირატესობა. თანამოსაუბრემ თქვენი აზრი რომ გაიზიაროს, მით უმეტეს, თუ ის ძლიერი ნების მქონეა, გამომწვევად მოექეცით. რაში მდგომარეობს გამომწვევი მოქმედება? ყველაზე ეფექტური სასუალება, გააკეთებინოთ ადამიანს ის, რაც თქვენ გსურთ, ის არის, რომ გამოწვიოთ მასში სურვილი შეჯიბრისა, რომელიც გამოავლენს პირადი ღირსების შეგრძნებას სხვასთან შედარებით. ეს სურვილი, რომ სხვაზე უკეთესი იყოს, საკმარისია, რომ მან თქვენს გამოწვევას უპასუხოს და მოიქცეს ისე, ილაპარაკოს ისე, როგორც თქვენ გსურთ.
ნანახია: 2128 | დაამატა: Ucha | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: