მთავარი » 2012 » აპრილი » 16 » უნაკლოებავ.
1:06 AM
უნაკლოებავ.

ცაზე მზის სხივ მოვკრეფდი                                                                                           

და მოგახვევდი ტანზე                                                                                                                    

ღრუბლის ნაწყვეტს ჩუმად მოვგლეჯდი                                                                      

რომ მომეხვია თავზე .


ატმის  ყვავილისგან მოქარგულს

კაბას  მოგხვევდი ტანზე,

თმებში ჩაგიწნავდი ფურუსელას

ხელში  მოგცემდი  ვარდებს.


გულზე  დაგაბნევდი  შავ  მარგალიტს

და  გემზე  ავწყვეტდი  აფრებს,

ყველა  ტალღა,  წელს  მოიქნევდა

ვალსს  გაცეკვებდა  ზღვაზე. 


თოკზე  თოლია, ზღვაში  დელფინი

და შენი  თმები  ქარზე

ყველა  ნიავის  ვიქეცი  მტერი ,

რადგან  შეგეხეს  ასჯერ.


ნაპირზე  ჩასულს, ქვიშის  ხალიჩას

დაწნულს  გავშლიდი  მანდვე,

ფეხის  გულები  რომ  არ  დაგსვროდა

ჩემამდე  მომსვლელ  გზაზე.


დაგიჩოქებდი,  როგორც  ღვთაებას

ცრემლებს  დავღვრიდი  მწარეს

ნუთუ  არ  გესმის  უნაკლოებავ?!

ახლა  ჩემს  გულში  რა  ჟღერს...


დავიხმარებდი  ცისკრის  ვარსკვლავს

და ღამეს  ვაქცევდი  ნათელს,

ამოვიყვანდი  მთის  გულის  ნაღველს

და  ლავას  მივცემდი  ტალღებს...


მთვარეს  მოვხსნიდი, იქვე  დავდებდი

რომ  არ  ენათა  ღამე,

ცხოველთა  მეფეს,  გულს  შევუცვლიდი

რომ  შეხებოდი  ტანზე.


ყველა ოცნებას, დაგიხატავდი

დავინჩს ვძარცვავდი ღამე,

ქურდად მაქციე, გეპატიება

ოღონდ შენ მყავდე აქვე.


დაორთქლილ  მინას  ვაქცევ  სურათად

და შენ დაგხატავ მასზე

არ გაგიკვირდეს,ყველა ოცნება

მე შენ მოგპარე ღამე.


ცისარტყელები მე მოვიგონე

მინდა გატარო მათზე,

მინდა განახო,ის უღრანი ტყე

კონკიას მოკვლა რომ სცადეს... 


მერე კოცონთან დამჯდარს გიყურო

ჩუმად გკოცნიდე მკლავზე,

შემოგაპარო წელზე ხელები

როგორც ფესვები  მთაზე.


მინდა გიმღერო, ძველი სიმღერა

რომ აგაცეკვო ალზე,

ლერწმის რტოსავით მიმოიხრება

ეგ შენი ტანი ვალსზე.


დაღლილს მინდორში მიგეძინება

დღეს ხომ მსოფლიო ნახე,

თუ დამიჯერებ სულ ასე იქნება

ოღონ შენ მყავდე აქვე...

ნანახია: 1049 | დაამატა: Ucha | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: