მთავარი » 2012 » მაისი » 6 » თანამედროვე მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები. 2011 წლის მონაცემები.
4:15 PM
თანამედროვე მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები. 2011 წლის მონაცემები.

           2011 წელს მსოფლიოს 214 ახალი მილიარდერი შეემატა და მსოფლიოს უკვე 1210 მილიარდერი ჰყავს - ჯამში 4,5 ტრილიონი დოლარის ქონებით.

 ყველაზე მეტი ახალბედა მილიარდერები ჩინელებსა(54) და რუსებს(31) ჰყავთ, 

  I ადგილზე კვლავ 70 წლის მექსიკელი კარლოს სლიმ ელია 74 მილიარდი დოლარით. მან ერთ წელში ქონება 20 მილიარდით გაზარდა.

 II - III ადგილებზე არიან 54 წლის ბილ გეიტსი (56 მილიარდი; ან 53 მილიარდი) და 74 წლის უორენ ბაფეტი (50 მილიარდი, ან 47 მილიარდი). 

 IV ადგილზე 61 წლის ფრანგი უორენ არნოა (39 მილიარდით) რომელიც ფრანგული კომპანია  LVMH-ის საკონტროლო პაკეტს ფლობს.  35 მილიარდით.

 V ადგილზეა ამერიკელი მეწარმე, კორპორაცია Oracle- დამფუძნებელი და ხელმძღვანელი 65 წლის ლოურენ ელისონი.

 VI ადგილზეა ინდოეთის მოქალაქე 59 წლის ლაქშმი მიტალია, რომლის ქონებაც 31,1 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. "ფორბსის”2010 წლის რეიტინგში მას მეხუთე ადგილი ეკავა. ლაქშმი მიტალი ფოლადის წარმოების მსოფლიო ლიდერს ArcelorMittal- ხელმძღვანელობს

შარშან IV ადგილზე მყოფმა მიტალის თანამემამულემ, ნავთობისა და გაზის კონგლომერატის, Reliance Industrie-ის -ხელმღვანელმა 52 წლის 

მუქეშ ამბანიმ კი IX ადგილზე გადაინაცვლა. "ფორბსისტოპ ოცეულიდან ამბანი ერთადერთიავისი ქონებაც მილიარდით - 29-დან 27 

მილიარდამდე შემცირდა.  

 VII ადგილზეა ჰოლდინგ Inditex-ის მფლობელი, ესპანელი, 74 წლის ამანსიო ორტეგა 31 მილიარდით. 

VIII ადგილზეა ბრაზილელი ნავთობმაგნატი, 53 წლის ეიკ ბატისტა 30 მილიარდთ. 

X ადგილზეა ამერიკელი, 56 წლის  კრისტი უალტონი,  Christy Walton &family-ის ხელმძღვანელი, 26,5 მილიარდით. ის ამავდროულად 

მსოფლიოს უმდიდრესი ქალბატონიცაა.

          რუსეთის მეტალურგიის მაგნატ ვლადიმერ ლისინის ქონება 2001 წლიდან 2009 წლამდე თითქმის ხუთჯერ, ჯერ 5, 2-დან  15 ,8-მდე,

 შემდეგ 24 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.  რუს მილიარდერების რეიტინგს ლისინი  უკვე მეორე წელია ლიდერობს. მსოფლიო რეიტინგში

 კი, მე-14 ადგილი უკავია

      "ფორბსისმილიარდერების 1210 კაციან რეიტინგში წელს, შარშანდელი 62-სგან განსხვავებით რუსეთიდან 99 გვარი მოხვდა (აქედან

 79 მოსკოველია). შედეგად მოსკოვმა ნიუ იორკს მილიარდერების დედაქალაქის წოდება ჩამოართვათუმცა მილიარდერთა ქვეყნად

 კვლავ რჩება ამერიკის შეერთებული შტატები. აშშ-ში 400 მილიარდერი,  მათ შორის მსოფლიოს უმდიდრესი ქალბატონი ცხოვრობს.

ნანახია: 1434 | დაამატა: Ucha | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
2 jiji  
0
ise amdens ro wer zevidan ar gawvebien

1 jiji  
0
sagol uuuuuuuuuuuuuuuuuuuch

სახელი *:
Email *:
კოდი *: