მთავარი » 2012 » აპრილი » 16 » სიყვარული და განშორება.
0:44 AM
სიყვარული და განშორება.
თქვენ სიყვარულზე, დამერწმუნეთ დაიწერება
რადგან, ნამდვილი სიყვარულის საწყისებს მე ვცნობ,
უამრავჯერ გაგონილი აღიწერება,
რადგან გჯეროდეთ, დრო ვერასდროს ელევა წარსულს.

გინახავთ სადმე, ვარდი უეკლოდ რომ დაეკრიფად?
ეკლებს გაცლიან ქალბატონო, ნუთუ ვერა გრძნობ?
დღეს სიყვარულის ყოველგვარ გამოვლინებას,
ეკლები აქვს და ფურცლების სურნელი ამკობს.

სიყვარულმა შეგაჩვენა, გეცხოვრა მისთვის,
არჩევანის მიუცემლად გაგხადა მშვიდი,
და წასვლის წინ დაგიტოვა ანდერძი მისი,
გყვარებოდა ტკივილამდე, გეცხოვრა მისთვის.

თვალდახუჭული როცა ნატრობ, აცოცხლებ ფიქრში
წარმოიდგენ ლამაზ დღეებს, მის თვალებს, სიცილს
წამიერად დრო ჩერდება, ირღვევა რიტმი
ჩრდილებსა და ლანდებს შორის ვიღაცა ტირის.

შავი გედი, იქვე ტბასთან უწყვილოდ მიდის
ისიც მარტო იწყებს ცეკვას, მუსიკაც ისმის
გედმაც იცის სიყვარული, ცრემლებიც იცის
წყდება ხმა, ტბა აცილებს და გედიც მიდის...

ამ გრძნობებზე უკეთესი თამაში იცი?
სიყვარული, თეატრი და მოქმედი გმირიც
ცხოვრებაა ის ღრმა სცენა, პიესა მისი
რეჟისორიც თავად არის, წესებსაც ის ქმნის.

თუ გაჰყვები ღრმად ჩაგითრევს – გრძნობებმა იცის
სიყვარულია რეჟისორი, მბრძანებლობს ირგვლივ
მთავარ გმირებს როცა არჩევს, სულ ასე იცის
გოგოს გულში მყარად ჯდება, ბიჭი კი მიდის.

ნანახია: 1153 | დაამატა: Ucha | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: