9:48 PM საოცარი და სახალისო ფაქტები II. | |
ინგლისის კანონები ფეხმძიმეს უფლებას აძლევს, მოისაქმოს იქ, სადაც გაუჭირდება. ამისთვის კი მას პოლიციელის ჩაფხუტის გამოყენებაზეც ვერ ეტყვიან უარს, რა თქმა უნდა თუ ორსული ქალი მას მოითხოვს. ერთი ბუხრის მწმენდავი ახალგაზრდა ეკატერინე მეორის სასახლეში მსახურობისას შიშველ იმპერატრიცას გადააწყდა და დიდად ასიამოვნა. ნასიამოვნებმა იმპერატრიცამ ჰკითხა :" ვინ ხარ შენ"?– ია ტრუბაჩისტ იყო პასუხი. "ატ ნინე ტი გრაფ ტრუბეცკოი"– ბრძანა იმპერატრიცამ. ესპანელი ჯალათი თომას დე ტორკვემადა (მე–15 ს–ნე) სკოლაში სანიმუშო წესიერებით გამოირჩეოდა. მოგვიანებით კი, ამ დიდი ინკვიზიტორის ბრძანებით 11000 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით. 1973 წელს, რიო–დე–ჟანეიროში, ბრაზილიელ მკერავს, ნეუმა ანდადის თარგები აერია და ზედმეტად მოჭრა ერთი დეტალი, შემდეგ კი დარჩენილი ძაფით შეაერთა და ასე გაჩნდა ტრუსი ტანგა. ჩუქჩა ქალებს საუკუნეების მაძილზე ეკრძალებოდათ ასო ,,რ" – ს წარმოთქმა, რადგან ეს გარყვნილებად ითვლებოდა. ცნობილი ინდოელი პოლიტიკოსის ინდირა განდის ვაჟი, სანჯაი, რომელსაც დედა ქვეყნის პრემიერის პოსტზე უნდა შეეცვალა, სპორტული თვითმფრინავის გამოცდის დროს დაიღუპა. როცა ინდირამ შვილის დაღუპვის ამბავი შეიტყო, პირველ რიგში შვილის მაჯის საათი მოიკითხა, – ტრაგედიის ადგილზე ხომ არ გიპოვიათო?. ამის დანახვის შემდეგ, რუსეთის ელჩი ვორონცოვი გაკვირვებული კითხულობდა – განა რა რელიკვიას წარმოადგენდა ეს საათი, ამ უბედურების ჟამს დედამისი მის მოძიებას რომ მოითხოვსო? საქმე იმაში იყო, რომ შვეიცარიელი ბანკირები მათ მსხვილ კლიენტებს სამახსოვროდ საათს უძღვნიან, რომლის უკანა სარქველზე ანგარიშის ნომერი და კოდია ამოტვიფრული. ასე რომ დედა შვილის დაკარგვის მომენტშიც მისი ქონების ბედზე ფიქრობდა. მე–19 საუკუნეში ასტრახანის ცენტრში ჭა ამოთხარეს. იქიდან აალებადი გაზი ამოვიდა. შეშინებულებმა ჭა შემოღობეს და დარაჯიც დაუყენეს, რომელიც კარგა ხანს მასზე საჭმელებს ამზადებდა. ნორვეგიის ქალაქ ბერგენში საცხოვრებელი სახლების კარებზე გვართან ერთად მცირეწლოვანი ბავშვების დედების სურათებიცაა გამოკრული – დაკარგულმა ბავშვებმა რომ სახლი ადვილად მიაგნონ. 1968 წ. მეხიკოს ოლომპიადაზე ამერიკელმა ბობი ბიმონმა საილაში სიგრძეზე ხტომაში 8 მეტრსა და 90 სმ–ზე გადახტა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. როცა ეს ციფრები ტაბლოზე გამოისახა, სტადიონს ოვაციამ გადაუარა. თვითონ ბობი კი გაოგნებული იდგა, რადგან წარმოდგენა არ ჰქონდა მეტრულ სისტემაზე და ვერ ხვდებოდა, რომ მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ამერიკელი ინდიელების ტატუირებად თავსაბურავის შემამკობელი ფრთების ნაირსახეობა მათი ამა თუ იმ ტომის კუთვნილებაზე მიგვანიშნებს. კაამბერის ტომის ქალები წელს ქვემოთ მუხლებამდე ძნელადმოსაშორებელ სხვადასხვა ფერის მცენარეულ საღებავს ისვამენ. ეს მათი ეჭვიანი ქმრების მოთხოვნაა, მათი ცოლების შემაცდენლები, რომ ამოიცნონ. ესპანურად კოსტა რიკა მდიდარ სანაპიროს ნიშნავს. ეს სახელი ქვეყანას კოლუმბმა შეარქვა, რადგან ადგილობრივებს მრავალრიცხოვანი ოქროს სამკაული ჰქონდათ. არადა კოსტა რიკა კოლუმბის აღმოჩენილი მიწებიდან ერთ–ერთი ყველაზე ღარიბი იყო და ადგილობრივებს ოქრო პერუს მთებიდან ჰქონდათ ჩამოტანილი.
| |
|
სულ კომენტარები: 0 | |