მთავარი » 2012 » აპრილი » 20 » მამაკაცის ღალატის ზოგიერთი მიზეზები და 3 ოქროს წესი.
10:57 PM
მამაკაცის ღალატის ზოგიერთი მიზეზები და 3 ოქროს წესი.
         აქართველო მსოფლიო რეიტინგით ლიდერია მამაკაცთა მიერ ცოლის ღალატის საქმეში. ამის მიზეზი კი, ხშირ შემთხვევაში, სწორედ რომ ქალბატონები არიან.
         ქალთა დიდი კატეგორია ქორწინებამდე, ან უბრალოდ ოფიციალური ურთიერთობის დაწყებამდე ისეთი მაკიაჟით, მოვლილი გარეგნობითა და მორთულობით იწონებენ თავს, რომ მოდელებსაც კი გაუწევენ მეტოქეობას. ამასთან ამ პერიოდში ისინი უაღრესად ნაზი, თბილი მოსიყვარულე და მზრუნველნი არიან. სიტუაცია იცვლება, როცა ქალი თავს "ბუდეში" გრძნობს. ასეთი ქალბატონები საუკეთესო შემთხვევაში მხოლოდ საზოგადოებაში გასვლის დროს არიან ძველ ფორმაში, ხოლო სახლში მუდამ მოუვლელნი, გაცვეთილ ხალათსა და ჩუსტებში დააბოტებენ ოთახებში, შუადღემდე პირდაუბანელნი, მთქნარებით სხედან ტელევიზორთან და ქმარს თითქმის ვეღარ ამჩნევენ და შვილებზე თუ იზრუნეს, ამასაც ამადლიან. მართალია კაცი ძლიერი სქესის წარმომადგენლად ითვლება, მაგრამ რეალურად კაცები ქალებზე სათუთი და მგრძნობიაერე არსებები არიან, ამიტომ ქალის ასე ქცევის შემხედვარე, მათში შექმნილი საკუთარი ქალბატონის იმიჯი იმსხვრევა და ის ახალი მყუდრო ბინის ძებნას იწყებს.
             ა) თუ ასეთი ქალბატონების რიგში აღმოჩნდებით, ერთხელაც აღმოაჩენთ რომ თქვენი მამაკაცი, მომხიბვლელ ახალგაზრდა გოგონებს  თვალს აყოლებს, ლამაზმანების ფოტოსურათებიან ჟურნალებს ათვალიერებს ან პორნოფილმებს ინტერესით უყურებს. მართალია მამაკაცები თავისი ბუნებით პოლიგამიები არიან, მაგრამ საქმე მხოლოდ ამაში როდია. უბრალოდ, ქალებისაგან განსხვავებით, რომლებსაც "ყურებით უყვართ", მამაკაცებს "თვალებით უყვართ". ასეთია მათი ფსიქიკის თავისებურება. პირველ რიგში, მამაკაცს ვიზუალური გამაღიზიანებელი აღაგზნებს, ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ მისი მზერა და ინტერესი შესატყვისი ჟურნალებისა და ფილმების მიმართ შეიძლება იმის სიგნალია, რომ დროა, ყურადღებით დააკვირდეთ თავს და იმაზე იფიქროთ, საკმარისად მიმზიდველი ხართ თუ არა თქვენი პარტნიორისთვის.
             ბ) თუ მამაკცის განზე გახედვა პირველი სიგნალია, მას მოჰყვება მეორე სიგნალი, რომელიც უფრო საგანგაშოა – თქვენდამი მისი სიცივე და ლტოლვის გაქრობა. სამზარეულოში ტრიალისას "სულაც არ არის აუცილებელი" გაცრეცილი ჯინსის შარვალი და  უშნო სვიტერი გეცვათ და მითუმეტეს ოფლის სუნი აგდიოდეთ(ეს უკვე კატასტროფაა). ამასთან ლამაზი საცვლები არამხოლოდ იმისათვის არსებობს, რომ ექიმთან ვიზიტის დროს გეცვათ. თუ თქვენი მამაკაცი ყოველ საღამოს გასული საუკუნის 50–იანი წლების ნიმუშების საცვლებში გიხილავთ, თქვენდამი ყოველგვარ ლტოლვას დაკარგავს. დასაწყისში ამჯობინებს, ჟურნალებში მაქმანებიან ბიუსჰალტერებსა და ლამაზ ბიკინებში თავმომწონე ქალიშვილების ცქერით დატკბეს, შემდეგ კი საქმეზე გადავა და ... გახსოვდეთ მამაკაცებს ქალები არამარტო ლამაზი და განუმეორებელი სულის გამო უყვართ, არამედ მათი სუფთა, არომატული სხეულის, გემოვნებით შერჩეული ლამაზი "ჩვრების" გამოც, რომლებიც მანდილოსნის სხეულის ღირსებებს გამოკვეთს და ნაკლოვანებებს ფარავს.
                გ) არ გახადოთ მამაკაცი თქვენი კოსმეტიკური პროცედურების მოწმე. სულაც არ არის აუცილებელი, დაინახოს, როგორ იპარსავთ ფეხებს, წარბების შეღებვის დროს როგორ უშნოდ იმანჭებით. ქალის სახეზე კოსმეტიკური თიხა  და ნიღაბი ყველაზე ნაკლებად მგრძნობიარე მამაკაცებსაც კი შეაძრწუნებს. გალამაზების პროცესი, უმჯობესია, საოდუმლოდ შეინახოთ და მხოლოდ მისი შედეგის დემონსტრირება მოახდინოთ.
         
ნანახია: 1268 | დაამატა: Ucha | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: