მთავარი » 2012 » აპრილი » 9 » მამაკაცებმა ქალებს აუცილებლად უნდა დაუმალონ...
5:44 PM
მამაკაცებმა ქალებს აუცილებლად უნდა დაუმალონ...

    ურთიერთობებში აბსოლიტური გულახდილობა ჰარმონიულობის საწინდარია, თუმცა მამაკაცმა საიდუმლოდ რაღაც მაინც უნდა დაიტოვოს, მით უმეტეს, თუ მისი გამოჟღავნებით პარტნიორთან ურთიერთობა დაეძაბება. ფსიქოლოგები ასხელებენ 10 ასეთ შემთხვევას:

1. ტყუილი – არავითარ შემთხვევაში არ გამოუტყდეთ ქალს რომ მოატყუეთ. მან შეიძლება გაპატიოთ, მაგრამ აღარასოდეს დაგიჯერებთ. როგორც წესი, ქალებს გულუბრყვილო ტყუილის გამოც მამაკაცის ნდობა ეკარგებათ. რა თქმა უნდა სიცრუით ცხოვრება მიზანშეწონილი არა არის, მაგრამ თუ შეცდებით და საყვარელ ქალს გააცურებთ, ამას ნუღარ მოინანიებთ.

2. ბიზნესდეტალები – რაც უფრო მეტად გააცნობიერებთ საყვარელ ქალს თქვენს ბიზნესსა და საქმიანობაში, მით უფრო მეტად ჩაყოფს ცხვირს თქვენს საქმიან ცხოვრებაში. სუსტი სქესის წარმომადგენელს ყოველთვის აქვს მამაკაცის საქმიან ცხოვრებაში ჩარევისა და გადაწყვეტილების მიღების სურვილი. ასე რომ თუ სახლში ზედმეტი პრობლემები არ გინდათ. ჩუმად იყავით.

3. ოჯახური საიდუმლოებები – ნუ გაანდობთ საყვარელ ქალს მათ. დაუმალეთ ისიც, რომ მამასთან, დედასთან ან დედმამიშვილთან კონფლიქტური სიტუაციები გაქვთ. თუ თქვენმა ქალბატონმა ეს საიდუმლოებები გაიგო, თქვენი ნათესავების მიმართ ნეგატიურად განეწყობა.

4. წარმოდგენა იდეალზე – თუ გრძელფეხება, ქერათმიანი, ან დიდმკერდიანი და თეძოსავსე ქალები მოგწონთ, ეს კრიტერიუმები თქვენთვის შეინახეთ. ვიდრე ამა თუ იმ ქალთან ცხოვრებას გადაწყვეტთ, გაქვთ არჩევანის უფლება, მაგრამ მერე შავგრემან ქალთან ქერთმიანების მიმართ დიდ სიყვარულს ნუ გამოხატავთ.

5. შეცდომები – ნათქვამია, ადამიანი საკუთარ შეცდომებზე სწავლობსო. ეს მართალია, მაგრამ ამაზე არ უნდა იყვიროთ. პირი მაგრად მოკუმეთ. ძალიან მცირეა იმის ალბათობა, მეგობარ გოგონას მოეწონოს თქვენი აღიარება იმის შესახებ, რომ სამსახურიდან უფროსმა მის მდივანთან გაარშიყების გამო დაგითხოვათ და ასე შემდეგ.

6. დონ ჟუანის სია – თუ გაქვთ ბლოკნოტი, სადაც ყველა იმ ქალის კოორდინატია ჩამოწერილი, რომლებთანაც ურთიერთობა გქონიათ ან მომვალში აპირებთ, მაშინ ყველანაირად ეცადეთ, რომ მისი გადაფურცვლა თქვენმა მეგობარმა გოგონამ ვერ შესძლოს. ამისთვის არსებობს სეიფი, კოდირებული და უჩინარი ფაილი კომპიუტერში და ა.შ. ერიდეთ წიგნაკში ისეთ ჩანაწერს, როგორიცაა "ლენაჩკა სუპერქალია".

7. ეროტიკული ლიტერატურა – მართალია, სექსოლოგები წინააღმდეგნი არ არიან, მამაკაცები ეროტიკულ ლიტერატურას გაეცნონ, მაგრამ ქალები ასეთ მამაკაცს სექსუალურად დაუკმაყოფილებლად აღიქვამს. თუ მეგობარ ქალთან საკუთარ აზრებს გამოთქვამთ სექსუალურ თემაზე გამოქვყნებული სტატიის გამო, მისი შესაძლო აღშფოთება სამართლიანი იქნება. დროა თქვენი ერო ლიტერატურა ბუხარში ან სეიფში გაუშვათ.

8. ფინანსები – საყვარელმა ქალმა არ უნდა იცოდეს თქვენი კომერციული საიდუმლოებები – საბანკო ანგარიშები, წილები საქმეებში, საკრედიტო და საანაბრო ბარათების კოდები. ქალი, რაც უფრო გათვითცნობიერებულია ფინანსურ საქმიანობაში, მით უფრო პრეტენზიული და მომთხოვნი ხდება ძვირფასი ნივთების მიმართ. თანაც ქმარი ხშირად აღმოაჩენს, რომ საბანკო ბარათზე თანხა აღარ აქვს. სიტუაცია მას შემდეგ მწვავდება, თუ აღმოაჩინა, რომ იმდენი შემოსავალი არ გაქვთ, რამდენიც მას წარმოუდგენია.

9. მეგობრული საიდუმლოებები – მეგობრებთან საუბრისა და საქმიანობის სფერო თქვენმა ქალბატონმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიგოს. ქალები, რატომღაც, ინტერესდებიან სუფთა მამაკაცური საიდუმლოებებით, ამიტომაც არ გაგიკვირდეთ, თუ იგი ხშირად დაგისვამთ კითხვას, როგორ გაატარეთ მეგობრებთან დრო და რაზეც ისაუბრეთ. ის რაც ქალმა იცის, ადრე თუ გვიან ნახევარი ქვეყანა გაიგებს. ამასთან არავითარ შემთხვევაში არ წამოგცდეთ, რომ მეგობრები ქალებში უთქვენოთ გართნენ.

10. გამოცდილება – თუ მერამდენეთ იქორწინეთ ან მრავალი საყვარელი გყოლიათ და მექალთანეს სახელი გაქვთ, პარტნიორ ქალთან ნუ დაიწყებთ საკუთარ გამოცდილებაზე საუბარს. არავითარ შემთხვევაში არ გაიხსენოთ წინა ქალი, მით უმეტეს, თავი შეიკავეთ მისი სექსუალობის შეფასებისგან. ნუარსოდეს ეტყვით მას, რომ მასზე გამოცდილი ხართ, რადგან ქალს ყველაზე ბრძენ არსებად მიიჩნევენ.
ნანახია: 1199 | დაამატა: Ucha | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: