მთავარი » 2012 » მაისი » 18 » ლამაზი წამი ; ჩემი სურვილი; ოქროსფერი თმები. (ავტორი დეა გოშხეთელიანი)
6:09 PM
ლამაზი წამი ; ჩემი სურვილი; ოქროსფერი თმები. (ავტორი დეა გოშხეთელიანი)

            ყველას ოცნება უხაროდა... თამაში ფერთა,

          მაგრამ ვინ იცის რომ ფერები ბევრჯერ გათავდა...

          გულსაც რომ უკვე შემოაწვა სიცოცხლის სევდა,

          დაწყებულიც რომ ძალიან ბევრჯერ მალე დამთავრდა.


          ღიმილი უყვართ, მაგრამ ის ხომ შეცვალა ცრემლმა,

          ცრემლმა ,რომელიც მომაკვდავმა გულმა დაღვარა...

          ნუღა ინატრებთ, რომ დასაწყისს სასრული ერქვას,

          რადგან ის ბევრჯერ სიყვარულთან მწარედ დამარცხდა.


          ცხოვრება არის ერთჯერად - ინება ღმერთმა,

          ის ხომ გვიმზადებს უკვდავების ფართო დასაბამს...

          არ თქვათ რომ ზეცის მკვეთრი შუქი მიირთვა ბნელმა,

          არ თქვათ რომ სითბო... და სიკეთე ავმა დაფარა.


          სადღაც, სიღრმეში ვიღაცის ხმაც კი ითხოვდა შველას,

          ალბათ მის გულსაც ნუგეში და სითბო დააკლდა...

          დასახმარებლად კი ვერავინ ბედავდა შესვლას,

          ყველა ამბობდა: "მისი გული ხომ წარსულს ჩაბარდა.."


          ტკივილი, ცრემლი, თუნდაც ცოტაც კი იგრძნობა ბევრად,

          თავსაც ხომ ქარმა ბევრი ფიქრი უკვე წაართვა...

          რატომ? ამას ვერავინ ვერ ახსნის... ვერა!

          და ჩაძიებას ამ კითხვებში აზრიც აღარ აქვს.


          დაე ოცნებამ იოცნებოს... დაიპყროს ყველა,

          დაე ფიქრებმა არ დაგვტოვოს გრძნობების ამარა,

          დაე ფერებმა ითამაშონ, დახატონ ზეცა...

          და ამ ყველაფერს უბრალოდ ლამაზი წამი დავარქვათ!..

  

                                ჩემი სურვილი


        დაიწყო? - დამთავრდა, ისევ სიცრუე... ისევ ტყუილი!

        რა იყო? - გათავდა, სანუგეშებლად რჩება დუმილი...

        ტკივილი? გამრავლდა... გამუქდა, გაშავდა, ჩაქრა შუქ-ჩრდილი,

        გული დავარდა... გული აჩქარდა სითბოს წყურვილით.


        იცი? გამაგრდა, უფრო გამძლავრდა ფიქრის სურვილი...

        და ვერ დამარცხდა, სევდასაც აჰყვა მკაცრი ტყუილი...

        იცი? მკრთალდება სიხარული მკვდარი სულივით..

        ნუთუ სხვა გულიც იტანჯება ჩემი გულივით.


        მე ხომ მაქვს აწმყო, ჩემი ბილიკი რომელზეც სულ ვივლი,

        პატარა გული, უსულო სული, მე მათ ვუვლიდი...

        მე სულ ოცნებას მივყვებოდი, და მას ვუცდიდი,

        ბედნიერება, აი რა არის ჩემი სურვილი.


        არავითარი ცრემლის ღვრა და მუქი შუქ-ჩრდილი,

        მუდამ მომავალს ემუქრება, მუდამ, სულ შიში...

        აღარ მინდა რომ არსებობდეს ყალბი ტყუილი!

        ბედნიერება - აი რა არის ჩემი სურვილი....   


                       ოქროსფერი თმები


        მე ის წვიმა მესიზმრება... რომ ეძახდა გული...

       დამისველა წვიმის წვეთმა ოქროსფერი თმები...

       ღრუბლიანი დღე რომ იყო... რაღაც დაბურული..

       მესიზმრება ყოველ ღამეს... რატომ? მე ვერ ვხვდები..


        შენ ხომ გიყვარს მოფარფატე ჩემი თმების სუნი...

        ჩემში გივყვარს ლამაზი და ოქროსფერი თმები...

        ვიცი შენ მე შეგიყვარდი ერთი ამოსუნთქვით...

        მერე თავიც შემაყვარე... დაიმკვიდრე ჩემში...


        იცი? იმ დღეს მე საოცრად ამიჩქარდა გული...

        წვიმა ცრიდა... მიიტაცა მზის სხივების ფერი...

        ვიცი წვიმას გაუჭირდა..ყოფილიყო ჩუმი,

        სწორედ მან ხომ დამიმალა... დამიმალა ცრემლი..


        ფანტასტიკით აღფრთოვანდა დაცემული სული,

        შეუყვარდა პაწაწინა..ერთი წვიმის წვეთი...

        გაგულისდა მომხიბვლელი ნაზი გაზაფხულიც,

        მოენატრა სიკეკლუცე...დაიღალა ძებნით..


        მესიზმრება ისევ წვიმა.. რომ უხმობდა გული,

        ისევ მახსოვს ის დღე... წუთი, წამი, ყველაფერი...

        წვიმის ცრემლით დამსხვრეული ფაიფურის გულიც,

        წვიმის ცრემლით გაყინული, გაყინული ხელი.


         იმ დღეს მახსოვს მე ვიყავი შენზე გაბუტული,

         უხმოდაც რომ შემოგხედე თითქოს მკაცრი მზერით,

         რომ გამიჩნდა ყველაფერზე თითქოს სინანული,

         როცა ისევ ის ფერები დავინახე შენში.


         ის დღე იყო ჩემთვის რაღაც არანორმალური,

         და ამ უცხო აღტაცებას გავიხსენებ... გეტყვი...

         ჯერ კიდევ მე იმ წვეთების მესმის წკაპა-წკუპი,

         მან ხომ ჩემში შეგაყვარა ოქროსფერი თმები..


         წვიმამ შენთან დამინახა... შეაჩერა წუთი,

         მიმახვედრა, რომ მიყვარდი მთელი გულისძგერით..

         მახსენდება ეს წვეთები, მათი ჟრიამულიც,

         დამისველა წვიმის წვეთმა ოქროსფერი თმები...


ნანახია: 1045 | დაამატა: Ucha | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: