მთავარი » 2012 » მაისი » 10 » ქალი (უცნობი ავტორი)
10:44 PM
ქალი (უცნობი ავტორი)
თუკი ეულად  იგრძენი თავი,

თუ გულში ისევ გაივლე სევდა,

გახსოვდეს ქვეყნად, რომ არის ის ერთი ქალი

შენ რომ უყვარხარ ყველაზე მეტად.

 

თუ დაუბერა სამხრეთის ქარმა,

თუ იალქნები დაგიცვდა ზღვაში,

არ დაივიწყო, რომ ერთმა ქალმა

შენ არასოდეს გაგცვალა სხვაში,

 

თუ ბედისწერას მიაყრი ფარ-ხმალს,

იღბალს ტყუილით აუვსებ თვალებს,

ქალი არასდროს გატეხავს მარხვას,

ქალი ყოველთვის დაგინთებს სანთელს.

 

თუ მიგატოვა ერთგულმა მუზამ,

თუ საბოოლოდ დაკარგავ იმედს.

ის გაიხსენე, ის ვისი სუნთქვაც

ისევ ჰაერით აგივსებს ფილტვებს,

 

მაშინ დაგტოვებს ყოველი სევდა,

მაშინ ჩაქრება სამხრეთის ქარი

და შენც მიხვდები მაღალმა ღმერთმა

შენთვის რომ შექმნა ის ერთი ქალი..

ნანახია: 1039 | დაამატა: Ucha | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 elene  
0
miyvaars es leqsii ..:) esetebi vart qalebi ..:)

სახელი *:
Email *:
კოდი *: