მთავარი » 2012 » აპრილი » 10 » იდიოტური ძარცვის ისტორიები.
11:47 PM
იდიოტური ძარცვის ისტორიები.
''გულწრფელი დამნაშავე"

         22 წლის ამერიკელი შონი მაღაზიაში შეიჭრა და მოლარეს მთელი დღის ნავაჭრი ადვილად წაართვა. გამოსვლისას თვალი მოჰკრა დახლზე დადებულ ძვირადღირებულ შოტლანდიურ ვისკის და მოითხოვა. მოლარეს ეჭვი ჰქონდა , რომ დამნაშავე არასრულწლოვანი იყო, ამიტომ შონს მიუგო, რომ არ ჰქონდა არასრულწლოვანზე ალკოჰოლის გაცემის უფლება(აშშ–ში ალკოჰოლის გაცემა 21 წლიდან შეიძლება). შონმა ჯერ სიტყით სცადა დარწმუნება მის სრულწლოვანებაში, შემდეგ კი გაბრაზებულმა გამყიდველს მართვის მოწმობა ააფარა შუბლზე, სადაც მისი კოორდინატები გარკვევით ეწერა. გამყიდველმა ყველაფერი პოლიციას შეატყობინა და სულ   შონი 2 დღეში დააპატიმრეს.

დაბნეული და მძარცველები

        საფრანგეთის პატარა ქალაქში 3–მა იდიოტმა მძარცველმა ბანკის გაძარცვა გადაწყვიტა. ბიჭები ისე სწრაფად გაქანდნენ ბანკისკენ, რომ შენობის
შესასვლელ მბრუნავ კარებში გაეჭედნენ. 5 წუთიანი წვალების შემდეგ, შესძლეს კარის "ტყვეობიდან" თავის დაღწევა და გაქცევა. მეორე ჯერზე მძარცველებმა კარი გაიარეს და სალარომდე მივიდნენ, სადაც ხმამაღლა მოითხოვეს 100000 ფრანკი, მაგრამ პასუხად იქ შეკრებილი ხალხის გულიანი სიცილი მიიღეს. დაბნეულმა დამნაშავეებმა სწრაფად შეცვალეს მოთხოვნა. "მცირე ვაჭრობის" შემდეგ ისინი 1000 ფრანკზეც თანახმა იყვნენ, მაგრამ მათდა გულის გასახეთქად არ წყდებოდა ხალხის სიცილი. აღშფოთებული ბანდის მეთაური მოლარისკენ გაექანა და შუშის მაგიდაზე შეხტა. მაგიდამ ვერ გაუძლო, ჩატყდა და მძარცველმა ფეხი მოიტეხა. დანარჩენმა 2–მა გაქცევა განიზრახა, მაგრამ ისევ მბრუნავ კარებში გაეჭედნენ. იქიდან კი, ისინი პოლიციამ გამოიყვანა.

საუკუნის კოცონი

        1991 წელს 6-მა ბრიტანელმა მძარცველმა, რომლებსაც ამ საქმეში არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა, გადაწყვიტა დაეყაჩაღებინათ ინკასატორის მანქანა, რომელსაც 12 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაჰქონდა. მათ განაიარაღეს დაცვა, გაიტაცეს მანქანა და ტყეში შეიყვანეს, სადაც დაიწყეს მისი შემადუღებელით დაშლა ფულის გამოსატანად. ამ დროს მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, რომლის შედეგად მთელი ფული დაიწვა და მძარცველებმაც ძლიერი დამწვრობა მიიღეს. დამნაშავეებმა, რომლებმაც ყველაზე ძვირადღირებული კოცონი დაანთეს, მალე საავადმყოფოს მიაკითხეს სადაც პოლიციამ აიყვანა და ციხისკენ წააცუნცულა.

გამოუსწორებელი უიღბლო.

         ნიუჯერსელ ფრენსისს ელექრტომაღაზიის ძარცვისთვის სასამართლომ 9600 დოლარის ჯარიმა მიუსაჯა. მეორე დღეს იგი ბანკში შევიდა, რათა ეს თანხა სასამართლოსთვის გადაერიცხა და მოლარეს ყალბი ჩეკი წარუდგინა. მოულოდნელად ბანკში ის ადამიანი აღმოჩნდა, რომლის ხელმოწერაც ფრენსისმა ჩეკზე გააყალბა. პოლიციამ უიღბლო მძარცველი ადგილზე დააკავა. ფრენსისი ამჯერად ციხეს ვეღარ ასცდა.

3 ჭკვიანი იდიოტი.

         კალიფორნიაში ერთ-ერთი ქარხნის 3-მმა თანამშრომელმა გადაწყვიტა ბანკი გაეძარცვა და ამისთვის საუკეთესო დროდ 1 საათიანი სამუშაო შესვენება შეარჩიეს, რათა კვალი ადვილად დაეფარათ. მეგობრებმა გეგმა მშვენივრად შეასრულეს, თუმცა პოლიციამ ისინი მალევე დააპატიმრა. აღმოჩნდა, რომ სამეულს მკერდიდან საკუთარი პირადობის დამადასტურებელი საშვების მოხსნა დავიწყებოდათ, ხოლო სახე საგულდაგულოდ ჰქონდათ დამალული. ვიდეოკამერებმა კი მათი საბუთები დააფიქსირა და...

უბრალოდ იდიოტი

          სანფრანცისკოელმა პოლმა ოცნებების ახდენა ბანკის გაძარცვით მოინდომა, შეიარაღებული შევიდა ბანკში, ბლანკზე საკუთარი მოთხოვნები დაწერა და მოლარესთან რიგში დადგა. ამ დროს აღმოაჩინა, რომ იმ ადგილზე სადაც ბლანკი შეავსო, ვიდეოკამერა იყო დამონტაჟებული. დაპატიმრების შიშით პოლმა ბანკი დატოვა და გზის მეორე მხარეს მდებარე ბანკში სცადა თავისი განზრახვის ასრულება. მოლარე მიხვდა, რომ მძარცველი საქმეში ძალიან გამოუცდელი იყო და თავაზიანად უთხრა - სხვა ბანკის ბლანკით ფულს ვერ მოგცემთო. სანამ სრულიად დაბნეული პოლი ახალ გეგმას მოიფიქრებდა, მანამ ის პოლიციამ დააკავა.

ყველაზე უიღბლო მძარცველი

          არიზონელმა რობინ ჯასპერმა სისხლის ბანკის გაძარცვა გადაწყვიტა და პარასკევს ღამით დაცარიელებულ შენობაში(ბანკი პარასკევიდან ორშაბათამდე ისვენებდა) საჰაერო მილიდან შეიპარა, მაგრამ მილი ძალიან ვიწრო აღმოჩნდა და რობინმა პირდაპირ უფროსის ოფისში მოადინა ზღართანი. მოგვიანებით იგი ტკივილისგან გონდაკარგული იპოვეს. როდესაც ბანკის უფროსმა გაიგო, რომ მიღებული ტრამვის გამო რობინმა შვილის ყოლის შესაძლებლობა დაკარგა საჩივარი გამოიტანა, ამაზე დიდი სასჯელი ვერც კი წარმომიდგენიაო.
ნანახია: 1149 | დაამატა: Ucha | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 tamy  
0
sacxalebi,schemezodnen xo izi:)))))

სახელი *:
Email *:
კოდი *: