0:22 AM ბრძნული აზრები მეგობრობის შესახებ. | |
1. რაც შენმა მტერმა არ უნდა იცოდეს, იმას მეგობარსაც ნუ გაანდობ, რადგან დაკარგული მეგობარი ორმაგი მტერია. 2. ვინც ფიქრობს არავინ მჭირდებაო - ცდება, ვინც ფიქრობს სხვები უჩემოდ ვერ გაძლებენო უარესად ცდება. 3. გიყვარდეს ის მეგობარი,
რომელიც გირჩევს და არა გაქებს. 4. არ დაელაპარაკო მეგობარს, რომელიც დალაპარაკების ღირსია, ამ ადამიანის დაკარგვას ნიშნავს. ხოლო საუბარი იმასთან, ვინც ამის ღირსი არ არის, სიტყვების ფუჭი ფლანგვაა. 5. ერთი უჭკუო მეგობარი ისეთ რამეს გაუკეთებს მეგობარს,
100 მტერი რომ ვერ დაუშავებდა. 6. ერთგული და ჭკვიანი მეგობარი მანამ არ მოგასვენებს, სანამ შეცდომას არ გამოასწორებ. 7. როდესაც მეგობრები გვატყუებენ, ჩვენ შეგვიძლია, გულგრილნი დავრჩეთ მათი მეგობრობის ყოველგვარი გამოვლინების მიმართ, მაგრამ უბედურებაში უთუოდ უნდა ვუთანაგრძნოთ მათ. 8. "ბატონი" და "მონა" ვერასოდეს დამეგობრდებიან, რადგან მეგობრობას თანასწორობა უყვარს. 9. იყო ყველას მეგობარი, ან საერთოდ არ გყავდეს მეგობარი, ეს ერთი და იგივეა. 10. არასოდეს გახდე იმ ადამიანის მეგობარი, ვისი პატივისცემაც არ შეგიძლია. 11. ნუღარასოდეს ენდობი იმ მეგობარს, რომელმაც ერთხელ უკვე გიღალატა. 12. ის ვისაც სურს, ცოცხალი ღმერთის ნახვა, საკუთარ თავში კი არ უნდა ეძებდეს მას, არამედ წრფელ ადამიანურ სიყვარულში. 13. თუ იმას ვერ ამჩნევ, როგორ გაუცივდათ გული მეგობრებს შენს მიმართ, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მათ მეგობრობას არ აფასებ. 14. მე არ მჭირდება ისეთი მეგობარი, რომელიც ჩემს ყოველ მოძრაობას იმეორებს, ამას ჩემი ჩრდილი გაცილებით უკეთ აკეთებს. 15. ერთი გონიერი მეგობრის ყოლა სჯობს, ბევრ უგუნურთან მეგობრობას. 16. თითოეული წყენის გამო არ შეიზლება მეგობრობაზე გაბრაზდე და უარყო ის. 17. სჯობს გადაწყვიტო კამათი მტრებს შორის, ვიდრე შენს მეგობრებს შორის, ვინაიდან პირველ შემთხვევაში, მტერს მეგობრად აქცევთ, მეორე შემთხვევაში კი, მტერს იძენთ. 18. შეიყვარე თუნდაც ყველა, მაგრამ ყველას ნუ ენდობი. 19. თუ გსურთ, მტრები გაიჩინოთ, აჯობეთ მეგობრებს, მაგრამ თუ მტრის ყოლა არ გინდათ, მიეცით საშუალება მეგობრებს თქვენ გაჯობოთ.. | |
|
სულ კომენტარები: 4 | |||||
| |||||