მთავარი » 2012 » ივნისი » 20 » ზღვა ჩვენთვის ღელავს.
4:53 PM
ზღვა ჩვენთვის ღელავს.

            თენდება... მზის სხივები ანათებს ღამის სიბნელეს. მზიდან წამოსული ერთი სხივი, იქვე კლდის პირას  პატარა, უსუსურ იას ეცემა და აღვიძებს. მეორე სხივი ეცემა ხეებს, მინდვრებს, წყლებს... - და ასე თითოეული სხივი აღვიძებს ბუნებას. დილა ყოველთვის სiცოცხლით აღსავსეა. ყოველ დღეს კი იმედი მოაქვს. დღევანდელი დღე უფრო მშვიდობიანია ვიდრე გუშინდელი, მაგრამ ხვალ კიდევ უფრო ლამაზი და ნათელი იქნება. საუბრობს მზე და ბუნება დიდი სიშორიდან:

- გამარჯობა მზეო!

- გაგიმარჯობს ბუნებავ!

- სალამი ახალ და ნათელ დღეს, მშვიდობის დღეს, იმედი დღეს! საოცარი რამაა დილით მზის ამოსვლის შეხვედრა და იცი რატომ? იმიტომ, რომ შენთვის ეს დილა გათენდა! შენ ამ დღეს იცოცლებ, შენ კიდევ შეგეძლება მოეფერო და მოესიყვარულო ჩვენს სამშობლოს-საქართველოს, ჩვენს მრავალტანჯულ ქვეყანას.

           ყოველთვის გვიტევდნენ და გვებრძოდნენ, ჩვენც არ ვნებდებოდით, ღირსებას ვიცავდით! ერთი ტკივილი უკვე 17 წელია ცრემლად, მოგონებად, აუხდენელ ოცნებად, ფიქრად, მონატრებად გვექცა..- ეს აფხაზეთია! იცით? მე მესმის მისი ზღვის ტალღების ხმა, ის ზღვა ჩვენთვის ღელავს! მისი ცა, ჰაერი, მიწა, ტაძრები, ქუჩები, ბუნება დაგვაკარგვინეს! ყველას და ყველფერს შორიდან ხელს ვხვევთ და ვეფერებით.. ორ მოძმე ერს ქართველებსა და აფხაზებს ერთმანეთში შუღლი ჩამოგვიგდეს და ჩვენც ბრმად ერთმანეთს სულში ჩავაფურთხეთ, ვიღაცის დაწერილ "სცენარში" კარგად ვითამაშეთ, უშეცდომოდ, ერთმანეთი არ დავინდეთ. კიოდა აფხაზეთი! კიოდა სოხუმი, გუდაუთა, გაგრა, გალი, ოჩამჩირე ! ყვიროდა ქართველი და აფხაზი, ოღონდ არა ერთად ცალ-ცალკე. სისხლიანი იყო მისი ქუჩები, ტყვიები ცვიოდა, უსამართლობა ამაყად დადიოდა ქუჩაში და უხაროდა, იძახდა : - "შეხედეთ რა დავმართე ამათო!", -და მერე გულიანად ხარხარებდა. ის დიდი ქვეყანა  მხიარულობდა...17 წელი დევნილობაში, ტკივილში, ტანჯვაში, ცრემლში! სისხლი, გვამები, ტყვიები! მამები, შვილები, ცოლები, ქმრები, ახლობლები და... და დედები! შვილმკვდარი დედები, შავით შემოსილი დედები! რატომ გვიქციეთ დიდი ქვეყნის შვილებო  ბედნიერება - უბედურებად, მეგობრობა-მტრობად, სიცოცხლე-სიკვდილად ?! რატომ აგვიკვნსეთ და აგვიტირეთ ჩვენი საქართველო?! ღმერთო... კიდევ როდემდის, როდემდის იდინოს ქართველის ცრემლმა მდინარედ ?... არ იცნობთ არა, დიდი ქვეყნის შვილებო, ქართველევბის ხასიათს? არ იცით, რომ დიდიც და პაატრაც, ქალიც და კაციც ყველანი ვიბრძოლებთ სამშობლოს დასაცავად! ქართველებმა და აფხაზებმა ვერ შევძელით ხელიხელგადახვეულები გამოვსულიყავით და გვეთქვა : - "დამშვიდდი სამშობლოვ, შენთან ვართ"!- რამდენი დედა დასტირის თავისი შვილის ჯერ კიდევ უპოვნელ, დაუმარხავ სხეულს ... ბიჭები! ჩვენი ღირსებისა და თავისუფლებისათვის მებრძოლი ბიჭები, რომლებიც იმის ღირსადაც კი არ ჩათვალეს, რომ მშობელ დედასთან თოჯინასავით ნაწილ-ნაწილ დაშლილი კი არა, ერთიანი თავიან-ფეხებიანად მიესვენებინათ! რამდენი ადამიანი მიდის თავისი ცოცხალი თუ გარდაცვლილი შვილების, ახლობლების, მშობლების, დებისა და ძმების მოსაძებნად, მიდიან ყველგან და ყველასთან და რამდენჯერ ბრუნდებიან უკან ... - მარტო!

მშვიდობით მოვალთ შენამდე...

        ტირის აფხაზეთი... გესმით მისი ლოცვის ხმა? იცით რას თხოვს უფალს? ჩვენს დაბრუნებას... სთხოვს, რომ ქართველი და აფხაზი ძველებურად მეგობრული და მოსიყვარულე ნახოს... აფხაზეთო, ჩვენო მიწავ... ჩვენო ოცნებავ!

     ვიცი, რომ კიდევ გაივლის დრო და ისევ მოგვგვრის მისი მოგონება ცრემლს, არაერთხელ ვნახავთ სიზმარში და ცხადში  მასზე ოცნებას გავაგრძელებთ...

მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ერთობით ჩვენ დავიბრუნებთ აფხაზეთს! 

     რა გვტკივა, რაზე ვოცნებობთ, ჩვენ, საკუთარი მიწიდან დევნილები? მასზე სანუკვარ აფხაზეთზე ახლოს, რომ გვყავს და შორიდან, რომ ვუცქერთ, მის ჰაერზე ასე, რომ გვჭირდება სუნთქვისთვის, რომ ვკოცნით, რომ ვეფერებით! მიყვარხარ აფხაზეთო! ტკივილამდე გვიყვარხარ ჩვენო საქართველო!

 ღვთისმშობელი შეგვეწევა, უფალი დაგვიფარავს, ლოცვითა და ვედრებით საქართველო გადარჩება, გამთლიანდება! სულ ცოტაც აფხაზეთო, სულ ცოტაც ჩვენ მალე მოვალთ!...

- და ისევ ის ბუნება და მზე შორიდან, რომ საუბრობს:

- გამარჯობა მზეო!

- გაგიმარჯოს ბუნებავ!

- დილამშვიდობისა ჩემო საქართველო!

... - და აი ისევ ის ზღვა, ის ტალღები, ამ ზღვის ტალღები ჩვენთვის, რომ ღელავს!


მომავლის სურათი


         ვგრძნობ უშენო სხეულს, რომლის სულიც შენტან დამრჩა. მტკივდები, მელანდები, მეჩრდილები... ჩემი თვალით ნანახი შენ. არაფერს მმატებს ეს დრო, რომელიც შენს გარეშე მიდის და მიდის. არ ვაძლევ ჩემს თავს იმის ფიქრის საშუალებას, რომ სამუდამოდ დაგკარგე თუმცა იმასაც ვხვდები, რომ ეს მანძილი ისევ არ ილევა. მე შენ ჩემს დიდ მონატრებას გეუბნები. მეფიქრები...ყოველ ახალ დღეს გასულზე უფრო მეტად. დაკარგულის ფასს ხომ უფრო გვიან ვხვდებით ხოლმე. ისევ არის ეს ცოცხალი კედელი და შენი სიმწარით სავსე თვალები, თუმცა მე შენ თუნდაც სიზმარში მეღიმილები. წარმოვიდგეგ, რომ თითქოს  ვდგავარ შენგან რამდენიმე ნაბიჯში და მეშინია.. როგორ შემხვდები?.. იქნებ შეიცვალე და ის აღარ ხარ რაც იყავი? იქნებ მე ვარ შეცვლილი... იქნებ გამიბრაზდი ამდენ ხანს რომ გალოდინე? ან იქნებ შენ ამომიწურე შენი ხილვის იმედი... იქნებ ისევ გაიხსენო ძველი წუხილი და სევდა ან ჩემს თვალებში ნახო დაუშრეტელი ცრემლი... იქნებ არ მიმიღო, არ შემომხედო, ვეღარ მიცნო... მაშინ რა ვქნა, გავბრუნდე? არა გაგახსენებ ჩემს თავს! ხმის კანკალით და ჩურჩულით გეუბნები:-”აი მოვედი”. შენ წინ ვდგავარ და არ მინდა მოვიდე კიდევ უფრო ახლოს, განა იმიტომ რომ არ მომენატრე, არა უბრალოდ, არ მინდა რომ ეს სიზმარი აღმოჩნდეს. იქნებ შენც ჩემსავით გიჭირს ახლა სიტყვის თქმა, მაგრამ მე ხომ შენი ვარ! ვიცი, მელი, როდის გადმოვდგამ ნაბიჯს და გეტყვი ”მოვედი!”იქნებ ისევ წარსულს იხსენებ და ისევ გტკივა? მეც მტკივა ჩვენი წარსული მაგრამ, მე შენი და ჩემი მომავლის მჯერა! ვდგავრ შენს წინაშე თავდახრილი და გელი! როდის მომიხმობ, როდის ჩამიხუტებ, როდის გამიღიმებ და მეტყვი ”გელოდი”.  ნეტავ, როდის ჩამჩურჩულებ შენს სიყვარულს, სითბოს.. ახლა ვდგავარ ენგურის ხიდთან და გხედავ იქით შენ ხარ! იქით ყველაფერი შენია! ვერ დაიტევს ეს გული და ფურცლები შენთვის სათქმელ სიტყვებს. ისე მეშინია შენს მიწაზე ფეხის დადგმის, შენი ჰაერის ჩასუნთქვის, არც შენ მოდიხარ და ვერც მე... ვერც, ვერც! ვდგავრ და ვტირი იმაზე მეტს ვიდრე მიტირია. ისე მინდა შენს მიწაზე იარების მოშუშება, შენს ზღვაზე მზის ჩასვლის ნახვა. მარტო ერთი რამე, ერთი მუჭა მიწა მინდა, რომ დავკოცნო, ჩავიხუტო, ვიგრძნო მასში გაჟღენთილი სისხლი, მასში ჩამარხული ძვლები, მასში ჩაქსოვილი შენზე ფიქრი.. რა ახლოს ხარ და რა შორიდან გიცქერ.. ნახე აფხაზეთო, როგორ მეკვეთება ფეხები, ხედავ, რომ ჩემში მთლიანად შენ ხარ? შენზე ფიქრია, მონატრებაა, სიყვარულია.. იგებ რომ ჩემი არსება გქვია?.. ჯერ წარული ხარ, აწმყო ცრემლია.. მომავალში კი იმედად მესახები! რაღაც მინდა გითხრა.. იცი? შენი დაბრუნება ჩვენი მომავლის სურათია, რომლის ხატვაც უკვე დავიწყეთ!


 ავტორი ნანა გეგეჭკორი. 18 წლის.

ნანახია: 1123 | დაამატა: Ucha | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: