მთავარი » 2012 » აპრილი » 27 » საქართველოს 2012 და 2011 წლების ბიუჯეტების ხარჯები. სამინისტროების დაფინანსება.
9:58 PM
საქართველოს 2012 და 2011 წლების ბიუჯეტების ხარჯები. სამინისტროების დაფინანსება.
      დააკვირდით თავდაცვის სამინისტროს 2008, 2009, 2010, 2011 და 2012 წლების ბიუჯეტებს და შემდეგ წაიკითხეთ ჩემი წერილი აგვისტოს ომის შესახებ.

        მთავრობამ პარლამენტს 2012 წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა, რომლის შემოსავლები 6.606 მლრდ ლარს, ხოლო ხარჯები – 6.131 მლრდ ლარს შეადგენს. წელს ბიუჯეტის შემოსავლები 6.304 მლრდ ლარით, ხოლო ხარჯები 5.966 მლრდ ლარით არის განსაზღვრული.
     მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში, გრანტების ოდენობა 206 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო ჯარიმებით, სანქციებითა და საურავებით მისაღები შემოსავლების სახით პროგნოზირებულია 100 მლნ ლარი.
     2012 წელს სამინისტროების დაფინანსება, ბიუჯეტის პროექტის თანახმად, შემდეგია:
1. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო– 1.722 მლრდ ლარი (2011 წ - 1.692 მლრდ ლარი);
2. თავდაცვის სამინისტრო – 690 მლნ ლარი (2011 წ - 660 მლნ ლარი; 2010 წ – 728 მლნ ლარი);
3. შინაგან საქმეთა სამინისტრო – 584 მლნ ლარი (2011 წ - 566 მლნ ლარი; 2010 წ – 549.2 მლნ ლარი);
4. ფინანსთა სამინისტრო  – 111.7 მლნ ლარი (2011 წ – 204.7 მლნ ლარი);
5. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 80.3 მლნ ლარი (2011 წ – 106.3 მლნ ლარი);
6. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 914.7 მლნ ლარი (2011 წ - 879.1 მლნ ლარი);
7. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო  – 369.3 მლნ ლარი (2011 წ - 216 მლნ ლარი);
8. იუსტიციის სამინისტრო – 74 მლნ ლარი (2011 წ - 70.7 მლნ ლარი);
9. სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო - 120 მლნ ლარი  (2011 წ - 106.5 მლნ ლარი);
10. საგარეო საქმეთა სამინისტრო – 76 მლნ ლარი (2011 წ – 73.2 მლნ ლარი);
11. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – 560 მლნ ლარი (2011 წ - 555 მლნ ლარი);
12. კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო – 55 მლნ ლარი (2011 წ - 55.6 მლნ ლარი);
13. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო –  35.5 მლნ ლარი (2011 წ – 35 მლნ ლარი);
14. სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 69.8 მლნ ლარი (2011 წ – 79.9 მლნ ლარი);
15. გარემოს დაცვის სამინისტრო – 14 მლნ ლარი (2011 წ - 13.9 მლნ ლარი);
16. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო – 31.8 მლნ ლარი (2011 წ - 40.7 მლნ ლარი);
17. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 1.2 მლნ ლარი (2011 წ - 1.2 მლნ ლარი);
18. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 2. მლნ ლარი (2011 წ - 1.6  მლნ ლარი);
19. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი –  800 ათასი ლარი (2011 წ - 788 ათასი ლარი).
    მომავალ წელს პარლამენტის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის და მთავრობის კანცელარიის დაფინანსება თითქმის უცვლელი დარჩება და შესაბამისად, 40.1 მლნ ლარს, 14.1 მლნ ლარს და 8.5 მლნ ლარს შეადგენს. უცვლელია ასევე პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების ოდენობები და თითოეული 50 მლნ ლარს შეადგენს.
        მომავალ წელს, როცა პარლამენტის არჩევნები უნდა გაიმართოს, თითქმის სამჯერ იზრდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფინანსება, რომელიც, პროექტის თანახმად, 37.9 მლნ ლარი იქნება.
   საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯებესების ღონისძიებებზე მომავალი წლისთვის 599.7 მლნ ლარი დაიხარჯება, საიდანაც საბიუჯეტო სახსრები, პროექტის მიხედვით, 254.6 მლნ ლარი, ხოლო კრედიტებით მიღებული თანხები 345 მლნ ლარი იქნება. კრედიტების წილი ჭარბობს ასევე მომავალ წელს დაგეგმილ რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის დაფინანსებაში.
    პროექტის თანახმად, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის ცენტრალურ ბიუჯეტიდან გადასაცემი ტრანსფერი 888.9 მლნ ლარს შეადგენს, საიდანაც 490 მლნ ლარი თბილისისთვის არის გამოყოფილი, რაც 50 მლნ ლარით მეტია წელს გათვალისწინებულ სახსრებზე.
    მკვეთრად მცირდება საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება წელს არსებული 45 მლნ ლარიდან 28.2 მლნ ლარამდე. 2011 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის, დაახლოებით, ნახევარი რუსულენოვანი არხისთვის იყო გამოყოფილი.
   საქართველოს საპატრიარქოს, 22.8 მლნ ლარის ოდენობით წელს გამოყოფილი დაფინანსება, პროექტის თანახმად, უცვლელად უნარჩუნდება 2012 წელსაც.
 
2011 წლის ბიუჯეტი

      2011 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, რომელიც უკვე შესულია პარლამენტში განსახილველად, მომავალი წლის ბიუჯეტის შემოსავლები 5.905 მლრდ ლარით, ხარჯები კი–5.707 მლრდ ლარით არის განსაზღვრული. საგადასახადო შემოსავლების გარდა, რაც 5.300 მლრდ ლარს შეადგენს, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში 306 მლნ ლარის ოდენობის გრანტებია დაგეგმილი, რაც, დაახლოებით, 231 მლნ ლარით ნაკლებია წლევანდელ ანალოგიურ მაჩვენებელზე. "სხვა შემოსავლების" სახით კი მომავალი წლის ბიუჯეტში მთავრობა 299 მლნ ლარს გეგმავს, მათ შორის 90 მლნ ლარი საჯარიმო სანქციებიდან ამოსაღები თანხებია.
  2011 წელს საბიუჯეტო თანხები სამინისტროებზე შემდეგნაირად გადანაწილდება:
1. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო– 1.604 მლრდ ლარი (2010 წ - 1.607 მლრდ ლარი);
2. თავდაცვის სამინისტრო – 660 მლნ ლარი (2010 წ – 744.5 მლნ ლარი; 2009 წ - 879 მლნ ლარი; 2008 წ - 1.547 მლრდ ლარი);
3. შინაგან საქმეთა სამინისტრო – 566 მლნ ლარი (2010 წ – 548 მლნ ლარი; 2009 წ - 573 მლნ ლარი; 2008 წ - 739 მლნ ლარი);
4. ფინანსთა სამინისტრო  – 273 მლნ ლარი (2010 წ – 348.6 მლნ ლარი);
5. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 21.3 მლნ ლარი (2010 წ – 55.6 მლნ ლარი);
6. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 971.3 მლნ ლარი (2010 წ - 782.3 მლნ ლარი);
7. ენერგეტიკის სამინისტრო  – 74.9 მლნ ლარი (2010 წ - 23.8 მლნ ლარი);
8. იუსტიციის სამინისტრო – 68.7 მლნ ლარი (2010 წ - 45.3 მლნ ლარი);
9. სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო - 99.5 მლნ ლარი  (2010 წ - 122.8 მლნ ლარი);
10. საგარეო საქმეთა სამინისტრო – 73.1 მლნ ლარი (2010 წ – 69.2 მლნ ლარი);
11. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – 554 მლნ ლარი (2010 წ - 554.8 მლნ ლარი);
12. კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო – 51 მლნ ლარი (2010 წ - 54.9 მლნ ლარი);
13. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო –  30.9 მლნ ლარი (2010 წ – 29.2 მლნ ლარი);
14. სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 69.1 მლნ ლარი (2010 წ – 40.2 მლნ ლარი);
15· გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო – 27.2 მლნ ლარი (2010 წ - 29 მლნ ლარი);
16. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო – 30.3 მლნ ლარი (2010 წ - 40.3 მლნ ლარი);
17. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 1 მლნ ლარი (2010 წ - 1 მლნ ლარი);
18. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 1.783 მლნ ლარი (2010 წ - 2.201 მლნ ლარი);
19. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი –  923 ათასი ლარი (2010 წ - 950 ათასი ლარი).
    ბიუჯეტის პროექტში 50–50 მლნ ლარია გათვალისწინებული საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებისთვის, ნაცვლად წელს არსებული 55–55 მლნ ლარის. ამასთან, მცირედით შემცირდება პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 14.1 მლნ ლარამდე, ხოლო მთავრობის კანცელარიის - 8.5 მლნ ლარამდე.
   საქართველოს პარლამენტი მომავალ წელს, 2010 წლის მსგავსად, 40 მლნ ლარს მიიღებს.
     ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 2011 წელს ავტონომიური რესპუბლიკები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ცენტრალური ბიუჯეტიდან ჯამში 787 მლნ ლარს მიიღებენ. ამასთან, ყველა სამხარეო ადმინისტრაციის დაფინანსება მცირდება. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციას მომავალ წელს დაფინანსება  5.5 მლნ ლარამდე შეუმცირდება წლევანდელი 8.8 მლნ ლარიდან. 
  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი 85 ლარით დაფინანსდება, ნაცვლად 2010 წლის 194 მლნ ლარის; ხოლო სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის კვლავაც 40 მლნ ლარის ოდენობით დაფინანსება გამოიყოფა.
     სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობისთვის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით 2.1 მლნ ლარია განსაზღვრული, ნაცვლად წელს არსებული 2 მლნ ლარის.
საზოგადოებრივი მაუწყებელი მომავალ წელს 25 მლნ ლარით დაფინანსდება. 2010 წელს მაუწყებელმა წლის დასაწყისში დაგეგმილი დაფინანსების გარდა, დამატებით კიდევ მიიღო თანხები მთავრობის სარეზერვო ფონდიდან და შედეგად წელს მისი დაფინანსება 35 მილიონი ლარი იყო.
     საქართველოს საპატრიარქოს წლევანდელი 25 მლნ ლარიანი დაფინანსება მომავალ წელსაც უცვლელად შეუნარჩუნდება.
    ბიუჯეტის პროექტით, 2011 წელს საგარეო ვალების მომსახურებისთვის 332.7 მლნ ლარი, ხოლო საშინაო ვალების დასაფარად 155 მლნ ლარია გათვალისწინებული.

ნანახია: 1134 | დაამატა: Ucha | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: