მთავარი » 2012 » აპრილი » 29 » პოლ პოტი (სალოტ სარი) – მსოფლიოში ყველაზე სისხლიანი მართველი.
4:56 PM
პოლ პოტი (სალოტ სარი) – მსოფლიოში ყველაზე სისხლიანი მართველი.
         1975–1978 წლებში კამბოჯას(სახელმწიფო სახრეთ–აღმოსავლეთ აზიაში, ინდოჩინეთის ნახევარკუნძულზე) მართავდა სისხლიანი რეჟიმი პოლ პოტის მეთაურობით. პოლ პოტის ნამდვილი სახელი სალოტ სარი იყო. პოლ პოტი კი ფრანგული სიტყვების – "პოტენციური პოლიტიკოსის" შემოკლებაა(ასე ეძახდნენ მას საფრანგეთში. ოფიციალურად კი ეს სახელი 1976 წელს დაირქვა).
         სალოტ სარი 1925 წ. კამბოჯის სოფელ პრეკ სბაუვში, ჩინური წარმოშობის შეძლებული გლეხის ოჯახში დაიბადა. 9 წლის ასაკში მშობლებმა დედაქალაქ პნომპენში გაგზავნეს ნათესავებთან განათლების მისაღებად. იქ ბუდისტურ მონატერში სალოტმა შეისწავლა ბუდიზმი და ქჰმერული ენა. რამდენიმე კოლეჯის დამთავრების შემდეგ, 1948 წ. ჩააბარა პნომპენის ტექნიკურ უნივერსიტეტში . კარგი სწავლის გამო, მთავრობამ მას მისცა სტიპენდია საფრანგეთში სწავლის გასაგრძელებლად(ამაში დახმარება გაუწიეს 2–მა ბიძაშვილმა გოგონამ, რომლებიც მეფის სინაუკის(1941–1970; 1993–2004) კარზე მეძავები იყვნენ). სალოტ სარმა სორბონას უნივრსიტეტში(იქ ეუფლებოდა რადიო ელექტრიკოსის პროფესიას) გაიცნო სოციალისტურ–კომუნისტური იდეებით "მოწამლული" კამბოჯელი სტუდენტები: – იენგ სარი, რატსამო იონი, კენგ ვანსაკომი და სხვები, რომლებთანაც ერთად სწავლობდა მარქსის, ლენინის, სტალინისა და მაო ძედუნის იდეებს. 
       50-იანი წლების დასაწყისში ცხოვრობდა იუგოსლავიაში(ქ. ზაგრებში). 1952 წ. სალოტ სარი შევიდა საფრანგეთის კომუნისტურ პარტიაში და დაიწყო თავისი  პირველი პოლიტიკური წერილების გამოქვეყნება. ამის შემდეგ, მან დაკარგა სწავლისადმი ინტერესი და მალე გარიცხულ იქნა სორბონადან. შედეგად 1953 წ. სალოტი კამბოჯაში დაბრუნდა და აგვისტოში ინდოჩინეთის კომუნისტური პარტიის წევრი გახდა.
        სამშობლოში დაბრუნებისას სალოტ სარმა აღმოაჩინა, რომ რევოლუციურ–განმათავისუფლებელი იდეები პოპულარული არ იყო. ახალგაზრდა მეფე სიანუკმა კარგად აუღო ალღო ინდოჩინეთში შექმნილ ვითარებას, რომლის მიხედვითაც ვიეტნამსა და ლაოსში საფრანგეთის გავლენა სრულდებოდა და მას ჩინეთისა და სსრკ ანაცვლებდა. შედეგად ამ ქვეყნებში მყარდებოდა სოციალისტურ–კომუნისტური რეჟიმები. ამით ისარგებლა მეფემ და ჯერ 1954 წ. 9 ნოემბერს გამოაცხადა საფრანგეთისგან კამბოჯის დამოუკიდებლობა, შემდეგ კი ფაქტობრივად გააუქმა მონარქია და გამოაცხადა კამბოჯას სახალხო–საციალისტური რესპუბლიკის მშენებლობა, რომლის მეთაურიც თვითონ იყო. აღნიშნული საქმიანობით მეფემ მოახერხა კომპარტიის მომხრეთა გადაბირება და შედეგად იგი 1960 წელს დაიშალა.
        სალოტ სარი დღისით ერთ–ერთ პრესტიჟულ ლიცეუმში ლექციებს კითხულობდა, ხოლო ღამღამობით, თანამოაზრეებთან ერთად, ხელისუფლების დამხობის გეგმებს აწყობდა. 1962 წ. ბოლოს მისი ბრძანებით მოკლეს კამბოჯის კომპარტიის ლიდერი ტუ სამუტი(1960–1962), რომლის ადგილზეც მალე პოლ პოტი აირჩიეს. 1963 წელს პოტის საიდუმლო ცხოვრების დეტალები მთავრობისათვის ცნობილი გახდა და უკანასკნელი ჯუნგლებში გაიხიზნა. მან შეძლო გაუნათლებელი გლეხების გადაბირება და ჯუნგლებში პარტიზანული რაზმი შექმნა, რომელიც მოგვიანებით რევოლუციურ არმიად აქცია. ის რამდენჯერმე ესტუმრა ჩინეთის კომუნისტ დიქტატორს მაო ძედუნს და მისი იდეებით მოიხიბლა. შედეგად კი მისგან მატერიალური და მორალური დახმარება მიიღო. ამის შემდეგ კი პოლ პოტმა 1968 წ. დააარსა "წითელი ქჰმერების"(მათი უმრავლესობა კამბოჯის წითელმიწიანი მხარეებიდან იყვნენ) სამხედრო–პოლიტიკური დაჯგუფება, რომელიც სათავეში ჩაუდგა რევოლუციურ არმიას და მთავრობის წინააღმდეგ აჯანყება დაიწყო.
           1969 წ. პოლ პოტის აჯანყებით შეშფოთებული მეფე იძულებული გახდა არმიისათვის დაეთმო და მათი წარმომადგენელი მარშალი ლონ ნოლი კამბოჯის პრემიერად დაენიშნა. 1970 წ. უკანასკნელმა აშშ–ს დახმარებით მეფის ხელისუფლება დაამხო და პროამერიკული სამხედრო დიქტატურა დაამყარა. უკანასკნელმა მოვლენამ კამბოჯის მთელი სოციალისტურ–კომუნისტურად განწყობილი საზოგადოება პოლ პოტის ბანაკში გადაიყვანა, რამაც მისი ძალზედ გაძლიერება გამოიწვია. 70–იანი წლების დასაწყისში რევოლუციურ არმიაში უკვე რამდენიმე ათასი კამბოჯელი ირიცხებოდა. ისინი იყვნენ 12–17 წლის "ქჰმერები" (კამბოჯის ძირითადი ერი), რომლებმაც არ იცოდნენ, რა იყო შიში და შეცოდება. ისინი იყვნენ რობოტები, რომლებიც ნებისმიერ ბრძანებას ემორჩილებოდნენ. თუ რომელიმეს სისუსტეს შეატყობდნენ, მას ჯერ გაკიცხავდნენ, შემდეგ კი "პოლიტსწავლების" კურსებზე გზავნიდნენ, საიდანაც ცოცხალი არავინ ბრუნდებოდა. ამ ბიჭებს სისხლნარევ ალკოჰოლს ასმევდნენ, რაც მათ ფსიქიკაზე მოქმედებდა და ზომბირებულ მკვლელად აყალიბებდა.
             7 წლიანმა სამოქალაქო ომმა 600000 კამბოჯელის სიცოცხლე შეიწირა. 1975 წლის 15 აპრილს წითელმა ქჰმერებმა პნომპენი აიღეს. ხალხი გამარჯვებას ზეიმობდა, ქუჩებში ცეკვავდნენ და მღეროდნენ. მათ ეგონათ, რომ ყველანაირი გაჭირვება წარსულს ჩაბარდა, მაგრამ მწარედ ცდებოდნენ.
            კამბოჯას სახელი გადაარქვეს და "დემოკრატიული კამპუჩია" უწოდეს. მთელი ძალაუფლება პოლ პოტის ხელში გადავიდა. მისი პირველი ბრძანებით, მოსახლეობა 3 ფენად დაჰყვეს: - 1. მისი მომხრეები, 2. "ახალი ხალხი" ანუ მოსარჯულებელნი და 3. წინა ხელისუფლების წევრები, მათი მომხრეები, მოკავშირეები, ნათესავები და ყველა ვისთანაც მათ შეხება ჰქონდათ. ამასთან ქალაქისა და სოფლის განათლებული, მდიდარი და ავტორიტეტული პიროვნებები.  მოკლე ხანში პოტის ბრძანებით საძმო საფლავში წინა ხელისუფლების წევრებთან ერთად ყველა მათი ნათესავი, მეგობარი, ნაცნობი, პოლიციელი და ჯარისკაციც კი ჩააწვინეს. როდესაც, ეკითხებოდნენ, რატომ ანადგურებდნენ ბავშვებს, პოლ პოტი პასუხობდა, რომ მათგან შესაძლოა, საშიში ადამიანები გაიზარდონო. მოკლე ხანში ე.წ. მესამე ფენა სრულიად მოისპო. პოტმა აკრძალა ყოველივე ადამიანთა და რელიგიათა კულტი და საერთოდ ადამიანთა სახელები. ყველა ნუმერაციის მიხედვით იხსენიებოდა – ამხანაგი 1, ამხანაგი 2 და ა.შ. თვითონ იწოდა "ამხანაგი 87" და ამ სახელით აწერდა ხელს. ამის გამო მოსახლეობას საკუთარი მთავრობის წევრთა სახელები არ იცოდა. აკრძალული იქნა "დედა", "მამა" და მსგავსი სახელწოდებების გამოყენება.
       შემდეგ პოტმა ქალაქების დანგრევა, მცხოვრებთა განადგურება დაიწყო იმ მიზეზით, რომ ისინი თეთრკანიანები იყვნენ და გლეხები(ისინი მუდამ მცუხნვარე მზეზე მყოფნი გარუჯულები იყვნენ) მათ ვერ იტანდნენ. ერთ მშვენიერ დილას, პნომპენის მცხოვრებნი რუპორის ხმამ გამოაღვიძა. მათ მოუწოდებდნენ, რომ დაეტოვებინათ საცხოვრებელი ადგილები. წითელი ქჰმერები მთელს ქალაქს მოედვნენ და სახლების დანგრევა დაიწყეს. თან გამუდმებით ჰაერში ისროდნენ. მოსახლეობას შეუწყვიტეს წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდება.
        ხალხმა სასწრაფოდ მოაგროვა აუცილებელი ნივთები და ქალაქიდან გაიქცა, მაგრამ ეს ყველამ როდი მოახერხა. ვინც პანიკაში ვარდებოდა, იქვე ხვრეტდნენ. ბავშვებს, რომლებსაც გადაადგილება უჭირდათ, მშობლების თვალწინ კლავდნენ. ზოგს ტყვიით, ზოგს  – კონდახით. "ევაკუაცია " მთელი კვირა გრძელდებოდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში  ქჰმერები ბინენს  ჩხრეკდნენ და თუ შიგ ვინმეს აღმოაჩენდნენ, კლავდნენ.  ერთი კვირის შემდეგ ქალაქში მოლოდ გვამები და კაციჭამია ძაღლების ხროვა დარჩა. იგივე ბედი ეწია დანარჩენ ქალაქებსაც. მთლიანად გაანადგურეს არამარტო განათლებული - არამედ წერა-კითხვის მცოდნე საზოგადოება. ინტელიგენციასთან ერთად დახვრეტილ იქნენ ექიმები, ინვალიდები, მღვდლები, მორწმუნეები (ქრისტიანები, მუსლიმები, ბუდისტები). ფაქტიურად მოსპეს ნაციონალური უმცირესობები.
      მართველობის ერთი წლის მანძილზე პოლ პოტმა მთლიანად დაანგრია ეკონომიკა. მისი თქმით, – "ავად მხოლოდ ბურჟუები ხდებიან, ხალხი კი ჯანმრთელია". ამიტომ დაშალა ფარმაცევტული წარმოება და ხალხს წამლის მიღება აუკრძალა. დაშალა ვაჭრობის, ტრანსპორტის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების სისტემები, ფოსტა და კავშირგაბმულობის სხვა საშუალებები. გაანადგული სოფლის მეურნეობის ტექნიკა. შეიქმნა ე.წ. "სოფლის კომუნა" , რომელიც აკონტროლებდა მოსავლის აღებას სოფლებში. მისი ნებართვის გარეშე ბანანის მოკრეფაც კი იკრძალებოდა. შეცვალა ფულის ერთეული და ბრუნვა, დაანგრია მონასტრები და ბიბლიოთეკები, თეატრი და აკრძალა ტრადიციული დღესასწაულების აღნიშვნა. დაწვა ნაციონალური არქივი და ძველი წიგნები.
     გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ინახულა მაო ძედუნი, რომელმაც მიღწეული "წარმატებებისათვის" შეაქო. პოლ პოტმა კანონებით ქვეყანაში იკრძალებოდა: 1. საუბარი სხვა ენაზე , გარდა ქჰმერულისა; 2. ტირილი ან ნეგატიური ემოციის სხვა ხერხით გამოხატვა; 3. სიცილი ან სიხარული რაიმე მოვლენის გამო, თუ ეს მოვლენა სოციალურ–პოლიტიკურ ხასიათს არ ატარებდა; 4. განადგურებისათვის განწირულ უძლურთა და ავადმყოფთა შეცოდება; 5. წიგნების კითხვა, გარდა პოლ პოტის მიერ შედგენილი, მომცრო წითელი წიგნისა, რომელიც მაო ძედუნის ციტატების კრებულის გადამუშავებულ ვარიანტს წარმოადგენდა; 6. ჩივილი, წუწუნი ან შეღავათის მოთხოვნა; 7. ოჯახებად ცხოვრება.  ამ ბოლო  პუნქტის მიხედვით – სახელმწიფოს მეთაური, მამაკაცებს ცოლებს, თავისი შეხედულებისამებრ "უნიშნავდა", მაგრამ ამავდროულად, ცოლი და ქმარი ერთმანეთისგან მოშორებით ცხოვრობდნენ და შეხვედრა თვეში ერთხელ შეეძლოთ. გამოთვლილი იყო, რომ ბავშვის ჩასახვა 3 წუთში იყო შესაძლებელი, მაგრამ შესახვედრად, ყოველი შემთხვევისათვის, 10 წუთს აძლევდნენ. ყველა ახალდაბადებული ბავშვი ეროვნულ საკუთრებად ცხადდებოდა და დედას მაშინვე ართმევდნენ, როგორც კი ძუძუთი კვება აღარ დასჭირდებოდა. პატარას 7 წლამდე პარტიულ მუშაკებს ან სპეციალურ ინტერნატებს აბარებდნენ, შემდეგ კი ბრინჯის ყანაში სამუშაოდ უშვებდნენ.
        აკრძალვების ნებისმიერი დამრღვევი გასამართლების გარეშე სიკვდილით ისჯებოდა. ხშირად განაჩენის აღსრულებას განსასჯელის მეგობარს ავალებდნენ და უარის შემთხვევაში მასაც კლავდნენ. "დამნაშავეთა" გვამებიც ეროვნული საკუთრება იყო და მათ დაჭაობებულ ნიადაგში, სასუქად იყენებდნენ.
   პოლ პოტის 3 წლიანი მართველობის მანძილზე სულ 3 მილიონამდე ადამიანი მოკლეს. თუმცა მისი კარიერა მალე მიუახლოვდა დასასრულს. 70–იან წლებში კომუნისტურ ბანაკში პირველობისათვის ერთმანეთს სსრკ და ჩინეთი დაუპირისპირდნენ. ვიეტნამსა და ლაოსში, სსრკ–ს მომხრე რეჟიმები იყო, კამბიჯაში კი მაოისტური. ამავე დროს პოტს საშინლად ეზიზღებოდა ვიეტნამელები. ამ ნიადაგზე 1978 წ. ვიეტნამმა კამპუჩიას ომი გამოუცხადა და თავს დაესხა. 1979 წ. 7 იანვარს ვიეტნამელებმა პნომპენი აიღეს პოტის რეჟიმი დაამხეს. უკანასკნელი ერთგულ თანამებრძოლებთან ერთად ჩინეთსი გაიქცა შეჯავშნული თეთრი მერსედესით და მაოსგან პოლიტიკური თავშესაფარიც მიიღო. პოტი ბოლომდე არ კარგავდა ხელისუფლებაში დაბრუნების იმედს. ამიტომ ჩინეთი დატოვა და კამბოჯაში კამბოჯა-ტაილანდის საზღვართან მდებარე ჭაობებში დაბანაკდა. აქ პოლ პოტმა თავისი ერთი თანამზრახველი, მისი ცოლი და 4 შვილი დახოცა. მან ყველა მიწაზე დააწვინა და ჯავშანტრანსპოტიორით გადაჭყლიტა.
          წითელმა ქჰმერებმა ჩინეთის დახმარებით მოახერხეს რამდენიმე რაიონზე კონტროლის შენარჩუნება და 1993 წლამდე საერთაშორისო არენაზე კამბოჯას სწორედ ისინი წარმოადგენდნენ.
              1985 წ. პოლ პოტი საბოლოოდ ჩამოშორდა პოლიტიკას და "წითელი ქჰმერების" ხელმძღვანელად კჰიუ სემპხანი აირჩიეს. 1998 წლის 15 აპრილს სისხლიანი ურჩხული სახელად პოლ პოტი 73 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა(იგი მოწამლეს). მისი ცხედარი მანქანის საბურავებზე დაასვენეს და დაწვეს. პოტის არ აინტერესებდა სიმდფიდრე. მას არ აუშენებია სასახლე, არ ჰყოლია პირადი ავტომობილი ან ფუფუნების სხვა საგანი, არ შეუქმნია საბანკო ანგარიშები. სიკვდილის შემდეგ მისგან მეუღლეს მხოლოდ ქმრის სპორტული კოსტიუმი და ბამბუკის ჯოხი დარჩა, რომლის საშუალებითაც გადაადგილდებოდა.    მალე გაეროს მოთხოვნით პრო–ვიეტნამულმა მთავრობამ წითელ კჰმერებს ამნისტია გამოუცხადა, რის შემდეგაც ჭაობებიდან ყველანი გამოვიდნენ და მათ მცირეოდენი პენსიაც კი დაენიშნათ.
         2007 წ. გაეროს სანქციით პოლ პოტის ცოცხლად დარჩენილ თანამებრძოლებზე ძებნა გამოცხადდა. ისინი დააპატიმრეს და ბრალად წაუყენეს კაცობრიობის წინაშე ჩადენელი დანაშაულებანი. 2011 წელს ჰააგის სასამართლომ მათ მრავალწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
       1993 წ.  კამბოჯაში ფორმალურად აღდგა მონარქია, თუმცა ქვეყანას 1985 წლიდან მოყოლებული  პრო–ვიეტნამური კომუნისტი (1977 წლამდე პოტის თანამებრძოლი) ხუნ სენი მართავს.              
ნანახია: 2435 | დაამატა: Ucha | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: