მთავარი » 2012 » აპრილი » 14 » ადამიანთა ტემპერამენტის ტიპები.
4:07 PM
ადამიანთა ტემპერამენტის ტიპები.
           ტემპერამენტი არის ადამიანის ფსიქიკური თვისება, რომელიც გამოხატავს ინდივიდის მიერ მოვლენების განცდის და მისი გამოხატვის თავისებურებას. იგი ახასიათებს ინდივიდის ქცევებსა და ემოციებს არა შინაარსობრივად, არამედ მათი გამოვლენის მანერის, გამოხატვის ფორმის მიხედვით. ტემპერამენტი უფრო მემკვიდრეობითია, ვიდრე შეძენილი. განასხვავებენ ტემპერამენტის 4 ძირითად ტიპს – სანგვინიკურს, ქოლერიკულს, ფლეგმატიკურს, და მელანქოლიკურს.

           სანგვინიკური ტემპერამენტის ადამიანი დინამიური, მოძრავი და ცოცხალია. მას ემოციური აგზნებადობა ახასიათებს. გრძნობები იოლად უჩნდება, მაგრამ ასევე იოლად უქრება. იგი მოკლებულია განცდების სიღრმეს, უდარდელია და ხალისიანი, მიდრეკილია სასიამოვნო გრძნობებისადმი. ცხოვრებაში უფრო კარგს ხედავს, ვიდრე ცუდს. ენერგიულია და შრომისუნარიანი. მას ახასიათებს მოქმედებისა და მოძრაობის სისწრაფე, გამომსახველი ჟესტიკულაცია, ემოციების იმპულსური და თავშეუკავებელი გამოხატვა.

           ქოლერიკული – ახასიათებს მკვეთრი, ფეთქებადი, ფიცხი, სწრაფი მოძრაობები. მას აქვს, ემოციური აგზნებადობის მაღალი დონე, ხშირად ვარდება აფექტის მდგომარეობაში. ადვილად აენთება, მაგრამ ადვილად აღარ ქრება. მისი გრძნობები შედარებით მტკიცე და ხანგრძლივია. იგი ამაყია და ზოგ შემთხვევაში ხარბი, უყვარს მბრძანებლობა, მაგრამ არა მორჩილება. იგი ადვილად ბრაზდება. მიდრეკილია უსიამოვნო გრძნობებისადმი, ცხოვრებაში უფრო ცუდს ხედავს, ვიდრე კარგს.

           ფლეგმატიკური – ახასიათებს დინჯი, აუჩქრებელი, მშვიდი, მოდუნებული მოძრაობები. მას ემოციური აგზნებადობის დაბალი დონე აქვს. იგი გულცივი, გულგრილია, გარეგნულად არ გამოხატავს თავის გრძნობებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იგი საერთოდ უგრძნობელია, იშვიათად აენთება, მაგრამ თუ აენთო, დიდხანს აღარ დაწყნარდება. მიდრეკილია დადებითი, სასიამოვნო ემოციებისადმი.

           მელანქოლიკური – ახასიათებს მოდუნებული, აუჩქარებელი მოძრაობები. მას აქვს ფსიქიკური აქტივობის დაბალი დონე. თავშეკავებულია გრძნობების გარეგან გამოხატვაში, თავის თავში ჩაკეტილია, ეტანება მარტოობას და გაურბის სხვებთან კონტაქტს. მიდრეკილია უსიამოვნო გრძნობებისადმი. ცხოვრებაში ცუდს მოელის, ამიტომ პესიმისტურადაა განწყობილი.
           
ნანახია: 1785 | დაამატა: Ucha | რეიტინგი: 2.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: