ზნეობრიობა უნდა იყოს ქვეყნის განვითარების ფუნდამენტი! - 27 ივნისში 2012 - გარდაქმნა
მთავარი » 2012 » ივნისი » 27 » ზნეობრიობა უნდა იყოს ქვეყნის განვითარების ფუნდამენტი!
0:03 AM
ზნეობრიობა უნდა იყოს ქვეყნის განვითარების ფუნდამენტი!

           სამწუხაროდ,  ჩვენს ეპოქაში წინა პლანზე წარმოწეულია ისეთი პოლიტიკა, რომელიც ზნეობრიობას და ზნეობრივ ცხოვრებას აბსოლუტურად უარყოფს, რასაც ცხადია ცუდი შედეგი მოაქვს. სწორედ უზნეობაზე დაფუძნებული პოლიტიკაა საწყისი ქვეყნის შიდა ომების, თუ მუდმივი ამბოხებების რომელიც ისტორიულად ყველაზე დიდ პრობლემებს გვიქმნიდა. თუ ხელისუფლება დაისახავს მიზნად რომ აღმოფხვრას ქვეყანაში ყოველგვარი უზნეობა და მათთვის (ხელისუფალთათვის) ზნეობრიობა იქნება ქვეყნის განვითარების ფუნდამენტი, ლოგიკურად შიდა ომები და მასთან ერთად დაკავშირებული სხვა ნეგატიური პროცესები ხშირ შემთხვევაში არ შეეხება ქვეყანას და პირიქით, თუ პროპაგანდა ეროვნული და ზნეობრივი იდეების მაღალი იქნება, საზოგადოებას არც ექნება ამ ყველაფრის გაცნობის ინტერესი.

           უნდა აღინიშნოს, რომ ზნეობრივი იდეები რელიგიის გარეშე ვერ იქნება პროგრესირებადი, რადგან ზნეობა თავადაა რელიგია და ასევე რელიგია თავადაა ზნეობა, ეს ორი რამ უერთმანეთოდ ვერ იარსებებს. სწორედ ზნეობრივი იდეები იყო გაჯერებული საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სულში, გულსა და გონებაში, მაგრამ ეროვნული იდეების მტრებმა, რომლებიც უბრალოდ ძალაუფლება უნდოდათ და მათთვის ეროვნული ინტერესები შორს იყო ყველაფერი გააკეთეს იმისათვის რომ ქვეყანა არ გამხდარიყო ისეთი როგორიც ზვიადს და მის თანამოაზრეებს სურდათ.

          ერი, რომელიც არ ებრძვის ტირანულ პოლიტიკას და ამ ერში შემავალი საზოგადოება უბრალო კონფორმისტის როლს თამაშობს, მაშინ ეს ერი კი არა მტერია, მტერი საკუთარი თავისა და ქვეყნის, ამიტომ როდესაც მტერს ვახსენებთ პირველ რიგში ჩვენს თავზე უნდა დავფიქრდეთ, იქნებ ჩვენ ვართ პირველ რიგში უმთავრესი მტრები და შემდეგ სხვა, მაგრამ ადამიანები ხშირად ვერ ვარჩევთ მტერსა და მოყვარეს, როდესაც ერი ამ ორ უკანასკნელს ვერ არჩევს სწორედ მაშინ იბადება უამრავი სოციალური პრობლემა, რომელიც ხშირად ქვეყნის უკანსვლას განაპირობებს. 

      დავუბრუნდეთ ისევ ზნეობრიობას... ზნეობრიობა უნდა იყოს ქვეყნის განვითარების ფუნდამენტი! თუ თითოეულ ჩვენგანს ეს ფრაზა არ გაუჯდა გონებაში, მაშინ დავემსგავსებით ბრბოს, რომელიც კარგი სპექტაკლის მოყვარულია და ვერ იაზრებს რეალობას, იმ რეალობის რომელიც ხშირ შემთხვევაში დამღუპველი და გამანადგურებელია, ბრბოს, რომელიც დაპირებებს ანიჭებს უფრო დიდ უპირატესობას, ვიდრე რეალურ ალტერნატივას...

         და ბოლოს აუცილებელია დიდი ილიას სიტყვები გავიხსენოთ: -" ერი რომელიც ბრძოლას წყვეტს კვდება"!!!.

ნიკა კუპრაშვილი - 27 ივნისი. 2012 წელი.

ნანახია: 300 | დაამატა: Ucha | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 2
2  
სრულიად ვეთანხმები ავტორს. ვიდრე ყველა, ხელისუფლებაში მყოფს ან მოსვლის მსურველს ზნეობრივი პრინციპებით არ შევაფასებთ, საქართველოს პრობლემები ექნება.

1  
kargia aseti qartvelebi kidev rom shemorchnen :)))))

სახელი *:
Email *:
კოდი *: