მთავარი » 2012 » ივნისი » 1 » ვინ არის მინდია გულუა?
2:23 AM
ვინ არის მინდია გულუა?

           "12 მაისს სამეგრელოში ლტოლვილთა 50 ათასიან მიტინგს მოვაწყობ. ჩავურიცხავ 1 მილიონს ლტოლვილებს და მერე თავადვე მიხედავენ თავიანთ

 პრობლემებს. არ არის გამორიცხული, არჩევნებშიც მივიღო მონაწილეობა" აცხადებს მინდია გულუა.

       ხელისუფლებამ ივანიშვილის საწინააღმდეგო კომპრომატების შეგროვება, მას შემდეგ დაიწყო, რაც ის პოლიტიკაში გამოჩნდა. ნაციონალებმაც

თადარიგი დაიჭირეს და ქართულ პოლიტიკაში, რუსეთში მოღვაწე, ფულიანი ბიზნესმენი, ვინმე მინდია გულუა გამოიყვანეს ასპარეზზე. ხელისუფლება

აშკარად ცდილობს, ამ პიროვნებისგან შექმნას ისეთი პოლიტიკოსი, რომელიც  ბიძინა ივანიშვილის  დისკრედიტაცია შეძლებს. ამ ყველაფრის 

დამკვეთად კი, მიხეილ სააკაშვილი და მისი გარემოცვა სახელდება. არსებობს ინფორმაცია, რომ პრეზიდენტს, ამ ახალი პროექტის შექმნის იდეა 

ქართველმა სპეცსამსახურებმა მიაწოდეს.

     მინდია (იგივე კახა) გულუა, 1969 წელს ქ. სოხუმში დაიბადა. აფხაზეთის ომის შემდეგ, სამეგრელოში ცხოვრობდა და იქვე ჰქონდა მცირე ბიზნესიც.

ის, აფხაზეთდან შემოტანილი სიგარეტით ვაჭრობდა. იმ დროისთვის მცირეოდენი თანხაც დააგროვა და ბიზნესის გააფართოებაც შეძლო. იგი, 

შევარდნაძის დროს ვიცე-პრემიერ ბაკურ გულუას ნათესავი გახლდათ. აფხაზეთის ომის შემდგომ შევარდნაძის ჩინოვნიკებმა, ფულის შოვნის 

საუკეთესო გზა, ბარტერი გამონახეს, რამაც სახელწიფოს ხაზინაც დააზარალა და ზოგიერთ  ქვეყანასთან ფინანსური პრობლემებიც შეგვიქმნა. ბარტერის 

ცენტრი მინისტრთა კაბინეტი იყო. ოპერაციების  უბადლო შემსრულებლ  კი ბაკურ გულუა სახელდებოდა. ამ საკითხებში ირიბად მინდია გულუაც იყო 

ჩართული, როგორც დისტრიბუტორი. ერთი სიტყვით გულუების ბიზნესტანდემი შედგა. ბაკურ გულუა დოკუმენტების სამთავრობო დონეზე 

მოწესრიგების კისრულობდა, პრაქტიკულ საქმიანობას კი, მინდია გულუა აწესრიგებდა. საბოლოოდ ორივემ გვარიანად იხეირა. ერთი სიტყვით, 

გულუებმა დიდი ფული იშოვეს და ბიზნესიც გაფარდოვდა. ტანდემს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, აწ გარდაცვლილი, გია გულუა

შეუეერთდა. ის ბიზნესს მფარველობდა. ბიზნესის მფარველობის წარმატებას ისიც განაპირობებდა,  შს მინისტრი სოხუმელი და გულუებთან 

დაახლოებული შოთა კვირაია იყო.

        იმ დროისთვის, თითქმის მთელი საქართველო ჯართის და ფერადი ლითონების ბუმმა მოიცვა. სწორედ ამ ბიზნესში ჩაერთვნენ გულუები და მათ

შორის, მინდია გულუაც.  ქვეყნიდან გაჰქონდათ შავი და ფერადი ლითონები და ძირითადად შემოჰქონდათ, საწვავი და პურ-პროდუქტები. ცხადია. 

გულუების ბიზნესს, სამთავრობო და ძალოვან უწყებაშიც ლობი ჰყავდა, მაგრამ იმ დროისთვის რაიმე ბიზნესის წამოწყება და წარმატებაც, კანონიერი 

ქურდების გარეშე, შეუძლებელი იყო. საქართველოში ქურდების "კრიშის" გარეშე, ვერანაირი ბიზნესი ფეხს ვერ მოიკიდებდა. მოგების წილი, ქურდებთან, 

უნდა" გამტყდარიყო". ყველა ბიზნესს, გავლენიანი ავტორიტეტი, ან ე.წ.  კანონიერი ქურდი "კრიშავდა". უსაფრთხოების გარანტიებს ქურდები 

ახორციელებდნენ, სოლიდური თანხის სანაცვლოდ. ტვირთები უმეტესწილად კონტრაბანდული იყო და მას ლობირებას ხელისუფლების წარმომადგენლი

უწევდა. გულუების ტვირთებს ბაკურ გულუა ლობირებდა. ბიზნესის კეთილდღეობამ დიდხანს არ გასტანა. ტვირთების გადაზიდვის ბიზნესში, მთავარი

ფიგურა, შს მინისტრის მოადგილე გია გულუა მოკლეს. მომხდარმა, მთელი საქართველო შეძრა და იმ დროისთვის ბურუსით მოცული მკვლელობა 

დღემდე, პრაქტიკულად გაუხსნელია. გენერალ გია გულუას მკვლელობის რეალური მოტივიც და დეტალებიც დღემდე უცნობია. გია გულუას 

მკვლელობის შემდეგ, ერთმანეთის მიყოლებით ოთხი "კანონიერი ქურდი" მოკლეს. მკვლელობათა სერიას, მაშინ "მხედრიონს" უკავშირებდნენ.  

მოტივად, ფინანსების და გავლენის სფეროების გადანაწილება სახელდებოდა. ამ საქმის შემსრულებლად, კულუარებში  ძმები რურუები და მათი კერპი 

ჯაბა იოსელიანი სახელდებოდა. შევარდნაძის ხელისუფლებამ, ნაცვლად იმისა მკლელობა გამოეძიებია, შს მინისტრის მოადგილედ,  ბაკურ გულუას ძმა, 

დავით გულუა დანიშნა და ერთ-ერთ ქუჩას გია გულუას სახელიც კი დაერქვა. ხელისუფლებამ ამით, საზოგადოების და მოკლულის ოჯახის  წინაშე 

გასვრილი პირი თითქოს მოიბანა, მაგრამ  დეტალებში ჩაღრმავებას მოერიდა და საქმის ბურუსში დატოვება ამჯობინა.

        გულუების ბიზნესი მცრე ხნით შეფერხდა...  ერთი ძმა ბაკურ გულუა ვიცე-პრემიერად,  მეორე  დავით გულუა, შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

  კვლავაც აღზევდნენ  ძმები გულუები. დევნილმა მინდია გულუამ, ნათესავი გულუების დახმარებით,  ფინანსურად ისევ მოიკეთა და გაძლიერდა

 ძმები გულუების ფინანსების და არადეკლარირებული ქონების მისაჩქმალად,  ბიზნესმა მხოლოდ მისამართი შეიცვალა  და გეზი რუსეთისკენ აიღო.

 მინდია გულუა რუსეთში წავიდა.

          მისი პარტნიორები იყვნენ, რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენები, ალექსანდრე ებრალიძე და დავით ხომერიკი. მაგრამ მათი გზები ადრევე

 გაიყარა. 2006 წელს გულუას "ჰამერი" ააფეთქეს და გულუა გადარჩა. მაშინ ამბობდნენ, ეს თავად გულუამ მოაწყოო.

         დიდ ფულს დიდი ამბიციაც თან ახლავსო და მინდია გულუასაც გაუჩნდა ამბიცია პოლიტიკაში მოსვლის და ამბიცია ქვეყნის გადარჩენის! ბოლო 6

 თვის განმავლობაში ძალზედ გააქტიურდა, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა პოლიტიკაში. საინტერესოა ასევე ისიც, გულუას

 გააქტიურებით რა სარგებელს მიიღებს სააკაშვილის ხელიუფლება?!

        საყურადღებოა ის ფაქტიც, მინდია გულუამ აქტიურობა ცოტა უფრო ადრე 2011 წელს დაიწყო ოღონდ ხმაურის გარეშე. თუმცა ცოტა ხანში, გულუას

 გააქტიურების საეჭვო დეტალები მაინც გამჟღავნდა. ერთ-ერთი პატრიარქის სახელის დისკრედიტაციის მცდელობა იყო. საუბარია, 2011 წლი 26 მაის

 მოვლენებზე, სადაც  სააკაშვილის ხელისუფლებამ, ქართველ ხალხს სასაკლაო მოუწყო და ჩვენს საამაყო ვაჟკაცებს, ისე მოექცა, როგორც ნახირს.

 საქონელივით გაბაწრა და დაუნდობლად გადუარა. ხელისუფლების ამ სისასტიკეში, მინდია გულუას სახელიც ფიგურირებს. ასევე ბაკურ და დავით

 გულუების სახელიც.

        მინდია გულუა პრეზიდენტ სააკაშვილს და შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს რამდენჯერმე შეხვდა. ამაში  მას სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის

 ხელმძღვანელის ბადრი ბიწაძის მოადგილე დავით გულუა დაეხმარა. მერაბიშვილის მიმართ, მადლიერაბა და პატივისცემა ბიზნესმენმა, კეთილი

 ჟესტითაც დაადასტურა. ჩხოროწყუში პოლიციის შენობის მშენებლობა დააფინანსა. საამშენებლო ბანერზეც კი იყო ამის შესახებ მითითებული.

 პრეზიდენტთან და შს მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, მინდია გულუას, რატომღაც საეჭვოდ მოსდის აზრად, საქველმოქმედო ფონდის შექმნა

 საპატრიარქოსთან ერთად. 2010 წლის 25 ოქტომბერს მინდია გულუა ქმნის ფონდს " მსოფლიოს ქართველთა მოძრაობა საქართველოსთვის ფონდი მზე

 შინა და მზე გარეთა", რომელიც დარეგიტრირდა საპატრიარქოს იურიდიულ მისამართზე, ერეკლე 2 შესახვევი #1. ფონდის ერთერთი დამფუძნებელი,  საპატრიარქო გახდა. ფონდის დამფუძნებლებში  შევიდნენ: ბაკურ და დავით გულუები. ფონდი "მზე შინა და მზე გარეთა" 2010 წლის 25 ოქტომბერს შეიქმნა და 7 თვის შემდეგ, 2011წლის 15 აპრილს, ერთ-ერთი დამფუძნებელი საპატრიარქო ფონიდან გავიდა.

        ფონდის საქმიანობა, როგორც წესდებაშივე იყო მითითებული, ქართული  ეკლესიის შემადგენლობაში მყოფი, ეკლესია-მონასტრების რესტავრაცია - მშენებლობა უნდა ეწარმოებინა. ფონდმა საქმიანობა მართლაც დაიწყო და სამეგრელოში, ჩხოროწყუში ეკლესის მშენებლობა დააფინანსა.

 რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ცხოროწყუში ეკლესის პარალელურად, პოლიციის შენობის  მშენებლობა მიმდინარეობდა და მასაც, მინდია

 გულუა აფინანსებდა.  მინდია გულუამ მერაბიშვილს სხვა "პრეზენტებს" შორის, ჩხოროწყუს პოლიციის შენობაც "ფეშქაშად" უსახსოვრა. ვანო

 მერაბიშვილის უწყებასთან, მინდია გულუას კეთილი ურთიერთობა, მხოლოდ ჩხოროწყუში, პოლიციის შენობის მშენებლობის დაფინანსებით არ

 შემოფარგლულა. ვანო მერაბიშვილის და მინდია გულუას მეგობრობის არეალი გაფართოვდა.

        ფონდ "მზე შინა და მზე გარეთას", რომელსაც, წესით საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიაში შემავალი, ეკლესია - მონასტრების რესტავრაცია,

 მოვლა-პატრონობა, მშენებლობა უნდა ეწარმოებია, გულუამ ფონდის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა გადაწყვიტა. ეს ავანტურა კი  საპატრიარქოს

პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთვას ემსახურებოდა. შს სამინისტროს ეს მზაკვრული გეგმა, ცხადია, საპატრიარქოს ზურგს უკან იგეგმებოდა. ამ საქმეში

 შსს-ს სხვა მაღალჩინოსნებიც ფიგურირებდნენ. მინდია გულუას ახლო მეგობარია ერეკლე კოდუა. მათ საერთო ნავთობის ბიზნესიც აკავშირებთ.

       ფონდი "მზე შინა და მზე გარეთა", რომელიც 2010 წლის 25 ოქტომბერს, მსოფლიოს ქართველთა მოძრაობის მიერ შეიქმნა და ამავე ფონდის, 

ერთ-ერთი დამფუძნებელიც საპატრიარქო იყო. ფონდი სახსრებს, სწორედ ამ მოძრაობიდან მიიღებდა, რომლის დამფუძნებელი დე-ფაქტო მინდია 

გულუა იყო. 

     ფონდის დამფუძნებლებში მისი სახელი და გვარი არ ფიგურირებს. ფონდის დე-იურე დამფუძნებლები ძმები ბაკურ და დავით გულუები გახდნენ.

 ერთ-ერთი დამფუძნებელი საპატრიარქო. ფონდის იურიდიულ მისამართადაც საპატრიარქოს მისამართია მითითებული.

        დოკუმენტაციის გაცნობის შემთხვებაში, რჩება ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ფონდი საპატრიარქოს ინიციატივით შეიქმნა. ეს წინასწარ

 გამიზნული  მზაკვრული ხრიკი იყო.  ფონდის საქმიანობაზე ეჭვი ვინმეს არ მიეტანა და დამფუნძნებლების შორს მიმავალი პოლიტიკური გეგმები,

 საპატრიარქოს კალთის ქვეშ დაემალათ.  წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი პასუხისმგებლობა, საპატრიარქოს დაეკისრებოდა. სულ ცოტა ხანში კი,

 ფონდის დამფუძნებლებმა, ძმებმა ბაკურ გულუამ (ფონდის თავმჯდომარე) და დავით გულუამ, (წევრი) ორგანიზება გაუკეთეს, ნინო ბურჯანაძის

 მეუღლის, ბადრი ბიწაძის  და მინდია გულუას შეხვედრას რუსეთში. როგორც ეს მაშინ ვრცელდებოდა, ბატონ ბადრი ბიწაძეს, დაფინანსების

 უსაფრთხოების შესახებ,  ანონიმურობის გარანტიები მოუთხოვია. გულუებმა, ბიწაძის ნდობის და დამაჯერებლობის გასამყარებლად, საპატრიარქო

 მოიშველიეს და... გულუებმა, ბადრი ბიწაძე წარმატებულად "შეკერეს".  დააჯერეს კიდეც, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მოხდებოდა. ის, რომ

 მინდია გულუას ფონდი, "მზე შინა და მზე გარეთა", 26 მაისის აქციას კონფიდენციალურად ისე დააფინანსებდა, რომ ამას პატრიარქი ვერ შეიტყობდა.

         გულუები ბადრი ბიწაძეს ახვედრებენ, გენერალ უჩავას და მათ შორისაც წარმატებული მოლაპარაკება შედგა, მომავალი ურთიერთობის და 26

 მაისის საპროტესტო აქციაში მხარდაჭერის შესახებ. ძმებმა გულუებმა, სპეც-დავალება, ამჯერადაც წარმატებით შეასრულეს. ბიწაძე-უჩავას ტანდემიც

 შედგა. გავრცელებული ინფორმაციით, უჩავა გულუების დახმარებით, უშიშროებამ ბურჯანაძე -ბიწაძის ბანაკში როგორც ე.წ. ოდეერი ჩანერგა და 26

 მაისის შესახებ, გენერალი უჩავა ინფორმაციების სათავეში მოექცა. 

        ამასობაში, ბოროტების მანქანა ამუშავდა და  ფონდიდან, თანხების გადინების შესახებ საპატრიარქოს ინფორმაცია მიაწოდეს. საპატრიარქოში შედგა

 დამფუძნებლების კრება. საპატრიარქომ ფონდიდან გასვლის შესახებ ღიად განაცხადა. ძმები გულუების დიდი მცდელობის მიუხედავად, არ დაეტოვებია

 საპატრიარქოს ფონდი, უშედეგო გამოდგა და საპატრიარქომ 2011 წლის 6 მაისს საჯარო რეესტრს ოფიციალურად, განცხადებით მიმართა ფონდიდან

 გასვლის შესახებ. 2011წლის 11 მაისს საჯარო რეესტრმა, საპატრიარქო განცხადების საფუძველზე, ფონდში  ცვლილება მოახდინა.. "სსიპ საქართველოს

 საპატრიარქო, იგივე სრულიად საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია, გასული იქნა არასამეწარმეო იურიდიული პირი

 "მსოფლიოს ქართველთა მოძრაობა საქართველოსთვის ფონდი მზე შინა და მზე გარეთა"-ს დამფუძნებელთა შემადგენლობიდან" . საპატრიარქომ უარი

 თქვა მინდია გულუასთან თანამშრომლობაზე.  საპატრიარქოც ღვთის მადლით გადარჩა და 26 მაისს ქართველთა დარბევის უნებლიე თანამონაწილე არ

 გახდა.

        26 მაისამდე რამდენიმე თვით ადრე,  კრასნოდარში მინდია გულუასთან სტუმრად ჩავიდა ქართველთა ერთი ჯგუფი. მასპინძელმა სტუმრები

 სადილზე რესტორანში დაპატიჟა. ქეიფი კარგად ეშხში იყო შესული რომ, მოულოდნელად სუფრასთან ძმები კოდუები გამოჩნდნენ. იქ დამხვდურ

 სტუმრებს მოულოდნელობისგან პირიდან ლუკმა გაუვარდათ.  ყველამ ერთად პიჯაკებს ხელი წამოავლეს და გარეთ გამოიქცნენ. გულუა დაედევნა რა

 მოხდაო და ერთ-ერთი სტუმრისგან, ასეთი პასუხი მიიღო.- მე შენ მართლა კაცი და ამ ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძოდი მეგონა და შენ თურმე

 კოდუების ძმაკაცი ყოფილხარ, გყავდეს ძმაო კოდუები, ჩვენი ფეხი შენთან აწი არ იქნებაო.

        მეორე შეხვედრა გასულ წლის შემოდგომაზე მოხდა სექტემბერში. სანამ, მინდია გულუას და ნანა გულუა პოლიტიკურ პარტიას "განახლებული

 საქართველოსთვის" შექმნიდა. ერთ დღესაც, კრასნოდარში მინდია გულუას ოფისში ქართველები ესტუმრნენ. საუბარი საქართველოში მიმდინარე

 პოლიტიკურ პროცესებს ეხებოდა. მოულოდნელად მინდია სოფისში, იქ სადაც  სტუმარ-მასპინძელი, ისხდნენ და საუბრობდნენ,  ძმები კოდუები

 გამოჩნდნენ. კოდუების დანახვისას, ქართველები სახტად დარჩენილან, მერე სიურპრიზისთვის ირონიული მადლობა გადაუხადეს და არანაკლებ,

 ირონიული ჟესტით, ხელაწეული დაემშვიდობნენ. კარგად ბრძანდებოდეთ ბატონო მინდია, კოდუებთან ერთად,  ფულიც და პოლიტიკაც, ღმერთმა

 მშვიდობაში მოგახმაროთოო. დანამდვილებით შეიძლება ითქვას რომ, კოდუებს და მინდია გულუას, ნავთობის ერთობლივი ბიზნესი აქვთ. ამის შესახებ

 მრავალი ადამიანია ინფორმირებული.

         კოდუებთან და ვანო მერაბიშვილთან კარგი ურთიერთობის ფონზე, რამდენად დასაშვები და დასაჯერებელია, გულუას ოპოზიცონრობა და

 საპატრიარქოსთან სუფთა და გულწრფელი თანამშრომლობის სურვილი, ცოტა არ იყოს საეჭვოა. მაგრამ, ერთი რამ აშკარად ცხადია, ამ ადამიანს

 პოლიტიკაში მოსვლის ამბიცია, მას შემდეგ გაუმძაფრდა, რაც ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა პოლიტიკაში. ისიც აშკარაა რომ. მას, ხელისუფლებასთან

 იმდენი პრეტენზიაც არ ააქვს,  რამდენიც ბიძინა ივანიშვილთან. ეს მისი ნებისმიერი ინტერვიუს შინაარსიდანც  იკვეთება. მინდია გულუა, ამჯერად

 სამეგრელოში ცდილობს ლტოლვილთა სახელით, საკუთარი თავი გააპიაროს და ლტოლვილებს დაპირებებით გამოუჭედოს ყურები. 2011 წელს არა

 მარტო საპატრიარქოს, არამედ "ლტოლვილთა კონგრესის" დისკრედიტაციაც იგეგმებოდა. მინდია გულუა შეეცადა კონგრესი თავისი მიზნებისთვის

 გამოეყენებია, მაგრამ ვერ მოახერხა.

        2009 წელს, მინდია გულუამ დევნილთა კონგრესში შექმნა. კონგრესის დამფუძნებლებში, ისევე როგორც საპატრიარქოსთან არსებულ ფონში, აქაც

 დამფუძნებლებში ძმები ბაკურ და დავით გულუები ფიგურირებენ. 2011 წლის აპრილის თვეში, ორმა დამფუძნებელმა თენგიზ ლომაიამ და გოგი

 სილაგაძემ კონგრესის შემადგენლობა დატოვეს. მაშინ ლომაია ამის მიზეზად, კონგრესის დამფინანსებლის პოლიტიკურ კავშირებს ასახელებდა, ნინო

 ბურჯანაძესა და მის მეუღლე ბადრი ბიწაძესთან. ასევე არსებობდა ეჭვი იმ ფულის წარმომავლობასთან დაკავშირებით, რომლიც მინდია გულუას

 კონგრესის ანგარიშზე უნდა ჩაერიცხა. ამ პროცესების ეპიცენტრში, დავით გულუა იდგა, რომელიც განაწყენებულ დამფუძნებლებს აშოშმინებდა და

 არწმუნებდა, აქ მარტო მინდია გულუას ფული კი არა, უცხოეთში მოღვაწე სხვა ქველმოქმედი ქართველების ფულიც ჩაირიცხებაო. დავით გულუას

 მცდელობამ ვერ გაჭრა. კონგრესი დამფუძნებლებმა, მაინც დატოვეს.

         საოცარია, სიკეთის კეთებას და ქველმოქმედებას, რატომ სჭირდება გრანდიოზული მიტინგი? თუკი ლტოლვილებზე ზრუნვამ შეაწუხა მილიონერი

 გულუა, 2011 წელს ლტოლვოლების პრობლემებისთვის განკუთვნილი თანხები, რატომ წარმართა პოლიტიკის მიმართულებით და რატომ გაექცა

 დამფუძნებლები "ლტოლვილთა კონგრესიდან"? ანდა საინტერესოა, აქციის და ხმაურის გარეშე, არ შეიძლება ლტოლვილების დახმარება? მოკლეთ,

 გულუას ეტყობა, ასე ესმის სიკეთის კეთება და რას ვიზამთ? ვერ დავუშლით. თუმცა აქ, ლტოლვილთა თემა, მეორეხარისხოვანია, იმასთან შედარებით, რა პროცესებიც  შეიძლება განვითარდეს შემდგომ. დიდია ალბათობა, ყველაზე დაუცველი ადმიანები, ლტოლვილები  მინდია გულუამ საკუთარი

 პოლიტიკური ამბიციებისთვის გამოიყენოს.

         მართალია, მილიონერი გულუა, ამბობს და ჰპირდება ადამიანებს, სხვადასხვა საკითხების მოგვარებას, მაგრამ სიტყვის შესრულებას ვერასდროს

ახერხებს. დაგვპირდა ყველას, პუტინს შევხვდები და ვაიძულებ აფხაზეთის და ოსეთის დამოუკიდებლობა აღიაროსო, შეხვდა მაგრამ მერე რაა?  ეკლესია-მონასტრების მოვლა-პატრონობა და მშენებლობა უნდა ეწარმოებია ფონდს, რომელიც საპატრიარქოსთან ერთად შექმნა, მაგრამ რა გამოუვიდა? საპატრიარქომ ფონდი დატოვა. ლტოლვილებზე ზრუნვა, "ლტოლვილთა კონგრესის "შექმნით დაიწყო, მაგრამ ლტოლვილების ქოლგის ქვეშ ამოფარებულმა, 26 მაისის საპროტესტო აქციის დაფინანსებას შეეცადა. მხოლოდ შეეცადა... კონგრესის დამფუძნებლებმა აქაც მიატოვეს. პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა და გაზეთი "დრონის" მეპატრონეს არჩილ გოგელიას, გაზეთის დაფინანსებას დაჰპირდა, მაგრამ სიტყვა გატეხა და გოგელია "გადააგდო." გაზეთი "დრონი" დაიხურა.

         მინდია გულუას ყველაზე არასწორ და არაკაცურ საქციელად, 26 მაისის საპროტესტო აქციების დაფინანსების საკითხი ითვლება. როგორც გაირკვა, ბიზნესმენი, ბადრი ბიწაძეს დავით გულუას ხელშეწყობით, მართლაც შეხვდა რამდენჯერმე, მაგრამ რეალურად მას 26 მაისის აქციაც არ დაუფინანსებია. უშიშროების დასანახად  შეგზავნილი დავით გულუა, ნამდვილად აწარმოებდა მხარეებს შორის მოლაპარაკებებს და  ბურჯანაძე-გულუას შეხვედრა რამდენჯერმე მართლაც შედგა, მაგრამ უშედეგოდ. ერთი სიტყვით, ხმა დაირხა გულუამ ვანო მერაბიშვილის თამაში ითამაშა და გენერალმა უჩავამ და დავით გულუამ, შს მინისტრს სრული ინფორმაცია მიაწოდეს სახალხო კრებაში მიმდინარე პროცესების შესახებო. სწორედ ამით შეიძლება აიხსნას ის, რომ ხელისუფლებამ "ფეშქაშად", უბოძა ის რომ, ვანოს უწყებას და არცერთ ნაციონალურ ტელევიზიას მინდია გულუას სახელი არ უხსენებია. ბადრი ბიწაძის სავარაუდო დამფინანსებელ პირთა შორის, ყველას სახელი გაპიარდა, მინდია გულუას გარდა. აქედან გამომდინარე, დასკვნის გაკეთება არც ისე რთულია. მინდია გულუა, ხელისუფლებასთან დაახლოებული ფსევდო - ოპოზიციაა. როგორც ამას კობა დავითაშვილი და ოპოზიციის სხვა ლიდერები აცხადებენ. ხელისუფლება კი, ამ პიროვნების გამოყენებას, არც თუ კარგი საქმისთვის გეგმავს.

          დაახლოებით ერთი თვის წინ, ირაკლი ალასანიამ, უშიშროების საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია, იმის შესახებ რომ სამეგრელოში, თავდაცვის

 სამინისტროს სპეც-დანაყოფები, კრიმინალურ ჯგუფებთან ერთად სამხედრო წვრთნებს გადიან. ასევე ის, რომ ხელისუფლება სამეგრელოში არეულობას

 გეგმავს. ეს ინფორმაცია, ხელისუფლებაში სასაცილოდაც არ ეყოთ და ალასანიას მიწოდებულ ინფორმაციას, უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ, ნაბოდვარი და სრული სისულელე უწოდა.  ინფორმაცია 12 მაისის ლტოლვილთა აქციიის შესახებ, გრიფით საიდუმლო დოკუმენტად მიეწოდა ხელისუფლებას. სადაც,  გულუასა და სამეგრელოში "ტყის ძმების" ე.წ. პარტიზანების მეთაურის დავით შენგელიასთან ახლო კავშირზეც იყო ნათქვამი. 

       ლტოლვილებს აქციაზე წასვლას კი ახალაიებთან დაახლოებული პირები აიძულებენ, თან იქვე ეუბნებიან , რომ მინდია გულუა მათ, ფინანსურად უზრუნველგყოფს. არადა, სამეგრელოში ყველაფერს ახალაიების კლანი და "ტყის ბიჭები"- ის თავკაცი დავით შენგელია აკონტროლებენ. მოკლეთ, სამეგრელოში, ახალაიების დანერგილი შიში და ძალადობა, დღემდე  მძინვარებს.

        12 მაისს "ლტოლვილთა კონგრესის" სახელით - თბილისში, რუხში(ზუგდიდის რაიონი), ბათუმში, ხობში, ჩხოროწყუში, გულუას პარტიის "განახლებული საქართველოსთვის" (იგი 2011 წ. ნოემბერში დაარსდა და მისი ხელმძღვანელი მინდიას და ნანა გულუაა, რომელიც სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორია) ორგანიზებით გაიმართა აფხაზეთისა და სამაჩაბლოდან დევნილთა ფართომასშტაბიანი შეკრება. ძირითადი შეკრება რუხში იყო სადაც 8000 კაცი შეიკრიბა დაპირებული 50000-ის ნაცვლად). შეკრებამ 12 მაისი ქართველთა, აფხაზთა და ოსთა შერიგების დღედ გამოაცხადა.

მიმაგრება: სურათი 1 · სურათი 2
ნანახია: 2921 | დაამატა: Ucha | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: