სილვიო ბერლუსკონის ბიოგრაფია. - 31 მაისში 2012 - გარდაქმნა
მთავარი » 2012 » მაისი » 31 » სილვიო ბერლუსკონის ბიოგრაფია.
1:10 AM
სილვიო ბერლუსკონის ბიოგრაფია.
            ევროპის ყველაზე მდიდარი და თახსირი პრემიერი.

        2011 წლის 16 ნოემბერს 75 წლის ბერლუსკონიმ პრემიერის თანამდებობა უკანასკნელად დატოვა და პოლიტიკიდან სამუდამოდ წავიდა. -"იმპერიის მართვა კარგია, მაგრამ დასვენებასა და ფულის ფლანგვას არაფერი სჯობია, განაცხადა მან. ბერლუსკონი იმპერიას იმ ყველაფერს ეძახის, რაც მან 45 წლის მანძილზე შექმნა. საკუთარ თავს ნაპოლეონს ადარებს, თუმცა ხუმრობით იმასაც ამბობს, რომ ღვთის წყალობით, ბონაპარტზე უფრო მაღალია. 165 სმ სილვიოს ქონება 7,8 მლრდ. დოლარია და მსოფლიოში იგი ამ მხრივ 118 ადგილზეა.
        ბერლუსკო (ასე ეძახიან იტალიელები) 3 ტელეარხის, საფეხბურთო კლუბისა(მილანი)და უდიდესი საგამომცემლო სახლის მფლობელი, ბანკებისა და სადაზღვეო კომპანიების დამაარსებელი, 2 პარტის შემქნელი და სამგზის პრემიერი(სულ 10 წელი იჯდა ამ სავარძელში და ამ მხრივ მხოლოდ მუსოლინის ჩამორჩა), მაფიის ლიდერი... ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ თანამდებობებისა, რომლებიც ბერლუსკოს ეკავა ან უკავია. "ჩემი პოლიტიკური და კომერციული მიღწევების გამო არ მოინახება ადამიანი, ვინც ღირსია, რომ თავი შემადაროს"- ხშირად ამბობს იგი. ბერლუსკო ამასთან დიდი შოუმენიცაა, რომელსაც ძალუძს, ყველას და ყველაფერს მოერგოს - გლეხთან უბედურ ბავშვობას იხსენებს და თვალები ცრემლებით ევსება, პოლიტიკოსებთან სერიოზული სახით განიხილავს საჭირბოროტო საქმეებს, ხოლო ქვეყნის ელიტის წარმომადგენლებთან ამაყად იწონებს თავს ახალი "ფერარით" ან ახალნაყიდი 70 ოთახიანი ვილით მილანის გარეუბანში. ყველაფერთან ერთად ბერლუსკონი იმითაც არის გამორჩეული, რომ მსოფლიოში ერთადერთი სახელმწიფო მეთაურია, რომელიც განსასჯელის სკამზე 10-ჯერ იჯდა.
         სილვიო 1936 წ. 29 სექტემბერს მილანში, უბრალო ბანკის მოხელის, ლუიჯი ბერლუსკონის ოჯახში დაიბადა.  დედა ბიანკა დიასახლისი იყო. მალე წყვილს კიდევ 2 შვილი მარია ანტონიეტა და პაოლო შეეძინათ. სილვიო დედმამიშვილებისგან ადრიდანვე გამოირჩეოდა. მამა ამჩნევდა, რომ ბიჭი ძალიან ხარბი იყო, სიგიჟემდე უყვარდა ფული და კომფორტი. ასაკის მატებასთან ერთად ამბიციური ხდებოდა, თუმცა ჰაერში სიტყვებს არასოდეს ისროდა. თავის ნათქვამს ყოველთვის ასრულებდა.
         ბერლუსკონები საკმაოდ ხელმომჭირნედ ცხოვრობდნენ, რის გამოც სილვიოს რთული ბავშვობა ჰქონდა. როდესაც წლების შემდეგ სილვიო გამდიდრდა ბავშვობის ოცნება აისრულა და ოჯახს სრულყოფილი კომფორტი შეუქმნა. სილვიომ იყიდა "ბანკა რასინი", სადაც ოდესღაც ლუიჯი კლერკად მუშაობდა და მამას დაბადების დღეზე აჩუქა. თუმცა აქამდე ურთულესი გზა განვლო.
           10 წლის სილვიო საკუთარი დის თოჯინებით სპექტაკლებს დგამდა და მეზობლებისგან ფულს იღებდა, მარიასა და პაოლოს კი ასისტენტებად იყენებდა. სკოლაში წმინდა ხუთოსანი იყო და ზარმაც კლასელებს საშინაო დავალებას უწერდა და ამაშიც ფულს იღებდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ერთ-ერთ გემზე მომღერლად მოეწყო, თუმცა ვოკალის გაკვეთილებზე არასოდეს უვლია. ევროპის ყველა საპორტო ქალაქში კონცერტები ჩატარების შემდეგ სახლში დაბრუნებულმა, სწავლის გაგრძელება გადაწყვიტა და მილანის უნივერსიტეტში საკუთარი ნიჭით მოეწყო.
        თავდაპირველად იურისპრუდენცია აირჩია, თუმცა ფაკულტეტი რამდენჯერმე გამოიცვალა. 20 წლისა ფოტოგრაფად მუშაობდა და მშობლებისგან დამოუკიდებლად ცხოვრებას ეწეოდა. ხან ჟურნალისტობდა, ხან ვაჭრობდა, რაც შეეძლო, ყველაფერს აკეთებდა. ამავე დროს არც ბოჰემურ ცხოვრებას იკლებდა. ქალები, ძმაკაცები, წითელი ფანრის ქუცები, ქუჩური გარჩევები, სკანდალები და ფულის უაზრო ფლანგვა - მისი ახალგაზრდობის თამნდევი იყო.
         ამის მიუხედავად 1961 წ. სილვიომ უნივერსიტეტი წარჩინებით დაამთავრა, თუმცა თავის პროფესიაზე - ბანკის კლერკობაზე უარი თქვა და ბიზნესი დაიწყო. მან დააარსა სამშენებლო კომპანია, რომელიც საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობებს მილანის გარეუბანში აწარმოებდა. შემდეგ  დააარსა პირველი დამოუკიდებელი იტალიური სატელევიზიო არხი მილანო 2. ამან კი მისი პერსონის პოპულარობას შეუწყო ხელი.
         1965 წ. სილვიომ ცოლად შეირთო კარლა დალძოლიო, რომელთანაც 2 შვილი მარია ელვირა და პიერსილვიო შეეძინა. 1968 წ. წყვილი საცხოვრებლად დიდებულ ვილა კასატი-სტამპაში გადავიდა, რომლის მფლობელი ვინმე მარკიზი კამილო კასატი-სტამპა ოჯახთან ერთად გაუგებარ ვითარებაში დაიღუპა. ამის შემდეგ ვილა ბერლუსკონიმ ჩალის ფასად შეიძინა. სწორედ ამ პერიოდში გახდა სილვიოს მეგობარი და კომპანიონი მძიმე კრიმინალური წარსულის მქონე მარჩელო დელძურტი. სილვიო და მარჩელო ერთად მრავალი სკანდალის მთავარი პერსონაჟები გახდნენ.
        70-იან წლებში სილვიომ შეისყიდა ჯერ გაზეთი "ჯურნალე", შემდეგ კი 3 ტელევიზია: კანალ 5, იტალია 1 და რეტე 4. მათ ბაზაზე კი 1975 წ. ჩამოაყალიბა მედიაჰოლდინგი "მედიასეტი", რომელიც რამდენიმე სატელევიზიო არხს მოიცავდა. პოპოლარობა დღითითღე იზრდებოდა, მისი საბანკო ანგარიში კი გაურკვეველი წყაროებიდან გაივსო. ახალგაზრდა სილვიო პატიოსან მეოჯახე მამად და იტალიური ტრადიციების გამგრძელებლად აცხადებდა თავს, ხოლო ყვითელი პრესა ერთი მეორის მიყოლებით აქვეყნებდა ბერლუსკონის აღვირახსნილი ცხოვრების სკანდალურ ფოტო და ვიდეო მასალას. 1976 წ. გალოთებული მარჩელო დელძურტი, რომელიც მუდამ ხმაურს ტეხდა და სილვიოს იმიჯს აზარალებდა ერთხელ და სამუდამოდ გაქრა. სილვიოს მშვიდი ბიზნესმენის იმიჯის შექმნა სურდა, თუმცა სიმშვიდე დღემდე არ ეღირსა.
         1985 წ. 20 წლიანი თანაცხოვრების სემდეგ ბერლუსკო კარლას გაეყარა და მეორე ცოლად დამწყები მსახიობი ვერონიკა ლარიო შეირთო, რომელმაც 3 შვილი - ბარბარა, ელეონორა და ლუიჯი აჩუქა. 1986 წ. სატელევიზიო მაგნატმა ბავშვობის ოცნება აისრულა და საფეხბურთო კლუბი "მილანი" იყიდა. 1988 წ. სილვიომ უკვე იტალიის უნივერმაღების უდიდესი ქსელი "ლა სტანდო" შეიძინა. 1990 წ. კი იგი იტალიის უდიდესი საგამომცემლო სახლის - "არნოლდო მონდადორი ედიტორე" თანამფლობელი გახდა და პოლიტიკაზე დაიწყო ფიქრი.
          1994 წლ ბერლუსკონიმ თავისი პირველი პოლიტიკური პარტია "წინ იტალია" დააარსა, რომელმაც იმავე წლის არჩევნებში 21 % - ით პირველი ადგილი აიღო. სილვიომ ლომბარდიულ პარტია "ჩრდილოეთის ლიგასთან" მრავალწიანი კოალიცია შეკრა და პირველად ჩაჯდა პრემიერ-მინისტრის სავარძელში. კოალიციას დეპაუტატთა პალატაში ოპოზიციასთან შედარებით არცთუ დიდი უპირატესობა ჰქონდა (630 დან 366), ბერლუსკონის პოლიტიკური გამოცდილება არ ჰქონდა, მისი ძველი სკანდალები კი მას მუდმივად ახსენებდნენ თავს. ამ ყველაფრის გავლენით ბერლუსკონის პირველი პრემიერობა მხოლოდ 9 თვეს გაგრძელდა. სილვიოს გადადგომა მოუწია და ხელისუფლებაში მალე მისი დაუძინებელი მტრები "მემერცხენეენი" დაბრუნდნენ.
         6 წლიანი ბრძოლის შემდეგ ბერლუსკონიმ 2001 წ. არჩევნები მოიგო და პრემიერის პოსტზე დაბრუნდა, რომელიც 2005 წლის არჩევნების შემდეგაც შეინარჩუნა. მაშინ მემარცხენეები სილვიოს დაუძინებელი მტრის რომანო პროდის ირგვლივ გაერთიანდნენ და მძიმე საპარლამენტო ბრძოლების შემდეგ 2006 წ. აიძულეს ბერლუსკონი რიგგარეშე არჩევნები დაენიშნა, რომელშიც უკანასკნელი მცირე უპირატესობით დამარცდა. ოპოზიციაში წასული მარცხს არ შეეგუა და 2 წლიანი ბრძოლის შემდეგ 2008 წ. სილვიო მესამედ და უკანასკნელად დაბრუნდა პრემიერის პოსტზე. 
           ბერლუსკო არის ადამიანი, რომელიც არასოდეს ბრაზდება შავი იუმორით გამოირჩევა და თავს უფლებას აძლევს, ევროპის ქვეყნების ხელმძღვანელების საერთაშორისო სამიტზე უზრდელი ბავშვივით მოიქცეს, შემდეგ კი თავი იმართლოს: "დაძაბულობა ჩამოვარდა და სიტუაციის განმუხტვა ვცადეო". მასთან ოფიციალურ მიღებებზე იგი არც მეუღლესთან ერთად ყოფნას და არც კამერებს არ ერიდებოდა და ლამაზმან ქალბატონებს პიკანტურ ადგილებზე ჩქმეტდა. სხვათაშორის სილვიოს სარდინიაზე უმდიდრესი ვილა "ჩერტოზაზე" აქვს, სადაც მიწიერი სამოთხე აქვს შექმნილი. იგი სტუმრები ლორენცო მედიჩის ეპოქის სასახლეს აგონებთ. ვილა ლადას კონცხზე მდებარეობს. ვილასთან ახლოს კი კამკამა ზღვაა, სადაც ბერლუსკონი მარტოდ ყოფნის დროს შიშველი ბანაობს.
          მილანი მოდის ცენტრია, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ სილვიო ყოვეთვის გიჟდებოდა ცნობილი დიზაინერების - არმანის, გუჩის და სხვების სამოსზე. წლების განმავლობაში მას დოლჩე და გაბანა უკერავდნენ პიჯაკებს, ხოლო 90-იანი წლების შუადან მან საკუთარი ტანსაცმლის მწარმოებელი ფირმა დააარსა და მაღაზიების ქსელიც შექმნა. ამას მოჰყვა კოსმეტიკური კომპანია "მაკ", რომლის ნაწარმის ერთი ხაზი სილვიოს სახელს ატარებს. ცნობილია, რომ უკვე 15 წელზე მეტია სილვიო სახის კანს იჭიმავს, გადაინერგა თმა და ლიპოსაქციაც გაიკეთა. შემდეგ მისი ცხიმისგან საპონი შექმნა, რომლითაც ოჯახის წევრები სარგებლობდნენ. ამის პარალელურად სილვიო სასამართლოს განსასჯელის სკამზე 10 ჯერ იჯდა - კორუფციის, ქრთამის აღების, შანტაჟის, გაუპატიურების, არასრულწოვნებთან სექსუალური ურთიერთობის, კრიმინალებთან და მაფიასთან კავშირების და სხვა ბრალდებებით, თუმცა მან ყოველ ჯერზე წლიდან მშრალად ამოსვლა მოახერხა. იტალიური პრესა აღიარებს, რომ ქვეყანაში მსგავსი კოლორიტული პოლიტიკოსი ჯერ არ ახსოვთ. ევროპის პრესის აზრით კი, იგივე ტიპაჟი გერმანიაში ან ინგლისში რომ იყოს, დიდი ხნის წინ, სულ ცოტა, ლინჩის წესით გაასამართლებდნენ.
         21 საუკუნის დასაწყისიდან იტალიაში მწვავე ეკონომიკური კრიზისი დაიწყო, რომლის შეჩერება ვერცერთმა მთავრობამ ვერ მოახერხა. თანდათანობით ქვეყნის შიდა ვალმა კატასტროფულ ნიშნულს მიაღწია, ბერლუსკონი კი ყოველ ჯერზე აცხადებდა, რომ ჰქონდა კრიზისიდან გამოსვლის ეფექტური გეგმა. 70 წელს გადაცილებული პრემიერი პოლიტიკური ფიასკოს დავიწყებას არასრულწლოვან მეძავებთან გართობით ცდილობდა, რამაც მისი ავტორიტეტი საბოლოოდ დასცა. 2009 წ. სილვიომ ახალი პარტია ჩამოაყალიბა "თავისუფალი ხალხი", რომელზე დაყრდნობითაც ცდილობდა სიტუაციის გამოსწორებას, მაგრამ მას თანდათან თანაგუნდელებიც აუჯანყდნენ. სილვიოს გამოცხადებული ჰქონდა, რომ ვადის ამოწურვის შემდეგ პოლიტიკიდან წავიდოდა, მაგრამ კრიზისი სულ უფრო ღრმავდებოდა და ევროპის ლიდერების ზეწოლოთ, არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, 2011 წ. 16 ნოემბერს ბერლუსკონი თანამდებობიდან გადადგა და ოფიციალურ პენსიონერად იქცა. უდიდესი თახსირისა და უმდიდრესი ევროპელი პოლიტიკოსის კარიერა დასრულდა. პოლიტიკიდან და აქტიური ცხოვრებიდან წასვლამ მას დაღი სწრაფად დაატყო. იგი თითქოს უცებ დაბერდა, რომელსაც ერთადერთ გასართობად მილანის თამაშებზე და სასამართლოში სიარული დარჩა.
ნანახია: 858 | დაამატა: Ucha | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: