საოცარი და სახალისო ფაქტები VIII. - 30 აპრილში 2012 - გარდაქმნა
მთავარი » 2012 » აპრილი » 30 » საოცარი და სახალისო ფაქტები VIII.
0:00 AM
საოცარი და სახალისო ფაქტები VIII.
               რამდენიმე წლის წინ დადგინდა, რომ ზოგიერთი ბაყაყის კანი შეიცავს ჰალუციოგენებს. ამის შემდეგ ნარკომანები იჭერდნენ ბაყაყებს და მთელი სულითა და გულით ლოკავდნენ. პოლიცია კი მათ ვერაფერს უხერხებდა. ამიტომ ლოსანჟელესის საკანონმდებლო ორგანომ გამოსცა სპეციალური კანონი, რომლითაც ბაყაყების ალოკვა აიკრძალა.

        ფლორიდის ნაციონალურ პარკში ალიგატორები სპეციალურად შეიყვანეს მომრავლებული პითონების გასანადგურებლად. ერთმა ღორმუცელა 4 მეტრიანმა პითონმა 2 მეტრიანი ალიგატორი გადაყლაპა, მაგრამ ვრ მოინელა და შუაზე გაიპო.

    1751 წ. ინგლისში კალენდრის რეფორმა ჩატარდა. მთავრობამ გრიგორიანული კალენდარი შემოიღო და ახალი წელი დაიწყო 25 მარტის ნაცვლად 1 იანვარს. ხალხი აღშფოთდა და რეფორმის ავტორ – ლორდი ჩესტერფილდის სახლთან შეიკრიბა პლაკატებით, რომლებზეც ეწერა : "დაგვიბრუნეთ ჩვენი ორნახევარი თვე”.

     ყველა დროის ყველაზე ტანმორჩილი მმართველი ბენიტო პაბლო ხუარესი იყო, რომელიც მექსიკას უმძიმეს, სამოქალაქო ომის პერიოდში (1858–1871) მართავდა და ქვეყნის გაერთიანება და წარმატებულ რელსებზე დაყენება მოახერხა. მისი სიმაღლე მხოლოდ 135 სმ იყო. სიმაღლით არ გამოირჩეოდნენ არც ისრაელისა და პალესტინის სახელმწიფოთა არქიტექტორები: ბენ გურიონი და იასირ არაფატი. ისინი ისევე როგორც ჩინეთის გარდაქმნის ავტორი დენ სიაო პინი სიმაღლეში 150 სმ იყვნენ.

   არაბი ბედუინები კალიათა გუნდს ღვთის ლაშქარს ეძახიან. სიხარულით აღტაცებულნი ჟივილ-ხივილით ეგებებიან, იჭერენ და საკვებად იყენებენ, ხარშავენ, ხრაკავენ და ამწნილებენ.

         ერთხელ  ვენის "ვაკერისა" და კლაგენფურტის "აუსტრიის" მატჩი 2–2 დასრულდა. მსაჯი აუღელვებლად გაემართა გასახდელისკენ, ცოტა დაისვენა, შხაპი მიიღო, ჩაიცვა და შინ წასასვლელად გაემზადა. ამ დროს მას გაახსენდა, რომ მატჩი სათასო იყო და დამატებითი დრო უნდა დაენიშნა. ამიტომ სასწრაფოდ სტადიონზე დაბრუნდა, მაგრამ იქ უკვე აღარავინ დახვა.

             ძველ სპარტაში ქალის შეფასებისას მის სახეს მნიშველობას არ ანიჭებდნენ, ამიტომ მამაკაცს ქორწინებიდან 10 წლის მანძილზე ეკრძალებოდა თავისი ცოლის სახის სინათლეზე ნახვა.

  შიმპანზეებ ღიტინის ეშინიათ და პრიმატებიდან ერთადერთნი არიან, რომელთაც სიცილი შეუძლიათ..

     ვაშინგტონის ნაციონალურ პარკში, ერთი პერიოდი ღორი ცხოვრობდა, რომელსაც სახელმწიფო პენსია ჰქონდა. იგი იმით იყო პოპულარული, რომ ერთადერთი იყო იმ 300 ღორთაგან, რომელიც ბირთვული გამოცდის შემდეგ გადარჩა. 
      
        965 წ. ნორვეგიელი მეზღვაური ტურვალდ ასვალდონი მკველობის გამო ისლანდიაში გადააასახლეს. მისმა ვაჟმა ერიკ წითურმაც მკვლელობა ჩაიდინა და გააძევეს. 981 წ. მან მოგზაურობისას უცნობი მიწა აღმოაჩინა და მას გრენლანდია უწოდა, სადაც 2 წლის შემდეგ ისლანდიელ ნორვეგიელთა დასახლება დააარსა. მისმა ვაჟმა ლეიფ ერიქსონმა კი – 1003 წ. შემოდგომაზე კანადის დას. სანაპიროები აღმოაჩინა. ეს მოვლენა ითვლება ამერიკის აღმოჩენის ერთ–ერთ თარიღად.

    ზაპოროჟიეს სეჩის კაზაკები ხშირად ჩხუბობდნენ, მაგრამ მკვლელობას სასტიკად კრძალავდნენ. მკვლელს მოკლულისათვის გათხრილ სამარეში აწვენდნენ და მიცვალებულს ზედ ამარხავდნენ.

       ყველა სპარტელი წესისამებრ გრძელ თმას ატარებდა. მათი კანონმდებელი ლიკურგე ამბობდა: – "გრძელი თმა ლამაზებს ამშვენებს, მახინჯებს  უარესად ამახინჯებსო".

     სოლომონ ბრძენს ბეჭედზე ამოტვიფრული ჰქონდა წარწერა – "ესეც გაივლის" , რაც ცუდ ხასიათზე მყოფს ამხნევებდა და პირიქით.

     ამაზონის აუზში მცხოვრები ხის გომბეშო უნიკალურია. იგი ხშირად იცვლის სქესს.

     რომის იმპერატორ კლავდიუსის  ცოლმა მესალინამ ცოლქმრული ღალატის ყველა რეკორდი მოხსნა. მან 24 საათში 25 კაცი დააკმაყოფილა.

   "ქვეყნიერება იმის ღირსი არ არის, რომ 2 ხელმწიფე ჰყავდეს. მას უნდა მართავდეს ერთი და ისიც ჩემებრ მახინჯი" –ამბობდა თემურ ლენგი.

     როდესაც ალექსანდრე მაკედონელმა სპარტელთა ურჩობის ამბავი გაიგო მისწერა : "თუ მოვედი მანდ, ძირფესვიანად მოგთხრითო”. სპარტელებმა კი ამაზე უპასუხეს : "თუ”.
     ჩუქჩები ყინვის დროს წყალს გულამოღებული ძვალით სვამენ, რომ ტუჩები არ დაუსველდეთ.

    1986 წ. 14 აპრილს ბანგლადეშში გიგანტური სეტყვა მოვიდა. თითო კაკალი 1 კგ–ს იწონიდა. შედეგად 92 ადამიანი დაიღუპა.

     ძველ რომში, თუ ავადმყოფი ოპერაციის დროს დაიღუპებოდა, ექიმს ხელს მოკვეთდნენ.
      
ნანახია: 475 | დაამატა: Ucha | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1  
me yvelaze metad patara liderebis ambebi momewona :D

სახელი *:
Email *:
კოდი *: