მთავარი » 2012 » აპრილი » 27 » საოცარი და სახალისო ფაქტები VII.
3:07 AM
საოცარი და სახალისო ფაქტები VII.
   ინგლისის მეფის რიჩარდ მეორის ბრძანებით 1395 წელს სიკვდილით დასაჯეს 133 წლის ჯონ უინსდომი. მეფე აბობდა: ამდენ ხანს რომ ცოცხლობს უეჭველი ეშმაკთან არის წილნაყარიო".

  საკონცენტრაციო ბანაკებიდან ტყვე ებრაელებს გერმანელებმა შინ – ნათესავებთან მიაწერინეს შემდეგი სახის წერილები: "აქ ჩვენ ნორმალურად მოვეწყვეთ, აქ დისციპლინაა და კარგად გვკვებავენ, მალე მოველით თქვენს ჩამოსვლას". (ირონიაც ამას ჰქვია).

          1664, 1785 და 1860 წლის 5 დეკემბერს უელსის სანაპიროსთან – ერთი და იგივე ადგილას 2 სამგზავრო და ერთი თევზსაჭერი ხომალდი ჩაიძირა. ყოველ ჯერზე ყველა მგზავრი დაიღუპა გარდა ერთისა. ამ ერთი კაცის სახელი კი სამივე შემთხვევაში იყო ჰიუ უილიამი.

    1937 წლის 16 ოქტომბერს სიკვდილმისჯილი ერთ დროს სსრკ–ს ერთ–ერთი ლიდერი ბუხარინი თავის საბოლოო სიტყვაში სტალინს სწერდა : " მე ეხლაღა ვხვდები, თუ შენ რა ძლიერ მივყვარხარ! მიუხედავად ყველაფრისა – შენ ხარ ჩემი და ჩემნაირების ცხოვრების აზრი! ამიტომ გთხოვ; რასაც არ უნდა ფიქრობდე, მაპატიო ჩემი შეცდომები შენს წინაშე".  ( მე ამაზე კომენტარი არ მაქვს).

            პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია პრეზიდენტად არჩევიდან გარკვეული ხანი უხელფასოდ მუშაობდა, რადგან ახალი პოსტის შემოღებისას კონსტიტუციაში შესწორებისას პრეზიდენტის ხელფასის განსაზღვრა დაავიწყდათ. ზვიადი კი ასეთ საქმეში საოცრად მორიდებული იყო და ხმას არ იღებდა. ბოლოს ვიღაც პარლამენტარს გაახსენდა, რის შემდეგაც პრეზიდენტთან მივიდნენ და უთხრეს რამდენი დაგინიშნოთო:" მეცნიერთა აკადემიის ხელმძღვანელს რამდენი აქვსო" – იკითხა  პრეზიდენტმა. 1700 მანეთიო, უპასუხეს. "მაგას 10 მანეთი დაუმატეთ და ის დამინიშნეთო " – ბრძანა ეროვნულმა გმირმა და საქართველოს ერთადერთმა ლეგიტიმურმა პრეზიდენტმა. (მთლად მიშას არ ჰგავდა?..).

   როდესაც გერმანიის იმპერატორის ჯარებმა ჩეხეთის აჯანყებისა და პროტესტანტების ლიდერი იან ჰუსი დაატყვევეს კარდინალმა კოლონამ კათოლიკური საეკლესიო კრების წევრებს მიმართა: " ბატი ვიგდეთ ხელთ და საჭიროა მისი სასწრაფოდ გაპუტვა და შეწვა. თუ ახლა ამას არ მოვიმოქმედებთ, შეიძლება მისმა ყიყინმა, მთელს საქრისტიანოს მოსდოს ცეცხლი".

   ძველ სპარტაში ჯანსაღი ბავშვის დაბადება და აღზრდა სახელმწიფოს უპირველესი მიზანი იყო. ამიტომ ლიკურგეს კანონების მიხედვით, თუკი ჭარმაგ სპარტელს რომელიმე ახალგაზრდა მეომარი მოეწონებოდა, უფლება ჰქონდა საკუთარ ცოლთან მიეშვა, ხოლო ნაყოფი თავისად მიეჩნია.

         როდესაც 1 წლიანი ალყის მიხედავად თურქებმა ვენა ვერ აიღეს და უკან დაიხიეს, ქალაქის კედლებთან ყავის მარცვლებით სავსე ტომრები დატოვეს. ხალხს იგი აქლემების საჭმელი ეგონათ, ამიტომ არავინ ეკარებდა. ერთმა მოქალაქემ ფრანკ კოლშიცკიმ კი წაიღო,  პირველი ყავახანა გახსნა და გამდიდრდა.

      სუმო ერთადერთი სპორტია, რომლის მონაწილეს გამარჯვების შემთხვევაში ეკრძალება არამარტო ემოციის გამოხატა, არამედ წარბის შეხრაც კი.
       
          როდესაც 1799 წელს ნაპოლეონმა სახელმწიფო გადატრიალების მიზნით პარიზი დაიკავა, დიპლომატი შარლ ტალეირანი საფრანგეთის მართველი დირექტორიის ლიდერთან ბარასთან გაგზავნა, რათა იგი ნებით გადაგომაზე დაეთანხმებინა. მარცხთან შეგუებულმა ბარასმა ეს უყუყმანოდ გააკეთა, რის გამოც გახარებულმა ტალეირანმა მას ხელები დაუკოცნა.(მისი სიხარულის მიზეზი ის იყო, რომ მას ნაპოლეონმა ბარასის მოსასყიდი თანხა გაატანა, რომელიც ტალეირანს დარჩა, რადგან ბარასი ისედაც გადადგა).
 
   საფრანგეთის ფუქსავატი მეფე ლუი XV ამბობდა:" ჩემთვის მთავარია დღევანდელი დღე და წამიერი სიამოვნება; მთავარია მე ვიყო კარგად და ჩემს შემდეგ თუნდაც წარღვნა მომხდარა". (მისი სიკვდილის შემდეგ მის საგვარეულოს მართლაც "ეწვია წარღვნა" – საფრანგეთში რევოლუცია დაიწყო და ლუის მეკვიდრე ლუი XVI-ს თავი მოკვეთეს).

    რომაელებთან ერთ–ერთი საზღვაო ბრძოლის დროს ჰანიბალმა მათი სარდლის მდებარეობა რომ გაეგო(თუ რომელ ხომალდზე იჯდა), გაუგზავნა მას შეურაცყოფით აღსავსე წერილი.

      ერთხელ თურქეთის სულთნის მეჰმედ მეორის ბაღჩიდან მისმა რომელიღაც მსახურმა რამდენიმე ლეღვი მიირთვა. განრისხებულმა არ იცოდა რომელმა მსახურმა გააკეთა, ამიტომ 20–ივე მსახური დასაჯა სიკვდილით.

      აშშ–ში სიკვდილმისჯილთა ბოლო სურვილები: 60%–მა ითხოვა სიგარეტი, 20%–მა კარგი ჭამა, 10%–მა ლოცვა, 10%–მა სუფთა ჰაერზე გასეირნება.

         სპარტის მეფე აგესილაე ამბობდა :" ხშირად მინანია ხოლმე, ამა თუ იმ საქმეზე საკუთარი აზრი რომ გამოვთქვი, მაგრამ არასდროს ჩუმად რომ ვიყავი.
            
ნანახია: 1396 | დაამატა: Ucha | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: