მთავარი » 2012 » აპრილი » 17 » საოცარი და სახალისო ფაქტები VI.
1:02 AM
საოცარი და სახალისო ფაქტები VI.
          კენიელი კაიმანი ნგანგა რეკორდსმენი გახდა, რადგან 83 წლის ასაკში შევიდა პირველ კლასში, მას შემდეგ რაც 2003 წელს კენიაში პირველად შემოვიდა უფასო დაწყებითი სწავლება. 2007 წელს 87 წლისამ დაწყებითი განათლების სერთიფიკატი აიღო და ბედნიერებისგან გარდაიცვალა.

        1659 წელს იორკშირში (ინგლისი) ღორი გაასამართლეს. მას 4 ბრალდება წაუყენეს: საეკლესიო ქონების შეურაცყოფა; მლოცველთა სიმშვიდის დარღვევა; მარხვის უარყოფა; სამართალდამცველთა მიმართ წინააღმდეგობის გაწევა. ბრალდებული დამნაშავედ ცნეს და ჩამოახრჩვეს.

             ერთმა მოხელემ რომის იმპერატორ ვესპასიანეს სთხოვა: ჩემი ძმა უსამსახუროდ არის და იქნებ რომელიმე პროვონციის მმართველად დანიშნოთო. ვესპასიანემ იცოდა, რომ ამ კაცს ძმა არ ჰყავდა, ამიტომაც უთხრა, შენ ცოტა გარეთ დამელოდე და შენს ძმას დაუძახეო. როგორც კი უცნობი შევიდა, ვესპასიანემ უჩურჩულა: ის ფული ამ ადგილისათვის ჩემს მოხელეს რომ დაჰპირდი, მე მომეცი და მაგ თანამდებობაზე ახლავე დაგნიშნავო. მთხოვნელმა ფული ჩაუთვალა და დაპირებული თანამდებობაც მიიღო. თავის მოხელეს კი ვესპასიანემ უთხრა: ეგ კაცი შენი კი არა, ჩემი ძმა აღმოჩნდაო
       სხვათაშორის ვესპასიანემ პირველმა დააწესა გადასახადი საზოგადო ტუალეტებზე და განაცხადა ფულს სუნი არ აქვსო. (უყვარდა კაცს ფული და რა ექნა).
       
          პოტსდამის კონფერენციაზე აშშ–ს სახელმწიფო მდივანმა სტალინს უთხრა: ჩვენთან დემოკრატიაა; ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გამოვიდეს "თეთრი სახლის" წინ და იყვიროს  – "ძირს პრეზიდენტი ტრუმენი!". სტალინი არ დაბნეულა – "ჩვენთანაც არანაკლები დემოკრატიაა, ნებისმიერ საბჭოთა მოქალაქეს შეუძლია გამოვიდეს წითელ მოედანზე და იყვიროს – ძირს პრეზიდენტი ტრუმენი".

       1535 წელს ცნობილ მწერალსა და სახელმწიფო მოღვაწეს თომას მორს ინგლისის სასამართლომ შემდეგი განაჩენი გამოუტანა:"ჩამოჰკიდონ სახრჩობელაზე სანამ სანახევროდ არ მოკვდება, შემდეგ თოკი გადაჭრან, სასქესო ორგანოები მოკვეთონ, მუცელი გაუფატრონ, გამოჰგლიჯონ და დაწვან შიგნეულობა, შემდეგ 4–ად განკვეთონ და მისი სხეულის ნაწილები გამოჰკიდონ ქალაქის კარიბჭეზე, ხოლო თავი გამოჰკიდონ ლონდონის ხიდზე". მეფე ჰენრი მე–8–მ სასჯელი შეუმსუბუქა და მხოლოდ თავი მოკვეთა.(ისე აქ სასაცილო არაფერია მაგრამ?).

        ერთ მაკედონიელ მეომარს სახელად ალექსანდრეს, რომელიც ბრძოლის ველიდან ხშირად გარბოდა ალექსანდრე მაკედონელმა უთხრა : "ან სიმამაცეს მოუხმე, ან სახელი გამოიცვალეო".

          მუსლიმან  კამიკაძე ტერორისტებს სჯერათ, რომ გარდაცვალებისთანავე მოხვდებიან სამოთხეში, რომლის კართან 30 მზეთუნახავი ქალბატონი ელოდებათ. ამიტომ ტერაქტის წინ სასქესო ორგანოზე ჯავშანს იკეთებენ, ანდა დოლბანდსა და მავთულს იხვევენ.

           იაპონელი სერჟანტი შიორი იოკოი 1972 წელს შეიპყრეს კ. გუამის ტყეებში. იგი 30 წელი აწარმოებდა პარტიზანულ ბრძოლას, არ იცოდა რომ მეორე მსოფლიო ომი 27 წლის წინ დასრულდა.

           ახალი გვინეას ერთ–ერთი ტომი ტანგუ მეტად მშვიდობისმოყვარეა. მოპოვებულ საკვებს თანაბრად იყოფენ. მათი ასპარეზობები ყოველთვის ფრეთ მთავრდება.
     
            ძველ ჩინეთში დანაშაულში ეჭვმიტანილს მშრალ ბრინჯს აძლევდნენ. თუ მსჯავდებული ვერ გადაყლაპავდა ბრინჯის მარცვლებს – დამნაშავედ ითვლებოდა. (შიშის და ძლიერი მღელვარების დროს ნერწყვი აღარ გამოიყოფა და ვეღარ ყლაპავდა მარცვლებს).
            
             ექიმი დაჟინებული მოთხოვნით ფილიპე ბურგუნიელი იძულებული გახდა თავი გადაეპარსა. უხერხულობის დასაფარავად ჰერცოგმა ბრძანება გასცა ბურგუნდიაში ყველა დიდებულისათვის გადაეპარსათ თმა.

             ერთხელ წვეულებაზე ჩერჩილი ლედი ასტორს(მას სძულდა ჩერჩილი) მიუახლოვდა და შეეკითხა– "რომელი ნირაბი გავიკეთო რომ არ მიცნონ? "–ფხიზელი უნდა მოხვიდეთ იყო პასუხი.(ჩერჩილი მუდამ შოტლანდიური ვისკისა და კუბური სიგარას სუნით ყარდა. ვერაფერს იტყვი – ბრიტანელ გენიოსს კარგი გემოვნება ჰქონდა)

       როდესაც რუსეთის იმპერატორს ალექსანდრე მესამეს მოახსენეს რომ პეტრე ჩაიკოვსკი(უდიდესი კომპოზიტორი) ცისფერიაო, იმპერატორმა მიუგო:"პედარსტოვ უ ნას მნოგო, ა ჩაიკოვსკი ოდინ".

ნანახია: 1048 | დაამატა: Ucha | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: