მთავარი » 2012 » აპრილი » 16 » საოცარი და სახალისო ფაქტები V.
10:11 PM
საოცარი და სახალისო ფაქტები V.
        მეორე მსოფლიო ომის ბოლოს ავსტრალიაში სამხედრო ტყვეთა ბანაკში იაპონელ ტყვეებს კარგად უვლიდნენ, კვებავდნენ, პატივ სცემდნენ, არ ამუშავებდნენ, ბანაკის ტერიტორიაზე სეირნობისა და ბეისბოლის თამაშის საშუალებასაც კი აძლევდნენ. ამ ყველაფრის მიუხედავად ამაყი იაპონელები ტყვეობის გამო ძალიან იტანჯებოდნენ და თავს იხრჩობდნენ. ერთ ღამეს 90 მათგანმა ჩამოიხრჩო თავი. რადგან ერთი ბაწარი ჰქონდათ, ხშირად მასთან რიგები იდგა.
             სხვათაშორის გერმანიასთან შეთანხმებით იაპონია 1941 წელს ომოისთვის მოუმზადებელ საბჭოთა კავშირს უნდა დასხმოდა, რაც უკანასკნელის საბოლოო განადგურებას ნიშნავდა. თავიანთი სიამაყის გამო იაპონელები ამის ნაცვლად აშშ–სა და ბრიტანეთის იმპერიას დაესხნენ თავს და ჯილდოდ ატომური ბომბები მიიღეს.

        თომას ედისონს სიბნელის პანიკურად ეშინოდა. საბოლოოდ მან ელექტრო ნათურა გამოიგონა – თუმცა მან ეს 10000 წარუმატებელი ექსპერიმენტის შემდეგ მოახერხა. როდესაც ჰკითხეს ამდენი წარუმატებელი ცდის შემდეგ რწმენამ როგორ არ გიღალატათო, უპასუხა: " ყველა წარუმატებელი მცდელობა მიზანთან ერთი ნაბიჯით მაახლოებდაო". ნებისყოფაც ასეთი უნდა.

          ერთხელ ტირანმა დიონისე სირაკუზელმა  თავისი ლექსები პოეტ ფილოქსენეს წაუკითხა და აზრი ჰკითხა.   პოეტმა დაიწუნა, რის გამოც გაბრაზებულმა ტირანმა დასაჯა და ქვის სამტეხლო კარიერზე სამუშაოდ გაამწესა. რამდენიმე თვის შემდეგ დიონისეს წყენამ გაუარა, ახალი ლექსები დაწერა, ძველი შეასწორა, კვლავ ფილოქსენე მოიხმო თავისთან და ლექსები წაუკითხა. ფილოქსენემ ყურადღებით მოუსმინა, შემდეგ წამოდგა და გასასვლელისკენ გაემართა. სად მიდიხარ? უთხრა გაკვირვებულმა დიონისემ. – ქვის სამტეხლო კარიერზე! უპასუხა ფილოქსენემ.

         "როგორც ჩანს რუსეთში მხოლოდ 2 ადამიანი არ იპარავს – მე და თქვენ", მიმართა იმპერატორმა ნიკოლოზ პირველმა თავის ვაჟს, როდესაც ხაზინიდან უზარმაზარი თანხების დატაცების ფაქტები გამოავლინა.

       რომის იმპერატორი სეპტიმუს სევერი წერდა : "მე მივაღწიე ყველაფერს, მაგრამ სიხარულს ვერ ვპოულობ ვერაფერში. მე მეგონა რომ რამეს წარმოვადგენდი, მაგრამ თურმე არარაობა ვყოფილვარ; მე მგონია რომ ვმართავ, თუმცა სინამდვილეში შიშის და ბრბოს მონად ვიქეცი; მე მსურდა შვილების გმირებად აღზრდა; – ისინი კი ნაძირალები დადგნენ".

        როდესაც "ნკგბ"–ს(სსრკ–ს უშიშროების) მეთაური (მთავარი ჯალათი) ჰენრიხ იაგოდა დააპატიმრეს(1934 წ.) და სტალინის ბრძანებით დახვრეტა მიუსაჯეს, იაგოდამ თქვა:"მე იოსებ ბესარიონის ძეს, როგორცა ერთგული ძაღლი ისე ვემსახურებოდი და მის სისხლიან საქმეებს ვაკეთებდი, ამიტომ მისგან მადლობის მეტი არაფერი დამიმსახურებია, ხოლო ღმერთისგან სასჯელი დავიმსახურე. ჰოდა ახლა თავად განსაჯეთ, რომელმა შეასრულა პირობა.

         გენიალური მხატვარი ჰანს ჰოლბაინი, რომელიც საშინელი ხასიათით გამოირჩეოდა, ინგლისის მეფე ჰენრი მერვის კარზე მსახურობდა. ერთხელ მის სახელოსნოში ერთი ლორდი უცერემონიოდ შეიჭრა. გაბრაზებულმა ჰოლბაინმა იგი კიბეზე დააგორა. ლორდი მეფესთან გაიქცა საჩივლელად და თან იმუქრებოდა მაგ მხატვარს მოვკლავო. მეფემ ამაზე მიუგო:" მილორდ მე თქვენ გიკრძალავთ მის სახელოსნოსთან მიახლოებასაც კი! მისი სიცოცხლის ხელყოფისათვის კი მყისვე სიკვდილით დაისჯებით! იცით რა განსხვავებაა თქვენსა და ჰოლბაინს შორის? მე დღესვე შემიძლია 7 გლეხი მოვიყვანო სასახლეში და თქვენნაირ ლორდად ვაქციო, მაგრამ 7 თქვენნაირი ლორდისგან ვერასოდეს შევქმნი ერთ ჰოლბაინს.

         კოლუმბიელ ნარკობარონ პაბლო ესკობარს, რომელმაც კოკაინის ვაჭრობით 7 მილიარდი იშოვა, თავად არასოდეს გაესინჯა ეს თეთრი სიკვდილი.

       ბირკენაუს საკონცენტრაციო ბანაკიდან ნაცისტებს ებრაელების დამწვარი გვამების ფერფლი გამოჰქონდათ და მოყინულ გზებზე ჰყრიდნენ, მანქანები რომ არ მოცურებულიყვნენ.

            სადარაჯოზე სააღლუმო ფორმაში გამოწყობილ ინგლისის სამეფო გვარდიის კავალერისტებს ლაპარაკი და განძრევაც კი ეკრძალებათ. ისინი მაშინაც კი გაქვავებულნი სხედან ცხენებზე, როდესაც ულამაზესი ქალიშვილები ჩექმის ყელში ბარათებს უდებენ, თავიანთი ტელეფონის ნომრებით.

     1826 წელს პეტრე–პავლეს საპყრობილეში დეკაბრისტთა(რუსეთში ევროპული განათლება მიღებული ახალგაზრდები დეკემბრის თვეში აჯანყდნენ, ამის გამო დეკაბრისტები უწოდეს) ხუთი ხელმძღვანელი: პესტელი, მურავიოვ–აპოსტოლი, რილევი, კახოვსკი და ბესტუჟევ–რიუმინი. უკანასკნელ წუთს რილევმა მღვდლის ხელი მიიდო გულზე და უთხრა: "გესმით, როგორ მშვიდად მიცემს გული?..." როცა ჯალათმა სიკვდილმისჯილებს სკამები გამოაცალა ფეხქვეს, მურავიოვს, რილევსა და კახოვსკის თოკები გაუწყდათ და სახრჩობელას ქვეშ გათხრილ ორმოში ჩაცვივდნენ. მურავიოვმა შესძახა: – "უბედურო სამშობლოვ, ადამიანის ჩამოხრჩობის უნარიც კი აღარ შეგწევს!"

ნანახია: 1781 | დაამატა: Ucha | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: