მთავარი » 2012 » აპრილი » 15 » საოცარი და სახალისო ფაქტები IV.
4:56 PM
საოცარი და სახალისო ფაქტები IV.
            ინგლისში საუკუნეების მანძილზე არსებობდა ტრადიცია – ვინც 31 დეკემბერს დადებს ფიცს, რომ წლის განმავლობაში არ წაეჩხუბება ცოლს ჯილდოდ ღორის ბეჭს მიიღებს. 1144_1908 წლებში სულ 8 კაცი დაჯილდოვდა.
 
   ძველ სპარტაში ბავშვებს ხშირად აშიმშილებდნენ უფროსები და აიძულებდნენ საჭმელი მოეპარათ. ქურდობაში გამოჭერილებს კი სასტიკად სცემდნენ – დოყლაპიობის გამო.

          გუანდუნის პროვინციაში (ჩინეთი) არსებობს კანონი რომლითაც გაცილებულ ცოლებს უფლება აქვთ პრეტენზია განაცხადონ ყოფილი ქმრების მიერ საყვარლებისათვის მირთმეულ საჩუქრებზე.

         ირან–ერაყის ომის(1981–1988) დროს ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ჰომეინი დანაღმული ველების გასანაღმავად 10–15 წლის ბავშვებს იყენებდა:"ეს სჯობს საგანგებოდ გაწვრთნილი და მომზადებული ჯარისკაცის დაღუპვასო". 140000–ზე მეტი მათგანი დაიღუპა. სამაგიეროდ ჰომეინი დაღუპულთა ოჯახებს წერილებს უგზავნიდა– "გილოცავთ,  თქვენი შვილი წმინდა საქმეს შეეწირაო".

      ჰიტლერის კანონით ერის გასამრავლებლად ახალგაზრდა ქალიშვილს უფლება არ ჰქონდა უარი ეთქვა ჯანმრთელი და ძლიერი აღნაგობის მქონე ვაჟებთან სექსზე. ამ გზით დაბადებული ბავშვები კანონიერად ითვლებოდნენ და მათ "ფიურერისათვის მიძღვნილ საჩუქარს" ეძახდნენ.
      
     რუსეთის მეფე ივანე  მრისხანე 1 თვე უსწორდებოდა ნოვგოროდში ლიტვის მეფე სიგიზმუნდის მომხრე ბოიარებსა და რიგით მოქალაქეებს. შედეგად 3000–მდე ადამიანი დახოცა. შემდეგ გაირკვა რომ უდანაშაულოები დახოცა და ხმები მათ ღალატზე სიგიზმუნდმა გაავრცელა. 
        სხვათაშორის ივანემ საკუთარი შვილი მოკლა დანაშაულისათვის, რომელიც, როგორც შემდეგ გაირკვა, მას არ ჩაუდენია. ამ ყველაფრის მიუხედავად მეფე ივანე რუსულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. 

      გერმანიის იმპერატორმა ფრიდრიხ ბარბაროსამ ვაჭრებისა და ავადმყოფების გარდა ყველას აუკრძალა საზღვარგარეთ მოგზაურობა: "მოგზაურებს უცხო ქვეყნებიდან უცნაური და სასაცილო ჩვევები შემოაქვთ, გერმანიას კი მაიმუნები არ სჭირდებაო" ამბობდა იგი.

          ქ. დუბნოს ალყის დროს ზაპოროჯიელ კაზაკთა პოლკოვნიკმა ტარას ბულბამ პოლონელთა ქალაქიდან გამოსატყუებლად ყველაზე ენამწარე კაზაკები აარჩია, რომლებიც საშინლად აგინებდნენ პოლონელებს: "ლიახი(პოლონელი) თავქარიანია, შეიძლება ვერ მოითმინოს და ბრძოლაში ჩაებასო" ამბობდა იგი.
       
             იაპონიაში დაუწერელი კანონის მიხედვით სამსახურში 2 დღე ერთნაირი ტანსაცმლით არ უნდა გამოცხადდეს, თორემ იფიქრებენ სახლში არ გაუთევიაო. 

              ისრაელში ოჯახის უფროსად დღემდე ქალი ითვლება. ის არის გვარის გამგრძელებელი. ამიტომ ვაჟის დაბადება ოჯახში მწუხარებას იწვევს და პირიქით. ცოლ–ქმრის განქორწინების შემთხვევაში მთელი ქონება ცოლს რჩება და ქმარმა ცხოვრება თავიდან უნდა დაიწყოს.

                1768 წელ ინგლისელმა ყოფილმა კავალერისტმა ფილიპ ასტლეიმ ღია ცის ქვეშ 42 ფუტის სიგრძის დიამეტრის მოედანი შემოღობა და მისი ჯირითის ნახვის მსურველებს ფულს ახდევინებდა. ასე შეიქმნა პირველი ცირკი.
               
           ამაზონის წითელი ჭიანჭველები ხშირად ესხმიან თავს მეზობელ ტომებს და ჭუპრებს იტაცებენ. ამ ჭუპრებს საგულდაგულოდ უვლიან და იქიდან დაბადებულ ჭიანჭველებს მონებად აქცევენ. ეს მონები მთელს ცხოვრებას მტრის მონობაში ატარებენ. როცა ბერდებიან და კვდებიან წითელი ჭიანჭველები ახალი ჭუპრების მოსაპოვებლად ლაშქრობას აწყობენ.

            ჩრდილო ამერიკელ ინდიელებს მე–15 საუკუნისათვის მხოლოდ ძაღლი და ინდაური ჰყავდათ მოშინაურებული.

           ანტიკურ პერიოდში ცისფერები ერთმანეთს და–ძმას ეძახდნენ. შუა საუკუნეებში მათ ვარდისფერები უწოდეს.

       მალაიზიაში მიწისქვეშა გვირაბები უსაშველოდ დაკლაკნილია, რდგან იქ ადამიანს მიწა დედამიწის ზედაპირიდან ბირთვამდე ეკუთვნის. ამის გამო აკრძალულია ვისიმე კუთვნილი მიწის ნაკვეთის, სახლისა თუ რაიმე ნაგებობის ქვეშ გვირაბის გაყვანა.
ნანახია: 1336 | დაამატა: Ucha | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: