მთავარი » 2012 » აპრილი » 15 » საოცარი და სახალისო ფაქტები III.
0:44 AM
საოცარი და სახალისო ფაქტები III.
          ბიზანტიის იმპერატორი ანდრონიკე კომნინოსი მეტად მექალთანე იყო. როცა ქალი მოეწონებოდა მის ქმარს საიმპერატორო მამულში ნადირობის უფლებვას აძლევდა, რაც დიდი პატივი იყო. ვისაც ეს ნებართვა მიეცემოდა, დამამტკიცებელ ნიშნად მის ჭიშკარზე ირმის რქებს აკრავდნენ. სანადიროდ წასულის ცოლს კი იმპერატორი ესტუმრებოდა და...  ასე გავრცელდა გამოთქმა "რქიანი".

        1867 წელს აშშ–მ რუსეთისგან ალასკა 7,2 მილიონ დოლარად იყიდა. კონგრესის სხდომაზე ერთ–ერთმა კონგრესმენმა ამის გამო სახელმწიფო მდივანს(საგარეო საქმეთა მინისტრს) სიუარდს დოყლაპია უწოდა. 25 წლის შემდეგ, როდესაც ალასკაში ასზე მეტი ოქროს საბადო აღმოჩნდა, იგივე კონგრესმენმა სიუარდი ქებით მოიხსენია გამოჩენილი სიბრძნისათვის.

   მცენარე ნარშავი შოტლანდიის ეროვნული სიმბოლოა. მან შოტლანდიური ციხესიმაგრე მტრისგან აღებას გადაარჩინა. მალულად მიპარულ მტერთაგან ერთ–ერთმა  ფეხი შემთხვევით ამ ეკალბარდს დაადგა და წამოიყვირა. გაღვიძებულმა ციხესიმაგრის მცველებმა მტერი მოიგერიეს.

         მე–19 საუკუნეში ექიმები ადამიანებს ცხოველის სისხლს უსხამდნენ. ამისთვის მხოლოდ ცხვრის სისხლი გამოიყენებოდა.
 
         ადამიანის ორგანიზმის 75% წყალია. ამიტომ შიდა პროცესების დარღვევის შედეგად,  ორგანიზის გადახურების შემდეგ, ადამიანის უკვალოდ აალება ხდება.

         ინგლისის პარლამენტის ლორთა პალატაში, რომელშიც 1244 წევრია, ქვორუმი მხოლოდ 3 პროცენტს შეადგენს – საკმარისია სხდომას მხოლოდ თავჯდომარე და 3 წევრი ესწრებოდნენ. მე–19 საუკუნიდან ინგლისში მეფე და ლორდთა პალატა უბრალო ტრადიციის პატივისცემის გამოხატულებას წარმოადგენს.
 
         მწერალი ო ჰენრი შობის წყალობით გახდა ცნობილი. მაშინ ის უილიამ სიდნეი პორტერი – პატიმარი ნომერი 34627 იყო ამერიკის ერთ–ერთ ციხეში. მას საშობაოდ თავისი ქალიშვილისთვის საჩუქრის გაგზავნა უნდოდა და რადგან ფული არ ჰქონდა დიდი ფიქრის შემდეგ დაწერა მოთხრობა ფსევდონიმით "ო ჰენრი" და ჟურნალში გამოაქვეყნა. მოთხრობამ დიდი მოწონება დაიმსახურა და უბრალო პატიმარი მალე ცნობილი მწერალი "ო ჰენრი" გახდა. აღებული ჰონორარით შვილს მამამ საშობაო საჩუქრები გაუგზავნა.

         ძველ სპარტაში აღმზრდელის მიერ დასმულ შეკითხვაზე მოუფიქრებელი პასუხის გაცემისათვის აღმზრდელი მას თითზე კბენდა.

         ეროტიკული ბიბლიოთეკის ყველაზე დიდი ბიბლიოთეკა, რომელიც 25400 ტომისაგან შედგება ვატიკანში ინახება.

         იტალიაში ცნობილ და ღირსეულ ადამიანებს, პატივისცემის ნიშნად, სხვადასხვა ქალაქში ცარიელი კუბოთი დაკრძალვის ცერემონიას უწყობენ.  მაგ. ბელინის პომპეზური დაკრძალვა მოუწყვეს ნეაპოლში, პალერმოსა და მესინაში, სინამდვილეში კი დიდი კომპოზიტორი პარიზშია დაკრძალული.

          მესამე რაიხის (ჰიტლერის სახელმწიფო) მთავარ არქიტექტორს, ალბერტ შპეერს ნიურნბერგის სასამართლომ 20–წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. შპეერმა ციხეში დაწერა წიგნი სახელწოდებით – "მესამე რაიხის წიაღში", რომელიც გამოცემისთანავე ბესტსელერად იქცა და ავტორს უზარმაზარი ჰონორარი მოუტანა.

            დაახლ. 981 წლის ზაფხულში ვიკინგი ერიკ წითური უცნობ მიწას მიადგა. მან მწვანე სანაპირო დაინახა და ახალ აღმოჩენილ კუნძულს გრენლანდია ანუ მწვანე ქვეყანა დაარქვა. ასე ქვია დღესაც კუნძულს რომლის 3/4 ყინულითაა დაფარული.       
             
ნანახია: 1210 | დაამატა: Ucha | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: