მთავარი » 2012 » აპრილი » 9 » საოცარი და სახალისო ფაქტები I.
6:44 PM
საოცარი და სახალისო ფაქტები I.
   ალექსანდრე მესამის მეფობის დროს რუსეთიდან ჩინეთში დიპლომატიური მისიით  ერთ–ერთი ბოიარი გააგზავნეს. საჩუქრად ელჩმა სამეფო რჩეული – მაძებარი და მწევარი ძაღლები წაიყვანა. მოგვიანებით ბოიარი დაინტერესდა, მოეწონათ თუ არა მისი ძღვენი ჩინელებს. "დიახ, ძალიან გემრიელი იყო", – იყო პასუხი.

        1497 წ ქ. ბრისტოლში(ინგლისი) დაბრუნდა ჯონ კაბოტის ექსპედიცია, რომლის მეთაურმა განაცხადა, რომ ჩინეთი აღმოაჩინა. ამის გამო მეფე ჰენრი მე 7–მ  10 გირვანქა აჩუქა და ყოველწიურად 20  გირვანქა დაუნიშნა პენსიად. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ კაბოტს ჩინეთი კი არა – კანადა აღმოუჩენია.

         "ადიდასის" და "პუმას" დამაარსელები – ძმები ადოლფ და რუდოლფ დასლერები დასანახად ვერ იტანდნენ ერთმანეთს. სავაჭრო ბაზარზე მათი დაპირისპირება პირად სიძულვილში იყო გადაზრდილი. ეს დაპირისპირება იმდენად ძლიერი იყო, რუდოლფის დაკრძალვაზე ადოლფი არ მივიდა. 4 წლის შემდეგ ისიც გარდაიცვალა და მისივე ანდერძით ძმისგან მოშორებით, სასაფლაოს მეორე ბოლოში დაკრძალეს.

       ჩინეთის დიქტატორისა და კულტურული რევოლუციის ავტორის მაო ძედუნის ბრძანებით ჩინეთში ბეღურები გაანაგურეს – ვითომ ბრინჯის მოსავალს დიდ ზიანს აყენებსო. ათიათასობით მოხალისე დოლებს აბრახუნება, დუდუკებს აჭყვიტინებდა, თუნუქის ქვაბებს არახრახებდა. ფრინველებს დაჯდომის საშუალებას არ აძლევდნენ. დაქანცული და გულგახეთქილი ჩიტები უსიცოცხლოდ ცვიოდნენ მიწაზე. ჩინელები კალათებს, გოდრებს, ხელურმებს, სატვირთო მანქანების საბარგულებს ავსებდნენ დახოცილი ფრინველებით. ბეღურების განადგურებამ სავალალო შედეგები გამოიღო – მავნე მწერებმა, რომლებსაც ადრე ბეღურები მუსრს ავლებდნენ, თითქმის მთლიანად მოსპეს ბრინჯის მოსავალი.

          1947 წ. ინგლისელებმა ბიუჯეტის მოწესრიგებისას გააუქმეს სამხედრო თანამდებობა, რომელიც 1802 წელს იყო შემოღებული. ამ თანამდებობის მქონე პირს, ნაპოლეონის ინგლისში შემოჭრის შემთხვევაში, ქვემეხის გასროლით თანამემამულეთა გაფრთხილება ევალებოდა.(ნაპოლეონი 1815 წ. დააპატიმრეს და 1821 წელს გადასახლებაში გარდაიცვალა წმინდა ელენეს კუნძულზე).

       აშშ–ს სასწავლო დაწესებულების უმრავლესობას კედელზე აქვს წარწერა : " გამაგრდი – მალე პარასკევია".

       კუბელები ფიდელ კასტროს პატივს სცემენ, როგორც გმირს და სძულთ, როგორც დიქტატორი.

       ჰიტლერის ,,ათასწლოვანმა" რეიხმა 12 წელი და 3 თვე იარსება.

    მეოცე საუკუნის დასაწყისში ფილადელფიის(აშშ) მოსახლეობა ქუჩების ნაგვისაგან გასაწმენდათ "ბიოლოგიურ" საშუალებას მიმართავდა. ამისათვის მოქალაქეები ქუჩაში ღორებს უშვებდნენ.

        1914 წლის 31 ივლისს რუსეთის გენშტაბის უფროსმა იანუშკევიჩმა იმპერატორ ნიკოლოზ მეორისგან მიიღო ბრძანება საყოველთაო მობილიზაციის შესახებ, რასაც დიდი ხნის განმავლობაში მოუთმენლად ელოდა. საუბრის დასრულების შემდეგ, მან ტელეფონი ორთქლის გამათბობლის ბატარეას შეანარცხა და ნამტვრევებად აქცია იმ ვარაუდით, რომ თუკი იმპერატორი მყისეულად შეცვლიდა გადაწყვეტილებას, გენერლისათვის ხელის შეშლა ვეღარ მოესწრო.

           ტელეფონის გამომგონებელ ალექსანდრ ბელს არასოდეს უსაუბრია ტელეფონით დედასთან. დედამისი ყრუ იყო.

       აინშტაინი 1910 წლიდან 1921 წლამდე 10 ჯერ იყო წარდგენილი ნობელის პრემიაზე. ბოლოს, 1921 წელს, მან ნობელის პრემია მიიღო ფოტოეფექტის გამოსხივების ნაშრომისათვის. დაჯილდოების წერილში ნობელის კომიტეტის მდივანმა სპეციალურად გაუსვა ხაზი, რომ მას ეს პრემია ფარდობითობის თეორიისათვის არ მიენიჭა.

ნანახია: 1414 | დაამატა: Ucha | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: