საქართველოს ვირტუალური ინვესტორები და სიმართლე ტრამპთაუერებზე. - 9 მაისში 2012 - გარდაქმნა
მთავარი » 2012 » მაისი » 9 » საქართველოს ვირტუალური ინვესტორები და სიმართლე ტრამპთაუერებზე.
3:45 PM
საქართველოს ვირტუალური ინვესტორები და სიმართლე ტრამპთაუერებზე.
         5 დღის დაარსებულმა კომპანიამ - "Adjara Hirizonts holding B>V" -მ ვარშალომიძის ბრძანებით, აჭარის ზღვისპირა ზოლში 17 მილიონად (აქედან 13 მლნ ობიექტებში მცხოვრები ლტოლვილთა საკომპენსაციო თანხაა, ხოლო 4 მლნ ქონების ფასი?) 21 სასტუმრო შეიძინა. ოფიციალურად "ყაზახურ ინვესტიციად" წოდებული 4 კომპანია ფიგურირებს, მაგრამ ოთხივეს ერთი კომპანია მართავს, რომელსაც ერთადერთი და ისიც ქართველი დამფუძნებელი ჰყავს. აჭარის კურორტების 21 გაყიდული ობიექტიდან ერთადერთი, რომელიც აშენდა - არის რედისონ-ბათუმი(იგი 1 წლის დაგვიანებით 2011 წ. 1 ივლისს გაიხსნა), რომელიც სასტუმრო მედეას ადგილზე აშენდა. 
      "აჭარა კურორტები" ბათუმსა და ქობულეთში 21 ობიექტს მოიცავდა, რომლის მფლობელი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო იყო. ვარშალომიძის 2006 წლის 14 თებერვლის განკარგულებით ,იგი ყაზახურმა სილქროუდ ჯგუფმა შეიძინა. ხელშეკრულების მიხედვით კი ობიექტები კომპანია "Adjara Hirizonts holding B>V" -მ იყიდა, რომელიც 5 დღით ადრე დაარსდა ნიდერლანდებში(სარეგისტრაციო ნომერი №06052861, იურიდიული მისამართი შტეპელსტრაატ 163065 როტერდამი). ამ 2 კომპანიას შორის კავშირი ნასყიდობის ხელშეკრულებიდან ჩანს, სადაც წერია, რომ Adjara Hirizonts holding B>V -ს სილქროუდ ჯგუფი აკონტროლებს. კომპანია "Adjara Hirizonts holding B>V" -ის დამფუძნებლების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ არსებობს. ფაქტი კი ერთია, რომ ამ კომპანიას ობიექტების მშენებლობის ვადა რამდენჯერმე გადაუწია და მათი დასრულების ბოლო ვადად 2019 წ. დაუწესა.
        დღემდე გაურკვეველია თუ რეალურად ვინ არის კომპანია "Adjara Hirizonts holding B>V" და ვინ უნდა ააშენოს აჭარის ტურისტული ობიექტები. რედისონ ბათუმის მშენებლობისას მის მიმდებარე ტერიტორიაზე, სარეკლამო დაფაზე ეწერა, რომ ამ მშენებლობას აწარმოებს არა ზემოთხსენებული ორი კომპანია, არამედ "Development Solutionsi". მისი საიტიდან ვიგებთ, რომ ეს კომპანია 2006 წ. დაარსდა და თბილისისა და ბათუმის რედისონები მან ააშენა. მის საკუთრებაშია აგრეთვე ყოფილის სასტუმრო მესხეთის(ერთერთი 21 ობიექტიდან) აქციების 52,83% და სხვა აჭარის ტურისტული ობიექტები. ამ კომპანიის დამფუძნებლები კი ქართველი და უცხოელი (ყაზახი) ინვესტორები არიან. სხვა ოფიციალური ინფორმაციით კი კომპანია "Development Solutionsi"-ს ერთადერთი დამფუძნებელია დღემდე გაურკვეველი ქართველი ბიზნესმენი კონსტანტინე მხეიძე. კომპანიის საიტზე კი წერია, რომ კ. მხეიძე კომპანიის ჩვეულებრივი თანამშრომელია და არა მენეჯერი. სახელმწოფო რეესტრის მონაცემებით კ.მხეიძის სახელზე სხვა რაიმე სოლიდური ქონება რეგისტრირებული არ არის. მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერსა და მისამართზე კ.მხეიძესთან დაკავშირება შეუძლებელია.
      სახელმწიფო რეესტრის მონაცემებით კომპანია "Development Solutionsi" აჭარის 21 ობიექტის მფლობელი არა არის. სილქროუდი წარმომადგენლის გიორგი ნიკოლაიშვილის განცხადებით ეს კომპანია ქართულ-ყაზახურია და მხოლოდ მშენებლობის მართვას ახორციელებს. მისივე თქმით 21 ობიექტი 3 სექტორად(ბათუმის, ქობულეთის, მწვანე კონცხის) იყოფა და პატარა კომპანიებზეა რეგისტრირებული, რომლებსაც სილქროუდი მართავთ. არადა რეესტრის ინფორმაციით ყველა ობიექტი "Adjara Hirizonts holding B>V"-ზეა რეგისტრირებული. "Development Solutionsi"-ის საიტიდან კი ვგებულობთ, რომ მის საკუთრებაშია აგრეთვე "ბათუმის რივიერაც". ოფიციალური დოკუმენტებიდან კი ჩანს, რომ იგი თბილისური კომპანია "შპს ვენტოს" საკუთრებაა. "რივიერა" საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით გაიყიდა. თუმცა აუქციონიდან შემოსული თანხით დავალიანება მხოლოდ ნაწილობრივ დაიფარა. "რივიერას" ბიუჯეტის 17 მლნ ლარი ემართა. "ვენტომ" კი იგი 10 მილიონად იყიდა?. სხვათაშორის ვენტოს გენერალური დირექტორიც გ. ნიკოლაიშვილია. "Development Solutionsi"-ის თანამშრომლებიც ერთდროულად რამდენიმე კომპანიის თანამდებობებზე მუშაობენ.
       სახელმწიფოს მიერ გაცემული ნასყიდობის ხელშეკრულებით "21 ობიექტის" მფლობელთ უფლება აქვთ გადასცენ, გაყიდონ, გააქირავონ, ნებისმიერი ფორმით დატვირთონ ესა თუ ის ობიექტი.
     2009 წ. ივლისში სააკაშვილმა მკაცრად გააკრიტიკა ყაზახი ინვესტორები. - " არაფერი გააკეთეს და მრავალი ადამიანი უმუშევარი დატოვეს. ასეთივე წარუმატებელი აღმოჩნდა მათი პროექტები თბილისსა და ბათუმში, სადაც მათ სასტუმროები შეიძინეს და იქ მცხოვრებ დევნილებს იმდენად მიზერული თანხა გადაუხადეს, რომ ამ ხალხმა ბინების შეძენა ვერ შეძლო. ამ თემაზე გადაწყვეტილი მაქვს პირადად ვესაუბრო ყაზახეთის პრეზიდენტს". რა მოილაპარაკეს 2-მა დიქტატორმა ჩვენთვის უცნობი დარჩა.
       2011 წ. აპრილში პარლამენტში მიიღეს ცვლილებები " სახელმწიფო ქონების პრივატიზების" შესახებ კანონში, რომლითაც მყიდველი თავისულფდება სანქციებისგან საპრივატიზაციო ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, თუ ის მიმართავს ეკონომიკის სამინისტროს. ამ შეღავათით Development Solutionsi-ნმა ისარგებლა, განსხვავებით იმ 7 კომპანიისაგან, რომლებსაც დარღვეული პირობების გამო ქონება ჩამოართვეს და გაუყიდეს.
           2006 წ. 11 იანვარს ასტანაში მყოფი სააკაშვილი დარწმუნებული იყო, რომ ყაზახურ მხარესთან შეთანხმებით 2008 წ. აჭარა მსოფლიო სტანდარტების საუკეთესო მხარე გახდებოდა. რეალურად კი მხოლოდ რედისონი, პიაცა და იუსტიციის სახლი აშენდა. სხვათაშორის პიაცა რომლის აშენება 18,5 მლნ დოლარი დაჯდა უკვე გაიყიდა. იგი პიაცა ჰოლდინგმა 11 მილიონ დოლარად იყიდა. ამ კომპანიას ზოგი რუსულ კომპანიად, ზოგი კი თურქულ კომპანიად თვლის.
           არსებითად ამ საკითხის გაგრძელებაა ე.წ. ტრამპთაუერების საკითხი. როგორც გაზეთმა კომერსანტმა გაახმაურა აღნიშნულ ცათამბჯენებს კომპანია სილქროუდი აშენებს. სილქროუდი ტრამპის სახელის გამოყენებისათვის კი 10 მლნ დოლარს იხდის. ამ თემაზე დასმულ კითხვაზე სილქროუდის წარმომადგენელმა უპასუხა, რომ ტრამპთან მათი დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მათ არ აქვთ ხელშეკრულების დეტალების გამხელის უფლება. ტრამპის პრესსამსახურის განცხადებით კი კომპანია საქართველოში არანაირ მშენებლობას არ აწარმოებს და არც უახლოეს მომავალში გეგმავს რაიმეს. ბატონი ტრამპის ვიზიტი თბილისში კი უბრალო გაცნობითი ხასიათის იყოო.
 
მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 507 | დაამატა: Ucha | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: