მთავარი » 2012 » ივნისი » 3 » საქართველოს მოსახლეობის აღწერის შედეგები.
8:43 PM
საქართველოს მოსახლეობის აღწერის შედეგები.

საქართველოს მოსახლეობა ერთწლიან პერიოდში 0.6%–ით გაიზარდა და 2012 წლის იანვარში 4 497 600 მილიონი შეადგინა, თუმცა ამაში არ შედიან სეპარატისტული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლები, განაცხადა „საქსტატმა" 31 მაისს.

დადებითმა მიგრაციულმა სალდომ (20.2 ათასი) და ბუნებრივმა მატებამ (8.2 ათასი) საქართველოს მოსახლეობა 28.4 ათასი კაცით გაზარდა, იტყობინება „საქსტატი".

შობადობის მაჩვენებელი 2000–2007 წლებში თითქმის ერთ დონეზე რჩებოდა და ყოველწლიურად ახალდაბადებულთა რაოდენობა 47 000 – 49 000 ფარგლებში მერყეობდა. 2008 წელს შობადობის დონე 56 565–მდე გაიზარდა, ხოლო 2009 წელს – 63 377–მდე, რასაც მოყვა კლება 62 585–მდე 2010 წელს და 58 014–მდე 2011 წელს.

„საქსტატის" მონაცემებით, დედაქალაქში 1 172 700 ადამიანი ცხოვრობს. 
 
მოსახლეობის გადანაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია: იმერეთი – 707 500; ქვემო ქართლი – 511 300; სამეგრელო–ზემო სვანეთი – 479 500; კახეთი – 407 100; აჭარა – 393 700; შიდა ქართლი – 314 600; სამცხე–ჯავახეთი – 214 200; გურია – 140 300; მცხეთა–მთიანეთი – 109 700; რაჭა–ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 47 000.

2012 წლის 1 იანვრის მდგომარეობით მოსახლეობის 47.7% მამაკაცია და 52.3% – ქალი, საიდანაც 53.2% ქალაქებში ცხოვრობს, ხოლო 46.78% – სოფლად.

მოსახლეობის 13.7 პროცენტი 65 წლის და უფროსი ასაკისაა. „საქსტატის" ინფორმაციით, 2011 წელს უმნიშვნელოდ გაიზარდა ოთხ წლამდე ასაკის ბავშვების რაოდენობა და ამჟამად, მოსახლეობის 6.35%–ს შეადგენს.

ბოლოს საქართველომ მოსახლეობის აღწერა 2011 წელს ჩაატარა, რომლის დროსაც მოსახლეობამ 4.4 მილიონი შეადგინა, 1989 წელს ჩატარებულ აღწერასთან შედარებით ერთი მილიონით ნაკლები.

ნანახია: 1263 | დაამატა: Ucha | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: