მთავარი » 2012 » მაისი » 3 » როგორი უნდა იყოს ნამდვილი მამაკაცი.
11:52 PM
როგორი უნდა იყოს ნამდვილი მამაკაცი.
     სტილი – ეს არ არის მოდა, მოდა არ ნიშნავს ტანსაცმელს; გემოვნებასა და სტილს ფულით ვერ იყიდი, სამაგიეროდ, როცა სტილი და გემოვნება გაქვს, გაქვს ფულიც;

   მფლანგველი მამაკაცი არ ნიშნავს დახვეწილ მამაკაცს. თუ გსურთ, ყველას დაუმტკიცოთ საკუთარი უპირატესობა, ამას ფულით ნუ გააკეთებთ. ინტელექტი და განათლება გაცილებით ეფექტური იარაღია;

  ნებისმიერ მამაკაცს (მიუხედავად პროფესიისა) აუცილებლად უნდა ჰქონდეს ერთი კლასიკური კოსტიუმი მაინც;

     შამპანური არ შეიძლება ღირდეს 3 ლარი  და მისი დალევა ყოველდღე დაუშვებელია (მით უმეტეს დათრობა);

   დახვეწილი მამაკაცის ფეხსაცმელი ყოველთვის სუფთაა. ჯიბეში არასდროს უდევს სავარცხელი და დაჭმუჭნილი ცხვირსახოცი;

        თუ ტანსაცმელში (როგორი ძვირფასიც უნდა იყოს) თავს კომფორტულად არ გრძნობთ, ჯობს საერთოდ არ ჩაიცვათ. საქმიანი მამაკაცისთვის აუცილებელია საკუთარი თავისადმი რწმენა, დისკომფორტი მუშაობაში ხელს შეგიშლით;

       თავშეკავებულობა და კონსერვატიზმი მამაკაცს ღირსებას სძენს და დადებით იმიჯს უქმნის, მიუხედავად იმისა, რომ მოდაში ქარაფშუტა და უპასუხისმგებლო მამაკაცები არიან;

   ნამდვილი მამაკაცი არასოდეს შეიჭრის თმას შემთხვევით პარიკმახერთან. ვიზიტი ყოველთვის წინასწარ აქვს დაგეგმილი;

    მამაკაცის იმიჯზე განსაკუთრებით უარყოფითად მოქმედებს ბილწსიტყვაობა. არც ერთ სერიოზულ დაწესებულებაში არ სურთ თანამშრომელი, რომელიც იგინება;

     სიმელოტე შეიძლება იმიჯად იქცეს, თუკი თმას კლასიკურად შეიჭრით (მაქსიმალურად მოკლე. საუკეთესო ვარიანტია გადაპარსვა. სხვა, ნებისმიერი ვარცხნილობა მხოლოდ დისკომფორტს შეგიქმნით);

     თუ თქვენი საქმიანობისათვის საჭიროა ჩანთა, ის აუცილებლად ძვირფასი უნდა იყოს; გაცილებით ძვირფასი, ვიდრე ჩანთაში მოთავსებული ნივთები.

      საფულეში უნდა შეინახოთ მხოლოდ ფული. სავიზიტო ბარათებისა და ჩანაწერებისათვის მისი გამოყენება დაუშვებელია;

     საზოგადოებაში ტელევიზორის ყურება არ ნიშნავს ცუდად აღზრდას. მაგრამ მთავარია, რომელ გადაცემას უყურებთ;

      საათი ხშირად საუკეთესოდ ახასიათებს მის მფლობელს. ამიტომ შეარჩიეთ ისე, რომ საერთო ანსამბლში დისონანსი არ შეიტანოთ;

     ნამდვილი მამაკაცი ყოველთვის ყურადღებით უსმენს სხვის აზრს. არასოდეს დასცინის ბულვარულ პრესას; კარგად ერკვევა კულუარულ ჭორებში, მაგრამ თვითონ არასოდეს ჭორაობს; არასოდეს მიაყენებს შეურაცყოფას სხვას და არც სხვისგან მოითმენს დამცირებას. ნამდვილმა მამაკაცმა კარგად იცის, რომ პრობლემა ჩხუბითა და მუშტებით იშვიათად მოგვარდება, თუმცა აუცილებლობის შემთხვევაში არც ამას გაურბის.

ნანახია: 1544 | დაამატა: Ucha | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 4
4 UNKNOWN  
0
ეს აუცილებლად ყველა მამაკაცმა უნდა წაიკითხოს.

3 marii  
0
getanxmebit me is adamiani mimachnia namdvil mamakacad vinc problemebs mushtit ar agvarebs.:))) tan me piradad dzalian momwons roca kacs kargi iumoris grdznoba aqvs:)))

2 Ucha  
0
ამ კრიტერიუმებს სამწუხაროდ ერთეულები აკმაყოფილებენ და მათი მოძებნა ძალიან ძნელია. ასე რომ არ იყოს ქართველი ქალები უბედნიერესები იქნებოდნენ.

1 tamy  
0
es momzons ucha,bevr qartvel bichs gamoadgeba saxelmzgvanelod

სახელი *:
Email *:
კოდი *: