როგორები არიან მექალთანე მამაკაცები - 13 აპრილში 2012 - გარდაქმნა
მთავარი » 2012 » აპრილი » 13 » როგორები არიან მექალთანე მამაკაცები
8:38 PM
როგორები არიან მექალთანე მამაკაცები
ფსიქოლოგთა აზრით რამდენიმე ტიპის მექალთანე არსებობს. გაგაცნობთ თითოეულ მათგანს:

1. რომანტიკოსი მექალთანე - უყვარს არა კონკრეტულად ქალი, არამედ ზოგადად სიყვარული, როგორც რომანტიკული გრძნობა. ის მზად არის, საკუთარი ვნებისა და სურვილის მისაღწევად ნებისმიერი წინააღმდეგობა გადალახოს. ამ ტიპის მამაკაცს თავად სიყვარული ხიბლავს ყოველგვარი მოვალეობის გარეშე. საკმარისია, მასთან სერიოზულ ურთიერთობებზე, ოჯახის შექმნაზე წამოიწყოთ საუბარი, რომ ყველაფერი დასრულდეს – მისი გრძნობები გაქრეს. ის როგორც წესი ოჯახის შექმნაზე არ ფიქრობს.
       მექალთანე რომანტიკოსები მომხიბლველები, ემოციური ადამიანები არიან. შეუძლიათ ლამაზად საუბარი, რითაც ხშირად იპყრობენ მანდილოსანთა გულებს. საკუთარ თავში დარწმუნებულები არიან, შეუძლიათ გამოიცნონ სხვისი სურვილები. სწორედ ამის წყალობით იოლად ახერხებენ სუსტი სქესის წარმომადგენლების გულის მოგებას. იმ შემთხვევაში თუ დაოჯახებას მაინც გადაწყვეტს, მისი მეუღლე აუცილებლად უნდა იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი ადამიანი. რადგან რომანტიკოსი ბუნებით მონადირეა, მისი შენარჩუნება მხოლოდ გარკვეული დისტანციით არის შესაძლებელი. მისთვის ქალი იმ შემთხვევაშია საინტერესო, თუ მიუწვდომელი და ამოუცნობია. თუ მოახერხებთ, ხანგრძლივი დროით დარჩეთ მისთვის ამოუცნობი, ჩათვალეთ, რომ მექალთანე რომანტიკოსი სხვისკენ აღარ გაიხედავს.
2. თავდაჯერებული მექალთანე – ამ ტიპის მამაკაცი  როგორც წესი ყველაფერს მეცნიერული თვალით უყურებს. მისი მიზანია დაიპყროს მაქსიმალურად ბევრი, ლამაზი, ჭკვიანი და სექსუალური ქალი. ის არ ეძებს ერთადერთ სიყვარულს და შესაბამისად მას თავისუფლად შეუძლია უარი თქვას ძლიერ გრძნობაზე.
        თავდაჯერებული მექალთანე ოჯახს მხოლოდ იმ შემთხვევაში ქმნის, თუ ძლიერი ნებისყოფის, მომთმენი ხასიათის მქონე  ქალს იპოვის. თუ თქვენს გვერდით ასეთი მამაკაცია, მაშინ ეცადეთ მამაკაცური ღირსებების გამოვლენის საშუალება მისცეთ. მუდმივად უთხარით კომპლიმენტი და აღნიშნეთ მისი დადებითი თვისებები.
3. სექსუალური მექალთანე – ბობოქარი ჰორმონების ტყვეობაშია. მისთვის ერთი ქალი არასოდეს არის საკამრისი. სხვა მექალთანეებისგან განსხავებით სექსისადმი გაორმაგებული მოთხოვნილება აქვს და ამას არც მალავს. ოჯახს რაც შეეხება მას მხოლოდ რკინის ნერვების მქონე ქალი თუ აიტანს, რომელიც მთელი ცხოვრება ღალატს შეეგუება.
        თუ ქვენი მამაკაცი ასეთია, დარწმუნებული იყავით რომ მას სხვა ქალთან არნაირი სერიოზული ურთიერთობა არ აკავშირებს, უბრალოდ წუთით გაერთობა და მორჩა. რახან მან თქვენ აგირჩიათ, ე.ი. უყვარხართ, გენდობათ, პატივს გცემთ და ეს უნდა დააფასოთ.
4. პლატონური მექალთანე – უყავრს ზოგადად ქალები, ყველას კომპლიმენტებს ეუბნება, ნებისმიერი მანდილოსნით აღფრთოვანებულია, მისი გარეგნობის მიუხედავად. იგი არასოდეს საუბრობს სიყვრულზე, რადგან ეს გრძნობა მხოლოდ ერთი ადამიანის მიმართ აქვს. პლატონური მექალთანე აფასებს ისეთ სიყვარულს, რომელიც პრობლემებსა და ნერვიულობას მოკლებულია, რადგან უპრობლემოდ ცხოვრება უყვარს. ქალის გულის დაპყრობას პირველ რიგში კარგი გუნება–განწყობით, იუმორითა და კომპლიმენტებით ახერხებს. რაც შეეხება ქორწინებას, პლატონური მექალთანე ყოველთვის წარმატებულად ქორწინდება და ზუსტ არჩევანს აკეთებს.
      თუ ასეთი მეუღლე გყავთ მშვიდად იყავით, ყველაფერს იუმორით შეხედეთ, რადგან სხვა ქალთან ურთიერთობაში კომპლიმენტებზე შორს არასოდეს წავა.
  
ნანახია: 695 | დაამატა: Ucha | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: