როგორ გადასცეს ჩეჩნეთს კომუნისტებმა ქართული სოფლები. - 9 ივნისში 2012 - გარდაქმნა
მთავარი » 2012 » ივნისი » 9 » როგორ გადასცეს ჩეჩნეთს კომუნისტებმა ქართული სოფლები.
2:08 PM
როგორ გადასცეს ჩეჩნეთს კომუნისტებმა ქართული სოფლები.
           1944 წელს ყარაჩაელები, ბალყარები და ჩეჩენ-ინგუშები შუა აზიაში გადაასახლეს. დეპორტაციის სემდეგ მათი ავტონომიური რესპუბლიკები გააუქმეს და ქლუხორის ოლქი და ჩეჩენ-ინგუშეთი საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკას შეუერთეს. 1957 წ. ჩრდილო კავკასიელთა რეპატრიაციის შემდეგ, ხრუშჩოვმა აღადგინა 1944 წლის საზღვრები.
*  *  *
         1944 წ. 12 ოქტომბრის სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მ. კალინინისა და პრეზიდიუმის მდივნის ა გორკინის ხელმოწერით გამოცემული იქნა შემდეგი ბრძანება: " იმასთან დაკავშირებით, რომ გერმანელების მიერ ყარაჩაის ავტონომიური ოლქის ოკუპაციის დროს ბევრი ყარაჩაელი გამცემლურად მოქმედებდა, ერთიანდებოდა გერმანელების მიერ საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ორგანიზებულ რაზმებში, აბეზღებდნენ გერმანელების წინაშე პატიოსან საბჭოთა მოქალაქეებს, თან მიჰყვებოდნენ და გზას უჩვენებდნენ უღელტეხილებზე ამიერკავკასიისაკენ მიმავალ გერმანიის ჯარებს, ხოლო ნაცისტების განდევნის შემდეგ ხელს უშლიან და ეწინააღმდეგებიან საბჭოთა ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებებს, მალავენ ხელისუფლების ორგანოებისგან ბანდიტებს და გერმანელების მიერ დატოვებულ აგენტებს, უწევენ მათ აქტიურ დახმარებას. სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს: 
1. ყველა ყარაჩაელი, რომლებიც ოქის ტერიტორიაზე ცხოვრობს, გადასახლდეს სსრკ-ს სხვადასხვა რაიონებში, ხოლო ყარაჩაის ავტონომიური ოლქი გაუქმდეს.
2. ყარაჩაის ა.ო.-ს გაუქმების გამო, მისი შემადგენელი უშკულანის რაიონი, აგრეთვე მიქოიანის რაიონის ნაწილი გადაეცეს საქართველოს სსრ-ს, აჭნიშნულ ტერიტორიაზე კი შეიქმნას ახალი ადმინისტრაციული ერთეული - ქლუხორის რაიონი, ცენტრი - ქალაქი მიქოიან-შახარი. აღნიშნულ ქალაქს შეეცვალოს სახელი და ეწოდოს ქლუხორი.
        ასე გაუქმდა ყარაჩაის ავტონომიური ოლქი. ყარაჩაელებთან ერთად გაასახლეს ბალყარებიც. მათ საცხოვრისს ეწოდა ყაბარდოს ასსრ. ტერიტორიის ნაწილი- ელბრუსკისა და ნაგორნის რაიონების სამხრეთ დასავლეთ ნაწილი საქართველოს კუთვნილ ზემო სვანეთის რაიონს შეუერთეს. ახლადშექმნილ რაიონებში კრემლის მითითებით 5000-ზე მტი ქართველი ჩაასახლეს, ძირითადათ სვანები და რაჭველები, რომლებმაც განსხვავებით ოსებისა და რუსებისაგან , მოგვიანებით რეაბილიტირებულ კავკასიელებს დიდსულოვნათ დაუთმეს თავიანთი სახლ-კარი და ცხოვრების მოსაწყობად ხელიც კი გაუმართეს, რასაც დღემდე სიყვარულით იხსენებენ ადგილობრივები.
       ასევე გააუქმეს ჩეჩნეთ ინგუშეთის ასსრ-ც.
      აქვე უნდა გავიხსენოთ ძველი ფაქტებიც. 1925 წელს ჩეჩნეთის ავტონომიური ოლქის ხელმძღვანელობის თხოვნის საფუძველზე ქართველმა ბოლშევიკებმა ჩეჩნებს "დაუთმეს" თიანეთის მაზრაში, მდ. არღუნის ხეობაში, მდებარე ქისტებით დასახლებული სოფლები: ჯარეგო, თერეთეგო, მელზესტი, ცეკარო, სახანო და სხვა. ამდენად საზღვარი რსფსრ-სა და საქართველოს შორის სოფელ შატილიდან რამდენიმე კილომეტრში გატარდა. 1928 წელს ჩეჩენი ჯარეგოელების მოთხოვნით სათიბების გადმოცემასთან დაკავშირებით საქართველოს კომუნისტებმა 20 აგვისტოს ბრძანებით მათ გადასცეს ალაქოს მთის უბანი. შატილელები არ შეურიგდნენ სათიბ-საზოვრების დაკარგვას და საქმე შეტაკებამდე მივიდა. დუშეთის ხელმჭღვანელობამ საქმეში თბილისი ჩააყენა, მოლაპარაკებები წლები გაგრძელდა და ამასობაში მეორე მსოფლიო ომი დაიწყო.
      1944 წ. 7 მარტს სსრკ უმაღლესი საბჭოს ბრძანებულებით ჩეჩნები და ინგუშები გერმანელებთან კავშირის ბრალდებით შუა აზიასა და ციმბირში გაასახლეს. გაუქმებული ჩეჩნეთ-ინგუშეთის ოლქის ნაწილზე შეიქმნა გროზნოს ოლქი, დანარჩენი კი გაუნაწილეს ჩრდ. ოსეთს, დაღესტანსა და საქართველოს. საქართველოს შეუერთეს ითუმ-ყალეს რაიონი, შაროის რაიონის დას. ნაწილი, გალანჩეჟის, გალაშკისა და პრიგოროდნის რაიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი. საქართველოს გადაეცა აგრეთვე ჩრდ. ოსეთის გიზელდონის რაიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილიც. შედეგად საქართველოს დაუნბრუნდა 1927-28 წლებში დაკარგული ყველა მიწა.
      შემოერთებული ტერიტორიების უდიდესი ნაწილი ახალხევის რაიონის სახით დაფუძნდა, რომელიც 50-იან წლებში გაუქმდა და დუშეთის რაიონს შემოუერთდა; რაც შეეხება ოსეთის გიზელდონის რაიონისა და ჩეჩნეთის პრიგოროდნის სამხრეთ ნაწილებს, იგი გააერთიანეს ყაზბეგის რაიონში. ამდენად 1944 წ. საქართველოს მოსახლეობა 26 ათასით, ფართობი კი 74,4 ათას კვ კმ-მდე გაიზარდა. 
       1955 წ. ქლუხორის რაიონი რუსეთს გადაეცა, 1957 წ. 9 იანვრის ბრძანებით კი ჩეჩენ-ინგუშთა რეაბილიტაციის შემდეგ ახალხევის რაიონი და სხვა შემოერთებული მიწები ძველ მფლობელებს დაუბრუნეს. ასე აღდგა 1944 წლის 7 მარტის არსებული საზღვრები საქართველოსა და რუსეთს შორის. ასე დარჩათ საბოლოოდ ქართული სოფლები ჩეჩნებს.
       ბოლოს სტატიის ქვემოთ იხილეთ საქართველოს 1944-1957 წლების რუქა.
მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1007 | დაამატა: Ucha | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: