მთავარი » 2012 » ივნისი » 5 » რა ხდება საქართველოს ეკლესიაში? ნაწილი II
10:26 PM
რა ხდება საქართველოს ეკლესიაში? ნაწილი II

       ძვირფასო მკითხველო, ილარიონ სამხარაძე 1974-78 წლებში საქართველოს ეკლესიის ეპისკოპოსი იყო. მამა გიორგი ბასილაძეზე ("ფეხითმოსიარულე”) დაბეჭდილ ერთ წიგნში მამა გიორგი ამბობს: "ნამდვილია - ილარიონ სამხარაძე (ეპისკოპოსი) _ დიდი ღვაწლის პიროვნება, დევნა და გაჭირვება გამოვლილიაო”.

           ამტკიცებენ, რომ მეუფე ილარიონ სამხარაძე მოწამლეს. იგი დღეს მამა-პაპის ნაფუძარზე ცხოვრობს და ჩემთან შეხვედრისას ნამდვილად მდუმარებდა. იმ დღეს პარასკევი იყო, თანაც და ჰყავდა ორი დღის დაკრძალული. მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ ის გარკვეულ დღეებში ლაპარაკობს და ქადაგებს კიდეც.
           რაც შეეხება მამა ელიზბარის ვერსიას, რომ ის "ახალ სამებაზე” ლოცულობს. შესაძლოა, მეუფე ილარიონმა მართლაც ახსენა ქადაგებაში ის სამი ბუმბერაზი პოლიტიკური ფიგურა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათზე რომელიმე ჭკუათმყოფელი ილოცებს.
             ელიზბარ დიაკონიძე ბრძანებს: საღ ჭკუაზე ვერ არის მეუფე ილარიონიო. ჩვენ ჯერ ხელთ არ ჩაგვვარდნია მისი ფსიქიური მდგომარეობის დამამტკიცებელი დოკუმენტაცია. არ იქნება გასაკვირი, რომ მძიმე პირობებში მცხოვრები 74 წლის ეპისკოპოსი არ იყოს ჯანმრთელი. მას შემდეგ, რაც მოწამლეს, საზღვარგარეთ არ უმკურნალია და როგორც ჩანს, სამამულო მედიცინამ სრულად ვერ შეძლო მისი გამოყვანა უმძიმესი ტოქსიკური შოკისგან, თორემ, აბა, თავის დროზე არანორმალურ ადამიანს ეპისკოპოსად არავინ აკურთხებდა.
სხვათა შორის, ელიზბარ დიაკონიძე 5 ივლისის კანონზე აღშფოთებული რომ ლაპარაკობდა `საერთო გაზეთთან~ და უმაღლეს მღვდელთმთავრებს გულგრილობაში რომ ადანაშაულებდა, გავიდა ცოტა დრო და შემდეგ რატომღაც პირველმა შეამჩნია პატრიარქის ლოყაზე ჩამოგორებული კურცხალი და კრიტიკაც შეარბილა… დღეს კი მეუფე ილარიონ სამხარაძე პირველმა მან გამოაცხადა შეურაცხადად. ჩვენი აზრით, მთავარი ის კი არა არის, რა მდგომარეობაშია დღეს მეუფე ილარიონი, არამედ ის, თუ რამ მიიყვანა იგი ამ მდგომარეობამდე…

* * *
     ახლა დავუბრუნდეთ ადრინდელ ამბებს: `საბოლოო წერილის~ შემდეგ აწ გარდაცვლილი მეუფე შიო და მეუფე ამბროსი (სასუფეველი დაუმკვიდროთ ღმერთმა) აითვალწუნეს. მხცოვანმა, 80 წელს მიღწეულმა მიტროპოლიტმა შიომ სული უფალს ისე მიაბარა, რომ საპასუხოდ დევნა, შევიწროება, აგდებული, უპატივცემულო დამოკიდებულება დაიმსახურა. განკვეთეს, ხარისხი აჰყარეს და ამ `პატივით~ გარდაიცვალა, თუმცა სიკვდილის შემდეგ საეკლესიო ხარისხები აღუდგინეს. მაგრამ სიკვდილის შემდეგ.
          მეუფე ამბროსი კი, რომელიც სხვათა შორის ზვიად გამსახურდიას სულიერი მოძღვარი გახლდათ, გამსახურდიას სიკვდილის შემდეგ საქართველოდან წავიდა.
          როცა დაბრუნდა ქართულმა ეკლესიამ არ მიიღო. პატრიარქმა ილია II-მ შიო-მღვიმის მონასტერში გაამწესა მოსანანიებლად, სადაც აბუჩად აგდებული და უარყოფილი ყოფილა ყველასგან. გარკვეული დროის შემდეგ მეუფე ამბროსი ძველ პატივში აღუდგენიათ, პანაღეის გარეშე.
          ბოლო წლებში ეკლესიაში მოღვაწეობისას მეუფე სასტიკად ამხელდა თურმე საქართველოს ეკლესიაში მოკალათებულ სომხურ მაფიას. ზუსტი მიზეზები არავინ იცის, მაგრამ მიტროპოლიტი ამბროსი ქათამაძე გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. მაშინ გაზეთები წერდნენ, რომ ექსპერტთა ცნობით, ოთახში სპეციალური ნივთიერება იყო გაშვებული, რის შედეგადაც მეუფე მოიწამლა.
          მანამდე კი, სანამ ეს საზარელი ამბები მოხდებოდა, ბათუმ-შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე შიომ კიდევ ერთი, ასეთი შინაარსის წერილი მისწერა პატრიარქს:
         დამატებანი 
       

მიმაჩნია რა, რომ ხსენებული 16 ივლისის წერილი სრულად არ ასახავს იმ მომაკვდინებელ მომენტებს, რომელთაც დაღუპვისაკენ მიჰყავს საქართველოს ეკლესია და ვუწევ რა ანგარიშს იმ მდგომარეობას, რომ ყოველგვარი დაყოვნება წერილით აღძრული საკითხების გადაჭრაში დიდი შეცოდებაა ღმერთისა და ერის წინაშე, ამიტომ ჩემმა უმწეობამ კვლავ მოიკრიბა ძალა და მე გადავწყვიტე შევადგინო ეს დასაბუთებული დამატებანი  და გადავუგზავნო ისინი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია მეორეს და წმინდა სინოდის ყველა წევრს. …

შურისძიება…ჩემის აზრით ორგვარია იგი:

      პირველი – როდესაც ადამიანს უსამართლოდ მიაყენებენ მწუხარებასა და ზიანს. იგი გადაიტანს ამ მწუხარებას, გაუძლებს მიყენებულ ზიანს, დაელოდება ან თვითონვე შეამზადებს შესაფერის მომენტს და შურს იძიებს მოპირდაპირეზე;

        მეორე – როდესაც ადამიანს სამართლიანი საწყაულით მიუზღავენ, მისი დამსახურებისამებრ განსჯიან მის საქმეს, ის კი თავისი გოროზი გულითა და უკიდეგანო ამპარტავნებით უკუაგდებს ღვთიურ სამართალს, უბოროტესად გამოიყენებს თავის ძალაუფლებას და შურს იძიებს იმ პირებზე, რომლებმაც ღვთის შიშითა და მორჩილებით, ღმერთისა და ერის სახელით დაადვეს მსჯავრი სამართლიანი. შურისძიების ყოველგვარი ფორმა მიუღებელია და დასაგმობი, მაგრამ საშინელზე საშინელია, როდესაც ძალაუფლებით შემოსილი ადამიანი ვერ ეგუება ვერც ერთ სამართლიან შენიშვნას და მიმართავს შურისძიებას, ვერაგობით და მტრობით სავსე.

       საჭიროებამ მოიტანა და კიდევ ერთხელ უნდა მოვიგონო ის თხოვნა, რომლითაც ხუთმა მღვდელმთავარმა მოგმართეთ და ყოველგვარი წესისა და დებულების დაცვით გთხოვეთ, რომ საკითხი განხილულიყო სინოდზე. ჩვენდა საპასუხოდ თქვენ იმავე დღიდან აღივსეთ ჩვენდამი სიძულვილით და შურისძიებით. თქვენს გულში არსებული ეს დიდი მანკი მოსვენებას გიკარგავთ.

       გთხოვთ მოიგონოთ შარშანდელი დღესასწეაული – საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ათასხუთასი წლისთავი და ორასი წელი გეორგიევსკის ტრაქტატიდან. სიტუაცია იმგვარი იყო, რომ მოქმედების ავანსცენაზე მამათმავალი მიტროპოლიტის, ნიკოლოზ მახარაძის გამოყვანა თქვენ არ შეგეძლოთ, ხოლო მიტროპოლიტი შიო ავალიშვილი ამ ავანსცენიდან თქვენი შურისძიების კლანჭებმა გამოიყვანა. ამრიგად, თქვენს დიდებას ერთბაშად გამოაკლდა ორი მიტროპოლიტი. თქვენც ადექით და სახელდახელოდ აღამაღლეთ ორი მღვდელმთავარი მიტროპოლიტის ხარისხში და მათ დაავალეთ დღესასწაულზე მოხსენებების წაკითხვა, თითქოს მთავარეპისკოპოსის ხარისხში მყოფი მღვდელმთავრები ნაკლები ეფექტით წაიკითხავდნენ იმ მოხსენებას. ძალიან საინტერესო მოვლენაა თქვენს საპატრიარქო მოღვაწეობაში, რომ 54 მოქმედი ეკლესიის პატრიარქმა მიტროპოლიტთა რიცხვი ორიდან ექვსამდე გაზარდეთ(დღეს კი მათი რიცხვი 40 მდე არწევს. აქ უნებლიედ არ შეიძლება არ გაგახსენდეს პარლამენტის მიერ 2008 წელს მიღებული კანონი, რომლითაც ფრაქციის შექმნა 4 პარლამენტარსაც შეუძლია უკვე. ამით პარლამენტში თანამდებობების რიცხვი გაიზარდა. რეფერენდუმით პარლამენტართა რიცხვი შეამცირეს საბიუჯეტო სახრსრების დაზოგვის მიზნით, მაგრამ სამაგიეროდ 150 კაცს გაუორმაგეს ხელფასები და პრემიები, გაამრავლეს საპარლამენტო თანამდებობები და ახლა ბიუჯეტს 150 კაციანი პარლამენტის შენახვა 2-ჯერ ძვირი უჯდება ვიდრე 235 კაციანის) (სრულიად რუსეთის საპატრიარქოში 8500 მოქმედ ეკლესიაზე 12 მიტროპოლიტია მხოლოდ). თქვენ ეს გააკეთეთ თქვენი უკიდეგანო განდიდებისათვის, თორემ რაში დასჭირდა ჩვენს 54 გასაცოდავებულ ეკლესიას ექვსი მიტროპოლიტი?! და ან იმ ექვსიდან ოთხ მიტროპოლიტმა – შიო ავალიშვილმა, ნიკოლოზ მახარაძემ, დავით ჭკადუამ და კონსტანტინე მელიქიძემ – რით დაიმსახურეს ასეთი სულსწრაფი აღზევება? აგრამ ეს თქვენ გინდოდათ მხოლოდ, თქვენი უთავბოლო ანგარებისა და ანგარიშებისათვის. თქვენ შემოგყურებთ ჩვენი მამა-პაპის სისხლითა და ოფლით აშენებული 54 მოქმედი ეკლესია, თქვენ კი შურისძიებითა და განდიდებისაკენ მისწრაფებით შეპყრობილს ეკლესიაზე ფიქრი არც გახარებთ და არც გაღონებთ. მე ეს წერილი შურისძიებაზე საუბრით დავიწყე და ცოტა გადავუხვიე საკითხს, მაგრამ დავუბრუნდეთ ისევ მას. ხომ წარმოუდგენელია, რომ ადამიანს, რომელიც ყელთამდეა აღვსილი სხვების მიმართ სიძულვილითა და შურისძიებით, კათალიკოს-პატრიარქი ეწოდებოდეს? და თქვენი მრავალმხრივად "სასახელო” მოღვაწეობა აყენებს საკითხს, რომ უნდა დატოვოთ ტახტი, რომელიც ბრმა შემთხვევით ჩაიგდეთ ხელში და ინარჩუნებთ მას იმის გამო, რომ წმიდა სინოდის მაგიერად "უსინათლოთა და მლიქვნელთა საზოგადოება” შემოიკრიბეთ გარშემო.

ეკლესიის მსახურთა შორის ზნეობრივი სიწმიდის დაცვა

თუ ეკლესიაში არ იქნება დაცული ზნეობრივი სიწმიდე და პატიოსნება – სადღა უნდა იყოს იგი? თუ მღვდელი და მღვდელმთავარი არაფრად ჩააგდებენ ეკლესიის არსებობის ამ გვერდშეუვალ პირობას – მაშინ ვის უნდა მოვთხოვოთ იგი? საქართველოს ეკლესიაში კი მიწასთანაა გასწორებილი ყოველგვარი ზნეობა. აქ არამც თუ ეწინააღმდეგებიან  სიბილწეს, არამედ ცდილობენ დააკანონონ იგი და ამ გზით გააუქმონ სჯულის კანონნი, მოციქულთა და მსოფლიო საეკლესიო კრებათა დადგენილებანი. ეს ხდება იმიტომ, რომ თქვენ ხელაღებით მფარველობთ და ცდილობთ მიჩქმალოთ ის საშინელებანი, რაც მძვინვარებს საქართველოს ეკლესიაში. ქრისტიანულ სამყაროში ხდებოდა აკრძალული ხილის ჭამა, მაგრამ ხდებოდა ჩუმად, ნაპარევად და სრული შიშის ქვეშ. ჩვენში კი ყოველი სიბილწე კეთდება აშკარად, მან კანონის ხასიათი მიიღო; მონანიების გარეშე წინასწარ ინაღდებენ პატრიარქის სრულ პატიებას, უფრო სწორად კი ნებართვას, რომ ის აკეთონ და ისე აკეთონ, როგორც მათ გაეხარდებათ. ასეთ საქმეთა ფაქტების ნუსხა ძალიან დიდია, მაგრამ მრავალ მოსაზრებათა გამო ჩემი სიმდაბლე ამ ნუსხას მაშინ გამოაქვეყნებს, როდესაც შესაძლებელი გახდება ამჟამად არსებულ სიბილწეთა ამოშანთვა, მათ ჩამდენთა კეთილ გზაზე დაყენება და გაფრთხილება, რომ მომავალში მაინც განერიდონ ცოდვასა და სიბილწეს. მაგრამ ამჟამად არსებულ სიბილწეთა მრავალსახეობა ისე ხმამაღლა და უსირცხვილოდ ამჟღავნებს ზეიმს, რომ მე, უღირს მონას მაღალი ღვთისა და ჩვენი სამშობლოს წინაშე მარად თავდახრილს არ შემიძლია არ აღმოვთქვა ცეცხლმოდებული ჩემი გულიდან, რომ კმარა, გეყოფათ! ნუთუ ვერ ხედავთ წმიდა ნინოს, დავითს და თამარს? ნუთუ ვერ ხედავთ, რომ ღაღადებს ჭეშმარიტება და მოგიწოდებთ, რომ დათმოთ ტახტი, გადადგეთ უნდა!

ამპარტავნება და განდიდება

საბოლოო წერილში ურყევი დამაჯერებლობით იყო გადმოცემული ფაქტები იმის შესახებ, რომ თქვენ, გამოიყენეთ რა ბოროტად ერის თქვენდამი ნდობა და კეთილგანწყობა, თავი მიეცით უკიდეგანო განდიდებას და თქვენი საპატრიარქო მოღვაწეობა მიანებეთ განდიდების ლაგამახსნილ მერანს. თქვენ პირადად იჯექით ამ თავაწყვეტილ მერანზე. ამ თავაწყვეტილობამ მიგიყვანათ დიდუბის ღვთისმშობლის წმიდა ტაძარში და თამარ დედოფლი გვერდით გამოახატვინა თქვენი თავი. "საბოლოო წერილის” შემდეგ თქვენვე ჩამოაფხეკინეთ იგი. მთელი რიგი ამბების შემდეგ, რომელიც განდიდებისადმი თქვენს განუზომელ მისწრაფებას ეხებოდა, სამღვდელონი და საერონი მოელოდნენ, რომ გონიერებას გამოიჩენდით და ზღვარს დაუდებდით თქვენს მავნე სურვილთა უსაზღვროებას. აგრამ პირიქით მოხდა. ჩამოფხეკილი ფრესკიდან თქვენ კვლავ ამხედრდით განდიდების თქვენს ცნობილ მერანზე, რომელიც "მირბის, მიგაფრენსთ” და თქვენ კი ვერ ხვდებით, რომ უკან "მოგჩხავით თვალბედითი შავი ყორანი”. თქვენში კი არ შენელდა განდიდებისადმი მისწრაფება სავალალო გაკვეთილის მიღების შემდეგ, არამედ იმდენად გამძაფრდა, რომ მცირედი სამართლიანობის გრძნობაც კი აღარ დარჩა თქვენში. მას არ ამოიღებდა სიმართლისათვის მფეთქავი არცერთი გული, დიდუბის ფრესკის ჩამოფხეკით წერტილი რომ დასმოდა თქვენს ამპარტავნებას. აგრამ რადგანაც ეს არ მოხდა, რადგანაც არად აგდებს თქვენი განუზომელად ამაყი გული სხვათა გულებს და მოსაზრებებს, ისევ მოუხმო განგებამ სამართალს თვისას და დაგაყენათ თქვენს მიერ მოხდენილ საქმეთა წინაშე. მოთმინება, ეს უდიდესი ძალაა ჩვენი ცხოვრებისა ღმერთმა მოგვმადლა და ჩვენც ვსარგებლობთ ამ დიდი მადლით ამ მოთმინებით დაველოდებით თქვენს გადადგომას, რომ ეშველოს ჩვენს ეკლესიას და გეშველოთ თქვენც, რათა არ დაგამსხვრიოთ განდიდების თქვენის მერანმა.

სხვაც ბევრი რამ!!!

უმთავრესი მაინც ის არის, რომ თქვენ უნარი არ შეგწევთ სტაბილურობა გაუკეთოთ წამოჭრილ საკითხებსა და შექმნილ სიტუაციას. მთელი თქვენი მეთოდი და "სიბრძნე” თქვენი მოქმედებისა იმაში გამოიხატება, რომ გინდათ თქვენი პატრიარქობის წინაშე გართხმული იყოს მთელი ქვეყანა და თქვენი ერთი შეხედვით შავი ზღვა გაიყინოს. თქვენი შინაგანი ბუნებისა და ღიმილით შენიღბული თვისებების პატრონს უფრო შეგეფერებოდათ პირველ საუკუნეში ნერონად ყოფნა, ვიდრე ჩვენი ქრისტიანული საუკუნის სათნო სახელი საქართველოს პატრიარქისა.

1982 წლის10 დეკემბერს ჩვენს მიერ შემოტანილ თხოვნაზე რეაგირების მრავალი ვარიანტი არსებობდა. ჭამოჭრილი საკითხი შეიძლებოდა მოგვარებულიყო შედარებით უფრო უმტკივნეულოდ, მაგრამ თქვენ და თქვენი მფარველობის ქვეშ მყოფებმა უარყავით ქრისტიანული გზა – მონანიება და შენდობა – და აირჩიეთ ძალის პოზიცია. მრიგად თქვენ არ გაგაჩნიათ მდგომარეობის მოგვარების უნარი, სამაგიეროდ გამწვავების მეფე ბრძანდებით და თქვენ გაამწვავეთ საქმე ისე, რომ ამ გამწვავებას თქვენი დაუყოვნებლიბ გადადგომა დააცხრობს მხოლოდ. თქვენ ყოველივეს აკეთებთ იმისათვის, რომ განიდიდოთ თქვენი თავი. მისთვის კი. თქვენი გაგებით საჭიროა მონობაში გყავდეთ მთელი სამღვდელოება, რის უზრუნველსაყოფადაც ხელდასხმას უკეთებთ მხოლოდ მათ, ვინც ივარგებს თქვენს მონად. აგრამ ივარგებენ თუ არა ისინი მოძღვრებად, ეს თქვენ სულაც არ გაინტერესებთ. ვალდაკვალ რომ მივყვეთ იმ მანკიერებათა აღწერას, რაც თქვენი მოღვაწეობისას გაბატონდა, ეს წერილის ფორმას დაშორდება. ამ კვალდაკვალობას მომავლისათვის გადავდებ. იმ ოცდაათი წლის მანძილზე, რაც ჩემმა სიმდაბლემ ღვთის მოწყალებით უნდა იცოცხლოს, ბევრი რამის გაკეთებას მოვასწრებ. და მე დავწერ ყოველივეს მოთმინებითა და საინტერესოდ. ხლავე გავამხელ. ღომ სათაური ჩემი მომავალი დოკუმენტალური ნაწარმოებისა იქნება "შვიდი წელი, რამაც შეძრა პატიოსნება”. მაგრამ ჯერ კიდევ თქვენზეა დამოკიდებული, რომ არ დაიწეროს არავითარი ასეთი დოკუმენტალური ნაწარმოები. მისათვის საჭიროა დაუყოვნებლივ აღმოიფხვრას ყოველივე ის, რამაც შეძრა საქართველოს ეკლესიის ღირსება და პატიოსნება.

ერთი ამბავიც უნდა აღვწერო. მე ამ ამბავს სიმართლით აღვწერ, მთელი სიზუსტით,  მაგრამ ღმერთმა დამიფაროს, რომ შევეცადო რაიმე დასკვნის გაკეთებას. დასკვნა თავად გააკეთეთ და მსჯავრიც თქვენ თვითონ დაადევით საკითხს, მსჯავრი ნამდვილად ქრისტიანული, პატიოსნებით და სიმართლით სავსე. ათასი ვაქოთ ერთმანეთი "ჯვარი ვაზისას” ფურცლებზე და ვადიდოთ ჩვენი საქმეები, ეს არას მოგვცემს. გულთმისანმა ხალხმა იცის ყველა ჩვენი ნაბიჯი. და მეც აქ მხოლოდ იმას აღვწერ, … რაც ღმერთმაც იცის და ხალხმაც.

მცხეთის სასულიერო სემინარია თქვენ და პატრიარქმა ეფრემმა ჩამოაყალიბეთ და თქვენ ბრძანდებოდით ამ სემინარიის რექტორი 1973 წლამდე. თქვენთვის ამ სემინარიისა და იქიდან გამოსული სტუდენტების ავლადიდება ისეა ცნობილი, როგორც ნათელი დღისა. ისიც ცნობილია, რომ სემინარიის ყოფილი სტუდენტები ღენტორ მახარაძე, ცეზარ ანანიაშვილი და თამაზ კოჭლამაზაშვილი სემინარიაში მოსვლამდე მამათმავლობდნენ და რადგან " ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია”, ისინი არც სემინარიაში ივიწყებდნენ თავიანთ "ჩვეულებას”. ეს თქვენთვისაც არ იყო დაფარული. შემდგომ პერიოდში ცეზარ ანანიაშვილმა სამღვდელო ხარისხი მიიღო და ცხაკაიაში დაიწყო მოღვაწეობა, ხოლო ღენტორ მახარაძემ და თამაზ კოჭლამაზაშვილმა ვერსად მოიკიდეს ფეხი. თბილისის პირველი მაისის რაიპროკურატურის გამომძიებელ ბერიძეს აწ განსვენებული პატრიარქის, დავით მეხუთის პირადმა მდივანმა გიორგი ცქიფურიშვილმა აჩვენა, რომ დავით მეხუთემ მახარაძესა და კოჭლამაზაშვილს პირდაპირ განუცხადა: "თქვენ სამღვდელო ხარისხში ვერ აგიყვანთ, რადგან მამათმავლები ხართო”. დიდხანს ელოდნენო სამღვდელო ხარისხს, მაგრამ არავინ ისურვა მათი კურთხევა მათივე ცუდი სახელის გამო. 1976 წელს კი ჩამოვიდა სოხუმიდან მიტროპოლოტი ილია და მან განაცხადაო თანხმობა მათ წაყვანაზე. და თქვენ, ბატონო ჩვენო,  თქვენთვის დიდი ხნიდან ცნობილი ორი მამათმავალი ჩამოიყვანეთ სოხუმში და მღვდლებად აკურთხეთ. არ გასულა ერთი თვეც, რომ სოხუმის საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა, რომ მახარაძე და კოჭლამაზაშვილი მამათმავლობდნენ. მე მახსოვს, როგორც თქვენი კანცელარიის იმდროინდელ თანამშრომელს, რომ ეს ყოველივე თქვენც იცოდით. კერძოდ კოჭლამაზაშვილის ზნეობრივი დაცემა იმდენად თავშეუკავებელი იყო, რომ ბევრი აურზაური გამოიწვია სოხუმში, რის გამოც თქვენ იძულებული გახდით ეკლესიის კანცელარიაში მიგეჩინათ მისთვის საცხოვრებელი ბინა.

დრომ გაიარა პატრიარქი დავით V მარადიულობას ჩაბარდა და თქვენ აგირჩიეს პატრიარქად. კოჭლამაზაშვილი სოხუმიდან თბილისის სიონში გადმოიყვანეთ, ხოლო მახარაძე და ანანიაშვილი ეპისკოპოსის ხარისხში აღამაღლეთ. ზოგიერთნი – და მათ შორის მეც – ფიქრობდნენ, რომ თქვენ მიეცით მამათმავლებს სასტიკი გაფრთხილება და ისინიც იძულებულნი გახდებოდნენ, შეეწყვიტათ ბიწიერება. მომავალმა თვეებმა და წლებმა დაგვანახა, რომ ისინი კიდევ მეტი თავხედობით მიეცნენ ბიწიერებას და გრძნობდნენ რა თქვენს აშკარა მფარველობას, პირდაპირ ზეიმობდნენ თავიანთი ბიწიერებით. მას შემდეგ, რაც ხუთმა მღვდელმთავარმა მოითხოვა მათი საკითხის სინოდის სხდომაზე განხილვა, თქვენ მამათმავლებს მიეცით ჩვენი საწინააღმდეგო პროვოკაციების მოწყობის საშუალება და პირადად თქვენც, თქვენი ძმის ვიქტორ შიოლაშვილისა და სხვა პროვოკატორების დახმარებით დაგვიწყეთ მთელი სიძულვილითა და შურისძიებით დევნა, რომელიც გრძელდება დღემდე.

ხუთი მღვდელმთავრის მიერ თხოვნის შემოტანის შემდეგ თქვენ პირადი ავტორიტეტის გაწირვის ფასად შეეცადეთ დაგეხსნათ მამათმავლები. რაში გჭირდებოდათ ეს? თხოვნაზე ხელისმომწერი ხუთი მღვდელმთავრიდან სამი – მიტროპოლიტი გრიგოლ ცერცვაძე, მთავარეპისკოპოსი ათანასე ჩახვაშვილი და ეპისკოპოსი ქრისტეფორე წამალაიძე – თქვენი უხეში ძალდატანებით აიძულეთ უკან დაეხიათ. მაგრამ 1983 წლის 3 ოქტომბრის სინოდის სხდომაზე მათ მაინც დაუჭირეს მხარი მამათმავლების ეკლესიიდან გაძევებას. ასეთია სიმართლის ძალა…

როგორც მოგეხსენებათ, ამ სამარცხვინო ამბების შესახებ ძალიან ვრცელი ისტორიაა შექმნილი და ამ ისტორიას მე აქ არ გავიმეორებ. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ თამაზ კოჭლამაზაშვილის მიერ ეკლესიაში მოგვიანებით შემოყვანილი მამათმავალი ანანია ჯაფარიძე თქვენ გასაოცარი აჩქარებით აღამაღლეთ ეპისკოპოსის ხარისხში მაშინ, როდესაც საქართველოს ეკლესიაში იყვნენ ხირატონიით, ცოდნითა და ყველა სხვა მონაცემებით უპირატესი და მაღლა მდგომი ადამიანები. რატომ გააკეთეთ ეს?

1979 წლის 26 ოქტომბერს თქვენმა ქორეპისკოპოსმა ქრისტეფორე წამალაიძემ თქვენ წარმოგიდგინათ დეკანოზ ამირან შენგელიასა და მესანთლე ანთიძის მიერ ხელმოწერილი საბუთი (ამ საბუთის დედანი ამჟამად ჩემთან იმყოფება) იმის შესახებ, რომ მღვდელი კოლოსოვსკი აშკარად მამათმავლობდა და გთხოვათ განგეკვეთათ იგი სამღვდელო ხარისხიდან. თქვენ, როგორც ცნობილია, ვინც თქვენი მონა არაა, ისე უყურებთ, როგორც მეცხვარის ძაღლს და თქვენი ქორეპისკოპოსიც მოხევის ძაღლივით გამოაძევეთ თქვენი კაბინეტიდან, ხოლო მღვდელ კოლოსოვსკის ლოცვა-კურთხევა მიეცით გაეგრძელებინა თავისი მოღვაწეობა. როგორ შეკადრეთ ცისქვეშეთს ასეთი რამ?

ცნობილი ფაქტია, რომ მღვდელმთავრებიდან ყოვლად გაბატონებული მდგომარეობა ეჭირათ მიტროპოლიტ ნიკოლოზ მახარაძეს და მთავარეპისკოპოს იოანე ანანიაშვილს ისიც ცნობილია, რომ არც ერთ მათგანს თავიანთ ეპარქიებში არაფერი გაუკეთებიათ, გარდა იმისა, რომ ანანიაშვილმა საკუთარი ორსართულიანი სახლი წამოჭიმა ცხაკაიაში, ხოლო მახარაძე სოხუმიდან გამოაძევეს და თქვენ კი ქუთაისში გადმოიყვანეთ იგი ჯილდოს ჯილდოზე აძლევდით მას, ვინც განთქმული იყო თავისი ბიწიერებით ამრიგად, იყავით რა დარწმუნებული სინოდის წევრების თქვენდამი მონურ დამოკიდებულებაში, რაც გნებავდეთ, იმას აკეთებდით და აკეთებთ დღესაც საიდან დაისადგურა თქვენში ასეთმა საშინელმა სურვილმა, რომ საქართველოს ეკლესია მონობის ინსტიტუტად და ბიწიერებისა და უკუღმართთა თავშესაფრად გექციათ?

მე ზემოთ მოგახსენეთ, რომ არ შევეცდები რაიმე დასკვნის გაკეთებას. ასე უკეთესი იქნება თქვენთვისაც ეკლესიისთვისაც და ერისთვისაც. თუ არ ინებებთ დასკვნის გაკეთებას და არ მიიღებთ სწორ განჩინებას, მაშინ სამართალს აქ დაწერილი და დაუწერელი ფაქტების ლოგიკა გამოიტანს.

 
        30 ივლისი, 1984 წელი ბათუმი.

ავტორი ირანდა კალანდაძე.

ნანახია: 3720 | დაამატა: Ucha | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 გჰუტ  
0
ზღაპრების ჩემპიონატში აპირებთ მონაწილეობის მიღებას?
საწყალი ილარიონ სამხარაძე... როგორ დაუტანჯიათ არა მამათმავლებს?
ნუ არ ღირს აბსურდებზე კომენტარის გაკეთება
,,თუ არ ინებებთ დასკვნის გაკეთებას და არ მიიღებთ სწორ განჩინებას, მაშინ სამართალს აქ დაწერილი და დაუწერელი ფაქტების ლოგიკა გამოიტანს. ''
ნამდვილად...

სახელი *:
Email *:
კოდი *: