რა გვსურს ქალებს?!. - 22 ივნისში 2012 - გარდაქმნა
მთავარი » 2012 » ივნისი » 22 » რა გვსურს ქალებს?!.
1:49 PM
რა გვსურს ქალებს?!.

                                                                                                         რა გვსურს ქალებს?!


        რა სურთ ქალებს?!... არაერთხელ მიფიქრია ამ კითხვაზე და პასუხი დღევანდელ დღემდე ვერ მივიღე.  ალბათ, უფრო იმიტომ, რომ აქამდე არ ვიცოდი რა მინდოდა... დღეს მივხვდი და ვისთვის რაოდენ ბანალურიც არ უდნა იყოს, ჩვენი, ქალების მოთხოვნა თუ სურვილი, როგორც და რაც გიდნათ ის დაარქვით, მხოლოდ ერთია და მას რაღა თქმა უნდა სიყვარული ქვია!... არადა ამოუცნობები საერთოდ არ ვართ და ჩვენ მხოლოდ სიყვარულის ერთ ლამაზ ისტორიას ვითხოვთ!... ისტორიას... ისტორიას!... ჩვენ მარტო ის გვინდა რისი გაცემაც ყველას შეგიძლიათ, სითბო... არ გვითხრათ სიტყვები, თუ გინდათ არც გვესაუბროთ, იმიტომ რომ თქვენში არსებულ ყველა გრძნობას თვალებით ვკითხულობთ... სიყვარულის სხვანაერად გამოხატვას ველით ქალები!!! ველით, რომ ვინმე ქუჩაში გიჟივით იცეკვებს ან იყვირებს ჩვენთვის!  არ გვჭირდება არც ფული, არც მანქანა, აგარაკი, ძვირფასი საჩუქრები უბრალოდ წუთში ერთხელ მაინც იფიქრეთ ჩვენზე, მაშინ, როცა ჩვენ იმავე წუთში არსებულ წამებზე მეტჯერ გნატრობთ, წამებზე მეტჯერ გითხოვთ!  უბრალოდ გვიგრძენით იმდენით და იმდენჯერ, რამდენით და რამდენჯერაც  ჩვენში იღვიძებთ და კვდებით! არ გვითხრათ, რომ ჩვენი ცა არ არის ვარდისფერი და ზღვა მწვანე, იმიტომ რომ ეგ ისედაც ვიცით!... გვაჩუქეთ მთელი ცხოვრების განმავლობაში უთქვენოდ დარჩენილი აზრი, ღიმილი, თუნდაც ის ფრთები, რომლის არსებობისაც არ გჯერათ, ის მუზა რომელიც ხართ!  ნუ მიგვაწერთ მეოცნებე, გულუბრყვილო თუ რომანტიკოსთა რიგებში, ნუ მიგვაწერთ, იმიტომ, რომ ისედაც ვწერივართ მანდ! ნუ იტყვით ჩვენს გიჟურ საქციელებზე ბავშვურს, იმიტომ რომ ბავშვური სიყვარული ყველაზე დიდი სიყვარულია!  არაფერი არ გვინდა განსხვავებული და მიუწვდომელი, უბრალოდ ეცადეთ ჩვენი აზრების თუ ოცნებების უხილავ დღიურში ერთი განსხვავებული დილა შეიტანოთ... ნუ დაიღლებით სიტყვებით, უბრალოდ შეგვიყვარეთ და დაგვინახეთ ისეთები, როგორებიც ვართ!  სამსხვერპლოზე არაერთხელ მოგიტანეთ ჩვენი თავი და ეს არცერთხელ არ გვითქვამს თქვენთვის!  უბრალოდ გვაჩუქეთ წამი, რომელსაც ველით....- გაგვაფრინეთ!!! გაგვაფრინეთ და არა პირდაპირი მნიშვნელობით! გაგვაფრინეთ თქვენი სიგიჟით, იმით რომ არ ჩათვლით ბანალურად წვიმაში სეირნობას და სიმღერას! გაგვაფრინეთ, იმ გრძნობით რითაც არ დაფრინავენ ხოლმე... გვესაუბრეთ იმ ენაზე, რომლითაც ყველა წყვილი განსხვავებულად საუბრობს !!... და თუ არ შეგიძლიათ ეს ყველაფერი, გვაგრძნობინეთ მაინც რომ ეს ასეა!... ჩვენ სული არ გვაქვს... იმიტომ რომ იმ დღიდან რა დღიდანაც თქვენით დაიწყო დილა, ჩვენი სული გადმობარგდა თქვენში!... ნუ ჩაგვითვლით სისულელედ, როცა დაგწერთ! ნუ ჩაგვთვლით გაფრენილ ქალებად ყოველი დაწერილი მუზისთვის!!! იმიტომ, რომ ყველა ქალში ცოცხლობს  შეშლილი სიტყვა სახელად მიყვარს!!!.... ნუ გაიკვირვებთ თქვენთვის ნაცეკვ სილამაზეს, სინაზეს, იმიტომ, რომ ჩვენთვის თქვენ ხართ დოლი!!! თქვენ ხართ რიტმი და რითმა! ნუ გაიკვირვებთ თუ მოგთხოვთ ხედზე წაყოლას, იმიტომ რომ მაგ სივრცეზე უსივრცოდ ხართ ჩვენში, ყველა სიგიჟეზე უფრო გიჟურად, ყველა გაფრენილზე უფრო გაფრენილად ხართ ჩვენში!  და ნუ დაგვცინებთ თუ ასე არანორმალურად შეგიყვარებთ, იმიტომ რომ ჩვენ ნამდვილი სიყვარულით მხოლოდ ასე ვიყვარებთ!  ნუ დაგვიმალავთ ჩვენთვის მოსაძღვნელ სიტყვებს და გრძნობებს, იმიტომ, რომ ჩვენ ფეხშიშველნი, თეთრი კაბით ვცეკვავთ ნაწვიმარ ქუჩაზე თქვენთვის!... უბრალოდ იცოდეთ, რომ ჰაერზე მეტნი ხართ!...  რაოდენ სასაცილო და ბავშვურებიც არ უდნა ვიყოთ, მაინც ძლიერები ვართ, იმიტომ რომ ყოველდღე ვკვდებით თქვენთვის! გვაჩუქეთ მოგონებები, იმიტომ, რომ ყოველ წამს სხვადასხვა გრძნობით აღვსდგეთ მკვდრეთით! გაგვაგიჟეთ, ჰო, გაგვაგიჟეთ, იმიტომ რომ ვიგრძნოთ ჩვენი გრძნობის უსივრცობა... და იცოდეთ, რაოდენ მსგავსიც არ უდნა იყოს თქვენგან ნაჩუქარი სიყვარულის ისტორია, ყოველთვის განსახვავებულ იქნება ჩვენთვის, იმიტომ, რომ ყოველი მსგავსი ყველასგან განსხვავებულია!!!...  ჩვენ მხოლოდ ერთისთვის მოვდიავრთ და ერთისთვის ვკვდებით, და თუ ეს ერთი თქვენ ხართ, ყოველი კითხვის გარეშე იყავით ბედნიერი, იმიტომ, რომ თქვენდა უნებურად ჩვენი ცა გახადეთ ვარდისფერი და გვაჩუქეთ ფრთები!... ეს ასე იყო, ასე იქნება!...  და გახსოვდეთ, ჩვენ, ქალები სიყვარულისთვის გეწირებით!!!.... 


                                                                                           როცა სცენის მტვრით მოიწამლები


          ახლა აქ ვდგავარ, რამდენიმე წამი მრჩება გასასვლელად... მელოდებიან... ახლა სხვა გავხდები... ვიცი, რომ იქ უნდა დავხატო რაღაც... ალბათ, ის რაც მუდამ უნდა დაიხატოს... ვუფიქრდები ჩემს თავს და ვხვდები, რომ არაფერი ვარ მის გარეშე... მახსენდება, პირველი დარჩენა მარტო, საკუთარ თავთან და მასთან... მახსოვს, რას გრძნობდა ჩემი სული, სხეული... როგორ სიამოვნებას მანიჭებდა ეს ყველაფერი და როგორ ვახარებდი მე მას იმით, რომ ასე მიყვარდა და მიყვარს... მას მერე შეიცვალა ჩემი ცხოვრება... მას მერე ჩემი გახდა ის... მეც გავცოცხლდი მასში.მიყვარს, იმიტომ, რომ ასე ახლოა ჩემთან. ორივე ერთად ვაახლოებთ ხალხს ჩვენს სიძველესთან და წარსულთან.... მევ ვდგავრ და ღმერთს ვთხოვ, დამეხმაროს... მე ხომ ისევ სხვა უდნა გავხდე, უნდა შევიცვალო... მეც ვითვლი: 1.2.3.4.5.6.7.8... მე უკვე აქ ვარ... დავხარე მორცხვად თვალები... ახლა მთიული ქალი ვარ... ავწიე მარჯვენა ხელი ზევით... დაველოდე დოლს... 1.2.3.4. დაიწყო ფეხებმა ბაგა-ბუგი... ავაყოლე მას ტანი, ავამოძრავე ხელები...  გავახილე თვალები და გავუშვი მათკენ ის ემოცია, რომელიც ეკუთვნით, ის, რაც უნდა მიიღონ ჩემგან... ვუყურებ მათ და ვგრძნობ რომ მომყვებიან, მომყვებიან იმ წარსულში როემლიც სულ მომავალი უდნა იყოს... ამიტომ მაძლევს ენერგიას მათი ცრემლიანი ღიმილი... მეც ვარტყამ წრეს, ვმოძრაობ მთელი სხეულით, ვუყურებ ყველას და ვაძლევ შიგნიდან ამოსულ ხმას და ჩემს თავს შეძახილს..."-ასაა!" მკარგავს ეს სიტყვა მასში იმაზე მეტად ვიდრე ოდესმე... ვგრძნობ მთელ სხეულს ქართველობით სავსეს... მე ხომ ჩემი ცეკვით ვსაუბრობ ხალხთან. მინდა სულ უკრავდეს ეს დოლი, სულ ეპარებოდეს ნელა გარმონი, სულ მიჩქებდეს სისხლი ძარღვებში ისე, როგორც ახლა... მინდა მერქვას მოცეკვავე... მე ხომ სცენის მტვრით მოვიწამლე!...  გეკუთვნი, შენ წარსულს და შენ ყველაფერს ქართულს! ... ვიკარგები შენში შენით, მე ხომ ცეკვით მოვიწამლე!... 


ავტორი ნანა გეგეჭკორი. 18 წლის.


ნანახია: 336 | დაამატა: Ucha | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: