მთავარი » 2012 » აპრილი » 12 » "ვარდების (ნოემბრის) რევოლუცია"– მითი და სინამდვილე.
11:11 PM
"ვარდების (ნოემბრის) რევოლუცია"– მითი და სინამდვილე.
      1993 წ. ჩეჩნეთიდან საქართველოში დაბრუნდა ზვიად გამსახუდია, რომლის ორგანიზებულმა სამხედრო დანაყოფებმა დაამარცხეს შევარდნაძის ბანდფორმირებები და შეუფერხებლად მიიწევდნენ თბილისისაკენ. შევარდნაძემ საშველად რუსეთს მიმართა, სამაგიეროდ კი რუსეთის სამხედრო ბაზებისათვის საქართველოში ყოფნის ვადის გაზრდას დაპირდა. რუსეთის სამხედრო–საზღვაო ძალები, გენერალ ბალტინის მეთაურობით(1993 წლის ოქტომბერში დას. საქართველოს მოადგა რუსეთის 10 კრეისერით მოადგა ადმორალი ედუარდ ბალტინი შავი ზღვის სამხედრო ძალებითა და ძერჟინსკის საჰაერო დივიზიით (უკანასკნელმა თავი გამოიჩინა 1989 წლის 9 აპრილის აქციის დარბევით)და აშშ–ს დაფინანსებით(მისი მხრიდან ამ საქმეს სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი ხელმძღვანელობდა), შემოიჭრნენ საქართველოში, გაანადგურეს ეროვნული ხელისუფლების არმია (დამარცხებული და დევნილი პრეზიდენტი გამსახურდია 1993 წლის ბოლოს სამეგრელოში აღესრულა) და შევარდნაძეს ძალაუფლება შეუნარჩუნეს. საპასუხოდ შევარდნაძემ ფოთში, ბალტინის გემზე ხელი მოაწერა რუსეთის ბაზების საქართველოში ყოფნის 10 წლით(2003 წლამდე) დარჩენას. აშშ–მ, რომელსაც ეს შეთანხმება საქართველოს ეროვნულ ხელისუფლებასთან შედარებით ნაკლები ბოროტება ეგონა, ამ შეთანხმებაზე თვალი დახუჭა.
           სიტუაცია შეიცვალა 21–ე საუკუნეში. პუტინის მეთაურობით რუსეთმა უარი თქვა დემოკრატიაზე და სსრკ–ს მსგავსად აშშ–სთან მეტოქეობა დაიწყო მსოფლიოში გავლენის სფეროების მოსაპოვებლად. ამის საწინააღმდეგოდ გრძელდებოდა ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება და შედეგად ამერიკის გავლენის ზრდა რუსეთის მეზობელ რეგიონებში. ასეთ ვითარებაში ვაშინგტონისთვის ცნობილი გახდა ფაქტი იმის შესახებ, რომ შევარდნაძე და პუტინი ამზადებდნენ ფოთის 1993 წლის ხელშეკრულების კიდევ 10 წლით გახანგრძლივებას. შედეგად ოფიციალურმა ვაშინგტონმა საქართველოში მოსალაპარაკებლად გამოგზავნა ამერიკის გავლენიანი სახელმწიფო მოღვაწეები (და შევარნაძის ლობისტები აშშ–ს მთავრობის წინაშე) ჯეიმს ბეიკერი და ჯონ შალიკაშვილი, რომლებმაც შევარდნაძეს მოთხოვეს, რომ უარი ეთქვა პუტინისათვის ბაზების დარჩენაზე. შევარნაძემ კი მიუგო, რომ საქართველოს არ შეუძლია უარი უთხრას რუსეთს; მიზეზად კი მოიყვანა ეკონომიკური (საქართველოს წარმოების მთავარი ბაზარი რუსეთი იყო) და ეთნიკური (თითქოს საქართველოში ცხოვრობს მრავალრიცხოვანი პრორუსულად განწყობილი არაქართული მოსახლეობა) ფაქტორები. ვაშინგტონის ელჩობა უკან გაწბილებული დაბრუნდა და შევარდნაძის ბედი გადაწყდა. მისი გადაგდება უკვე დროის საკითხი იყო.
             საქართველოში ამოქმედდა დიქტატორის დამხობის მრავალ ქვეყანაში გამოცდილი გეგმა(იგი სერბეთში 2000 წელს სლობოდან მილოშევიჩის რეჟიმის წინააღმდეგ მოწყობილი რევოლუციის სრული ასლი იყო, ქართული "კმარა", "თავისუფლების ინსტიტუტი"და სხვა რევოლუციურ- საზოგადოებრივი ორაგნიზაციებიც – სერბულის ასლი იყო). რევოლუციის იდეოლოგიურად მომზადება სოროსის ფონდის დაფინანსებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა(სხვათაშორის სოროსისტული ორგანიზაციების სათავეებთან დღეს ხელისუფლებაში მყოფ პირებთან - ლ.რამიშვილი, გ. ბოკერია, გ.უგულავა და ა. შ. რესპუბლიკური პარტიის ლიდერები - თ. ხიდაშელი, დ. ზურაბიშვილი და ა. შ. იდგნენ. ხიდაშელი საერთოდ სოროსის ფონდს ხელმძღვანელობდა გარკვეული ხნის მანძილზე) და გავლენიან ტელევიზია "რუსთავი 2–ს" დაევალა, რომლებიც კარგად იყენებდნენ ქვეყანაში შექმნილ მძიმე სოციალ–ეკონომიკურ ვითარებას. რევოლუციის მეთაურად შერჩეული იქნა ქარიზმატული ორატორი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ჭკვიან და გამოცდილ, თუმცა ურეიტინგო ზურაბ ჟვანიას უნდა დაებალანსებინა. "სახალხო რევოლუციის" საბაბად კი მორიგი (2003 წლის) გაყალბებული საპარლამენტო არჩევნები აღმოჩნდა. 
              შედეგად სცენარი დაწერილი იყო და სასახლის კარის გადატრიალების (აბა რომელ სახალხო რევოლუციაზეა საუბარი, როდესაც შევარდნაძე მისმა თანაპარტიელებმა და ათწლეულის მანძილზე თანამებძოლებმა ჩაანაცვლეს) შედეგად 2003 წ. ნოემბერში სააკაშვილმა ძალაუფლება ხელში ჩაიგდო(ოფიციალურად ეს 2004 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებით გაიფორმა), რის შემდეგაც საქართველოს მოსახლეობას თავზე კონსტიტუცია გადაახია და დაპირებული დემოკრატია დიქტატურის დამყარებით აუსრულა. 

სტატიის ქვემოთ ნახეთ ისტორიული ფოტო სადაც კმარას ორგანიზაციის თავყრილობაა. მასზე გამოსახულია ყოფილი კმარელები: მამაკაცები : ონიანი   (აქტიურად დამრბევი პოლიციელი), გიორგი კანდელაკი(დეპატატი) და გიგი უგულავა. გოგონები რუსთავი 2-ის ჟურნალისტებია - ანი ვასაგაშვილი და ....
ნანახია: 1579 | დაამატა: Ucha | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: