მე შევიშშალე შენში!!! - 25 ივნისში 2012 - გარდაქმნა
მთავარი » 2012 » ივნისი » 25 » მე შევიშშალე შენში!!!
2:13 PM
მე შევიშშალე შენში!!!

მინდოდა მქონოდა ფრთები, რომ მეფრინა შენთან ერთად,

მინდოდა მქონოდა გემი, რომ მეცურა შენთან ერთად,

დიდხანს ვფიქრობდი შენზე, ვცურავდი მზიან თვალში,

მაწეწდა ქარი ფიქრებს, თმებში მაყრიდა ყვავილს.

მე მომვიდოდი შენთან, ვაფერადებდი ტკივილს,
სიცოცხლე მდენდა ცრემლებს, სიკვდილი მფენდა ღიმილს...
მათოვდა შავი ვარდი, მაწვიმდა ზეცის ცრემლი,
სადღაც მელოდი ჩუმად, სვამდი სიტყვების წერტილს.

სისხლად მდიოდი სულში, მტკიოდა შენი სახე,
უსიცოცხლეო ნისლით, მთელ ცხოვრებაში გნახე.
დღეს ისევ გავშლი ხელებს, ისევ მოვკვდები შენში,
მინდა დაგლიო სულით და არ დაგტოვო წვეთიც.

ფიქრები წვიმდა ცრემლად, იყო მოსული ტალღად,
ზღვა ააღელვე ჩემში, ახლა კი აღარ მხატავ.
მე შევიშალე შენში, მე შევიშალე შენით,
არც ფრთები აღარ მშველის, არც ნისლიანი გზები.

წვიმამ მოთოვა ციდან, სადღაც ხარ, აღარ მელი,
სულ რომ ვირბინო ყველგან, ვეღარსად დაგეწევი,
მინდოდა შენი სული... თვალები ცრემლისფერი,
აღარც სიტყვები მოდის, იწყება ტანჯვის წლები...

ავტორი ნანა გეგეჭკორი

"მე ვცეკვავ შენში ". 

გავშალე ხელი, მე ვიწყებ ცეკვას
დარბაზში მიყურებს ორი თვალი
იცოდე ცეკვა, ჩემი სულია
როცა გიცეკვებ, ვარ შენით მთვრალი!

დავლიე შენი თვალები ცეკვით
ახლა შენს სუნთქვას დავუწყებ ტრიალს...
მინდა შევეხო შენს ღამისფერ თმებს
და უსასრულოდ დავიწყებ ქრიალს!...

ვცეკვავ და თითქოს აქ აღარა ვარ,
თითქოს ცაში ვარ უსივრცო რიტმით,
შენი თვალები მე მხდის საფიცარ
და ჩემი გრძნობის ჩუმ ცეკვას უდრის!...

გავშალე ხელი... მე ვგრძნობ შენს სურნელს
და მინდა შენში სულ იყოს დოლი(!)
მინდა მოგქონდეს რიტმების წერა
და მეც ვცეკვავდე, როგორც ფოთოლი!

ვცეკვავ და ცეკვით მოვდივარ შენთან
უთვლელი სივრცით ჩემს სულში ფეთქავ
მარტო ჩვენ დავრჩით, მხოლოდ ჩვენ გვესმის
შენი თვალები, მე და ეს სცენა...
ავტორი ნანა გეგეჭკორი.
ნანახია: 314 | დაამატა: Ucha | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: