მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით მანიპულაციის 10 ხერხი. 10 ხერხი მოსატყუებლად. - 22 ივნისში 2012 - გარდაქმნა
მთავარი » 2012 » ივნისი » 22 » მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით მანიპულაციის 10 ხერხი. 10 ხერხი მოსატყუებლად.
1:16 PM
მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით მანიპულაციის 10 ხერხი. 10 ხერხი მოსატყუებლად.

1. ყურადღების გადატანა.


        სოციალური კონტროლის საბაზისო ელემენტია ყურადღების გადატანის სტრატეგია. მიზანი_ საზოგადოების ყურადღების გადატანა მინშვნელოვანი საკითხებიდან, რომელთაც ამ ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტა ეგრეთწოდებული ''წყალდიდობისა'' და ''დატბორვის'' მეთოდების მეშვეობით არაარსებით ინფორმაციას მუდმივად გადმოსცემს და აწვდის საზოგადოებას.

        ყურადღების გადატანის სტრატეგია მნიშვნელოვანია, რათა არ მიეცეთ  მოქალაქეებს საშუალება მიიღონ აუცილებელი ცოდნა მეცნიერების, ეკონომიკის, ფსიქოლოგიის, ნეირობიოლოგიისა და კიბერნეტიკის სფეროებში.  ''მუდმივად გადაიტანეთ მოქალაქეთა ყურადღება''  ''წყალდიდობის'' ტექნოლოგიური მეთოდით ან ''დატბორვის'' მ,ეთოდით, რომელიც არცთუ მნიშვნელოვანი ინფორმაციების ჭარბად და უწყვეტად მოწოდებას გულისხმობს.

2. შექმენით პრობლემა _ შესთავაზეთ გადაწყვეტა.

      ეს  მეთოდი ასევე იწოდება, როგორც ''პრობლემა-რეაქცია-გადაწყვეტა'' იქმნება პრობლემა, ''სიტუაცია'', რომელიც საზოგადოების გარკვეულ რეაქციას იწვევს - რათა ადამიანებს, თავად გაუჩნდეთ ამ პრობლემის გადაწყვეტის სურვილი. მაგალითად, დაუშვან მოსახლეობის ზრდა ქალაქებში, ან მოაწყონ სისხლიანი ტერაქტები იმისთვის, რომ მოქალაქეებმა მოითხოვონ კანონის და უსაფრთხოების გამკაცრება, რომელიც ასევე ზღუდავს გარკვეულწილად სამოქალაქო თავისუფლებას. ან ინიცირებულ იქნას ეკონომიკური კრიზიზი ამავე მიზნით, რომ მაქსიმალურად შეიზღუდოს მოქალაქეთა უფლებები და მოხდეს გარკვეული სახელმწიფო ორგანოების დემონტაჟი.

3. თანმიმდევრულობის სტრატეგია.

        იმისათვის, რომ დაინერგოს არაპოპულარული გადაწყვეტილებები, საჭიროა მხოლოდ გამუდმებით გამოვიყენოთ და დავნერგოთ ისინი, წვეთ-წვეთობით, წლების მანძილზე. სწორედ ასე იყო თავსმოხვეული პრინციპულად ახალი სოციალ-ეკონომიკური პირობები (ნეოლიბერალიზმი), 80-90 -იან წლებში. სახელმწიფო როლის შეზღუდულობა, პრივატიზაცია, არასანდოობა, მოქნილობა, მასობრივი უმუშევრობა, ხელფასები, რომლებიც უკვე ვეღარ უზრუნველყოფენ ღირსეულ ცხოვრებას. ანუ, ყველაფერი ის, რაც ცალკე აღებულ მიზეზად, აუცილებლად რევოლუციის საბაბი გახდებოდა.

4. ''გადადების'' სტრატეგია.

       კიდევ ერთი ხერხი არაპოპულარული გადაყწვეტილებების მიღებისათვის, არის, წარმოვაჩინოთ პრობლემა, როგორც ''მტკივნეული და აუცილებელი'', და მოვიპოვოთ მოქალაქეებში მათი შემდგომში მიღება აუცილებლობად. ეს მე არ მეხება, მაგრამ ვიღაცას შეეხება მერე, გაცილებით იოლია ასე , წარმოადგინო, ნებისმიერი მსხვერპლი მომავალში, ვიდრე აწმყოში. წარმოაჩინო პერსპექტივაში პირველ რიგში იმ მიზნით, რომ ეს არ მოხდება მაშინვე. მეორეს მხრივ, იმიტომ, რომ ხალხი ყოველთვის მზადაა იკვებოს გულუბრყვილო იმედებით, იმისთვის, რომ ხვალ ყველაფერი კარგად იქნება და ის მსხვერპლი, რომელსაც ხალხისგან მოითხოვენ, შესაძლებელია აირიდოს. ეს ხერხი მოქალაქეებს აძლევს მეტ დროს, რომ შეეჩვიოს ცვლილებების აზრს და უდრტვინველად მიიღოს ისინი, როცა ამის დრო მოვა.

5. ეჩურჩულე ხალხს.

         რეკლამების უმეტესობა, რომლებიც მიმართულია ფართო მასებისკენ, შეიცავს ენას, არგუმენტებს და სიმბოლოებს და განსაკუთრებულ ინტონეაციებსაც, რომლებიც ბავშვებზე უფროა გათვლილი თითქოს, რეკლამის ენა ძალზედ მარტივია, თითქოს აუდიტორია ან გონებრივად ჩამორჩენილია, ან მხოლოდ 12 წლამდე ასაკისაა.  რაც მეტად გინდა მოიტყუო, მით მეტად ინფანტილური უნდა იყოს საურთიერთო ტონი. რატომ? თუ თქვენ მიმართავთ ადრესატს, თითქოს იგი პატარაა, აღქმის კანონების მიხედვით, აუდიტორიის რეაქციაც არაკრიტიკული იქნება, ზუსტად ისე, როგორც ბავშვს შეეფერება. (მშვიდი იარაღი ჩუმი ომისთვის).

6. მეტი ემოცია ვიდრე მსჯელობა.

           ემოციური ასპექტების გამოყენება - ეს არის კლასიკური ტექონოლოგია რაციონალური ანალიზისა და კრიტიკული აღქმის  დასაბლოკად და ინდივიდუმებში. ამასთანავე, ემოციური ასპექტების ფაქტორის გამოყენება საშუალებას იძლევა გავუღოთ კარი ქვეცნობიერს, რათა იქ, ჩავნერგოთ აზრები, სურვილები, შიშები, იძულება ან ქცევის საჭირო მოდელები.

7. ამყოფე ხალხი  მეორადობის, საშუალოობის განცდით.

         ამ მეთოდით, ცდილობენ ამყოფონ ხალხი უღიმღამობასა და საშუალოობაში, შექმნან დამოკიდებული საზოგადოება, რომელსაც არ შეეძლება გააცნობიეროს სოციალური კონტროლისა და ჩაგვრის ტექნოლოგიები და მეთოდები.  განათლების ხარისხიც, დაბალი სოციალური კლასისთვის, ასევე უნდა იყოს საგრძნობლად განმასხვავებელი და არაფრისმომცველიც, რათა ამ კლასს უჭირდეს ბარიერის გადალახვა.

8. მასებში გააღვივონ უღიმღამობის განცდა.

           ამ მეთოდით, მასებს უნერგავენ, რომ მოდურია გაუნათლებლობა და უკულტურობა, რომ ეს მასიურია და საყოველთაო.

9. დანაშაულის გრძნობის გაძლიერება.

         მოვაწყოთ ისე, რომ ინდივიდუმებმა იფიქრონ, თითქოს ყველა მისი პრობლემა, მხოლოდ მისი ბრალია, რადგან მას, არ აქვს არც საკმარისი ინტელექტი, არც შესაძლებლობები. ამგვარი მეთოდოლოგიით, იმის მაგივრად, რომ მოსახლეობამ აღიმაღლოს ხმა, ხალხი თავის თავში იწყებს პრობლემის ძიებას და ეუფლება უსუსურობის განცდა. ამას მასები დეპრესიულ განყწობამდე მიჰყავს და ეფექტურად ზღუდავს მათ აქტივობას. ხოლო ქმედების გარეშე, არც რევოლუცია ხდება!

10. იცოდე ხალხზე მეტი, ვიდრე მათ თვითონ.

            ბოლო 50 წლის მანძილზე, სამეცნიერო მიღწევებმა ცხადყო მზარდი განმასხვავებელი ფაქტორები ცოდნის მხრივ, ძირითად მასებსა და მათ შორის, ვინც მმართველ ელიტას განეკუთვნება: ბიოლოგიის, ნეირობიოლოგიისა თუ გამოყენებითი ფსიქოლოგიის წყალობით, ''სისტემა'' სარგებლობს მოწინავე ცოდნით ადამიანის რაობასა დთუ ფიზიკური რესურსით. ''სისტემა''-ს აქვს შესაძლებლობა, უკეთ გაუგოს ჩვეულებრივ  ადამიანს, აუღოს ალღო უკეთ, ვიდრე თავად ინდივიდუმს. ეს კი, ''სისტემას'' თავისთავად მეტი  კონტროლის შესაძლებლობას აძლევს ძალაუფლებასთან ერთად.

კიდევ უყურებთ ტელევიზორს?


ნოამ ჩომსკი. ამერიკელი ლინგვისტი, ფილოსოფოსი და საზოგადო მოღვაწე.

მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 452 | დაამატა: Ucha | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: