მთავარი » 2012 » აპრილი » 19 » მამას მონატრება.
11:12 PM
მამას მონატრება.

ერთხელაც ვდუმდი, ვიყავი ჩუმი

ვფიქრობდი მათზე ვინც იყო გულში 

ძალიან მაკლდა ვიგრძენი წუთში

და ამ სიმწარეს ვეძებდი სულში.


მეც მენატრება და მტკივა გული

მარტო ვარ მარტო, არც ესმით ყურში

სიცილი პირზე, მერე პირქუში

ვერც ხედავთ როგორ ვარდებით ღრმულში.


შემძულდა ვარდი, მიხაკი ნაზი

შემძულდა  რიცხვი, როცა შენ წადი

დამრჩა ფიქრები, ლანდები ქარში

და გეძებ როცა შენ არ ხარ სახლში.


საფლავის ქვაში, იმწყვდევი კაცი

გცივა და თოვლით სავსე გაქვს ტანი

თუმცა აქ არც ხარ, შენახარ ცაში

და არც მითხარი, გაქრი კვლავ ქარში.


ვზივარ, ვიხსენებ ბავშვობას მაშინ

როცა ვიყავით მე და შენ სახლში,

შენი სიცილი მიდგება თვალწინ,

აქ მინდა იყო და არა ცაში.


მე მეწვის სული, მტკივა და ვებრძვი

უშენოდ ვებრძვი, დროსა და ვწყევლი,

არც მაცდის ტირილს და უშნოდ მებრძვის,

რისთვის ან რატომ  დამტოვე მტვერში?


მამიკო, მამა, ეხლა ხარ ღმერთში

უცოდველს ალბათ, კალთის ქვეშ გელის,

სიყვარულს, სითბოს ეძებდი ჩვენში

დაგვტოვე, წადი, შენ სამ ოთხ დღეში.


იცი რა მინდაა? რა დამრჩა შენთვის?

სათქმელი ბევრი, თუ გესმის ჩემი

სანთელი, ქვები, ქუჩები, გზები

ერთი კონა და სიცოცხლე ჩემი.


ჯიუტი შვილი, ლოცულობს შენთვის

როცა არ ყავხარ შენ ერთი გვერდით

აღსარებას წერს, გაბარებს ხელში

ნეტავ, აქ ყავდე სულ ახლოს გვერდით.


წამებს დავლეწავ, შევიკლავ ხელში

და დავაბრუნებ იმ წუთებს ჩვენთვის

იცი? ათასჯერ გეტყოდი დღეში

მამი მიყვარხარ, ვლოცულობ შენთვის.


მხოლოდ სურათთან, ვჯდები და ვტკბები

ვმალავ ცრემლებს და მრცხვენია შენი,

სიგიჟეს ვაწერ შენ, წასვლას ღმერთში

არც კი გახსოვდა, მტოვებდი მტვერში!


მე თუ დავდივარ, დავდივარ შენთვის,

მინდა მოგიძღვნა ცრემლები ჩემი,

მჯერა რომ მხედავ და დარდობ ჩემთვის,

უფალს თხოვე ერთი დღე ჩვენთვის.


საცოდაობით დუღს ეს ქვეყანა,

განა მე დავრჩი უმამოდ მტვერში?

ბევრია ასე, ჩუმად რომ ტირის 

და მამის სურათს იტოვებს ხელში...

ნანახია: 2546 | დაამატა: Ucha | რეიტინგი: 4.3/3
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: