მთავარი » 2012 » აპრილი » 12 » ქურდული სამყაროს კონსტიტცია.
11:38 PM
ქურდული სამყაროს კონსტიტცია.

ქურდული კოსტიტუცია

1. ქურდს ეკრძალება ცოლის მოყვანა და ოჯახის შექმნა.
2. ქურდს ეკრძალება მუშაობა. მან მხოლოდ დანაშაულის გზით მოპოვებული ფულით უნდა ისარგებლოს.
3. ქურდმა მორალური და მატერიალური დახმარება უნდა აღმოუჩინოს სხვა ქურდებს – "ობშჩიაკის" გამოყენებით.
4. ქურდი უნდა იძლეოდეს ინფორმაციას მათი თანამოაზრეების "განლაგების" შესახებ – მხოლოდ კონფიდენციალური სახით
5. თუ ქურდს უთვალთვალებენ, შედარებით პატარა ქურდმა ყურადღება უნდა მიიპყროს და ქურდს გაქცევის საშუალება მისცეს.
6. თუ დამნაშავეთა სამყაროში კონფლიქტი წარმოიშვა აუცილებლად უნდა მოხდეს "სხოდკა".
7. თუ აუცილებელია ქურდი "სხოდკაზე" უნდა მივიდეს და სხვა ქურდი გაასამართლოს, თუ მისი საკითხი გაურკვეველია.
8. "სხოდკის" მიერ გამოტანილი განაჩენი აუცილებლად უნდა აღსრულდეს.
9. ქურდს უნდა ჰქონდეს სხვადასხვა ფენებთან ურთიერთობის გამოცდილება.
10. ქურდმა არ უნდა ითამაშოს ფულზე, თუ გადასახდელი ფული არ აქვს.
11. გამოცდილმა ქურდმა ახალგაზრდას ხელობა უნდა ასწავლოს.
12. ქურდს უნდა ჰყავდეს "შესტიორკა".
13. ქურდი არ უნდა ჰკარგავდეს თავს ალკოჰოლის მიღებისას.
14. ქურდი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაერიოს ხელისუფლებაში, არ უნდა მონაწილეობდეს სოციალურ ორგანიზაციებში.
15. ქურდმა არ უნდა აიღოს იარაღი ხელისუფლებისგან და არ უნდა მსახურობდეს ჯარში.
16. ქურდმა უნდა შეასრულოს დაპირება მიცემული სხვა ქურდებისათვის.

             "კანონიერ ქურდთა" კოდექსის უპირველესი წესია "კორონოვანიე"(მონათვლა) – ესაა ქურდების გაერთიანებაში წევრის მიღების პროცედურა, ქურდობის მინიჭება, რომელსაც სულ ცოტა 2 ქურდი მაინც უნდა ესწრებოდეს. მათ არა მარტო ის უნდა დაამტკიცონ, რომ მომავალი ქურდი "მაგარია", არამედ ყველაზე მთავარი ისაა, დაამტკიცონ, რომ კანდიდატი პოლიციასთან და საერთოდ სახელმწიფო დაწესებულებაში არ მუშაობდა. თუ საკითხი დადებითად გადაწყდება, ამის შემდეგ გადააჭდობენ მაჯებს და წარმთქვამენ ერთგულების ფიცს, რის შემდეგაც მონათლული იღებს ნათლობის სახელს და მისი ავტორიტეტი სპეციალური ფოსტით იგზავნება ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე.

                                                                        ქურდული სასჯელი

             ძირითადათ ქურდებისათვის 3 სახის სასჯელი გამოიყენება: 1. ყველას თანდასწრებით სილის გაწნა. ამას იყენებენ მაშინ, როდესაც "კანონიერი ქურდი" რაიმე უმნიშვნელოში ჩაიჭრა და მისი გამოსწორება შეიძლება. 2. "კანონიერი ქურდის" იერარქიულად ჩამოქვეითება, ან მისი გარიცხვა და სტატუსის ჩამორთმევა, რასაც "ყურის ძირში გარტყმა" ეწოდება. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ქურდი ღრმად შეტოპავს, ქურდულ "ობშჩიაკში" ხელს აფათურებს, ანდა უგულებელყოფს სხვა ქურდების სამართლიან შენიშვნებს. "გვირგვინახსნილი ქურდისთვის" წამორტყმა უკვე ყველას შეუძლია. 3. სიკვდილით დასჯა. ამ უკიდურეს ზომას მაშინ მიმართავენ, როდესაც ქურდი არა მარტო არღვევს კოდექსს, არამედ დიდ ზიანს აყენებს საძმოს ინტერესებს. სიკვდილმისჯილს არ შეუძლია პატიება ან სხვა მსუბუქი სასჯელის მოთხოვნა, რადგან ეს არ არის სასამართლო , სადაც გასაჩივრება შეიძლება. ასეთ სიტუაციებში ხშირად რამდენიმე ქურდს განაჩენგამოტანილი მიჰყავთ სადმე განცალკავებულ ადგილზე და მას აძლევენ პისტოლეტს ერთი ტყვიით, რომ მან თვითონ მოიკლას "კაცურად" თავი და ამით გამოისყიდოს დანაშაული.

                                                                 პირველი კანონიერი ქურდი

             პირველი კნონიერი ქურდი რუსი ივანე ოსიპოვი მეტსახელად "ვანკა კაინი" იყო, რომელიც 1731 წ. ქურდულ "სხოდნიაკზე" "კანონიერ ქურდად" აკურთხეს. მან ფიცი დადო, რომ სიცოცხლის ბოლომდე კრიმინალურ სამყაროს ემსახურებოდა, მაგრამ ფიცი გატეხა, პოლიციის სამსდახურში შევიდა, რასაც თან მოჰყვა რამდენიმე მძიმე დანაშაულის გახსნა. მაგრამ ბოლოს მაინც კრიმინალურმა ინსტიქტმა იმძლავრა და დამნაშავეთა ბანდა ჩამოაყალიბა, რომელთა წევრებიც რეკეტს ეწეოდნენ, მდიდრებს და ვაჭრებს ფულს სძალავდნენ.  დაწესებულ "სტავკებზე" ვისგანაც უარს მიიღებდნენ, ანადგურებდნენ, ანდა სახლ–კარს უწვავდნენ. ვანკა კაინი 1749 წ. დააპატიმრეს და ჩამოახრჩვეს.
ნანახია: 2992 | დაამატა: Ucha | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: