ქართული პოლიტიკის ბონი(ხიდაშელი) და კლაიდი(უსუფაშვილი). - 21 ივნისში 2012 - გარდაქმნა
მთავარი » 2012 » ივნისი » 21 » ქართული პოლიტიკის ბონი(ხიდაშელი) და კლაიდი(უსუფაშვილი).
4:52 PM
ქართული პოლიტიკის ბონი(ხიდაშელი) და კლაიდი(უსუფაშვილი).
          ისინი იურისტები არიან, ფული უყვართ და ყოველთვის იქ არიან, სადაც გრანტი ფაჩუნდება. არავის დაუთვლია, ზუსტად რამდენი აქვს მიღებული ამ წყვილს ჯორჯ სოროსისგან ან პირდაპირ ამერიკის ბიუჯეტისგან. ორივენი სოროსის ფონდის - "ღია საზოგადოება საქართველოს" მმართველ საბჭოში იყვნენ მოკალათებულნი: ერთი თავმჯდომარე(ბონი), მეორე კი წევრი იყო. ორივეს სტუდენტობიდანვე "გაეხსნა" საჯარო სამსახურის ხიბლი: ერთი სტუდენტობის პარალელურად პარლამენტის სპეციალისტად  მუშაობს, მეორე - ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ერთსაც და მეორესაც უცხოურ ვოიაჟებს უცხოელები უფინანსებენ. ერთიც და მეორეც კორუფციას ებრძვიან, სულ ვიღაცას დაჭერას მოითხოვენ და ყველაზე მეტად ფულზე, ფულზე ლაპარაკობენ!
        ბონიც და კლაიდიც მაგისტრები არიან, სააკაშვილივით, ოღონდ სხვადასხვა ორდენს განეკუთვნებიან. სააკაშვილივით, მათაც "თითო წელიწადში რამდენიმე უნივერსიტეტის მოვლა მოუსწრიათ". თუ კი რამ საერთაშორისო ორგანიზაცია ან ფონდი გაჭაჭანდა საქართველოში, ყველას ექსპერტი, კონსულტანტი და მრჩეველი ყოფილან. აი, მათი ბიოგრაფიის ფრაგმენტები:
          მათი საერთო განათლება: დაამთავრეს თბილის სახელმწიფო უნივერსიტეტი (1995წ); ბუდაპეშტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი (1996); ბუდაპეშტის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურა (1996); ვაშინგტონის სამართლის სკოლა, ადამიანის უფლებათა სამართლის ფაკულტეტის მაგისტრატურა (1996). 
          ახლა საქმიანობაზე გადავიდეთ: ბონი(ხიდაშელი) - 1992-93 წლ. საგარეო საქმეთა სამინისტროს კონსულტანტი; 1994-95 წლ. საქართველოს პარლამენტის უფროსი სპეციალისტი; 1996-97 წლ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის უფროსი ექსპერტი; 1997-99 ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი პროექტის დირექტორი; 1997-2000 წლ. ჰავაის ამერიკული უნივერსიტეტის თბილისის ფილიალის მასწავლებელი; 2002-2004 წლ სახელმწიფო ანტიკორუფციული საბჭოს წევრი; 2004 წლ. იელის უნივერსიტეტის მკვლევარი; 2000-2004 კანონის უზენაესობის პროგრამისა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დირექტორი; 2004-2005 წლ. სოროსის ფონდის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე.
         კლაიდი(უსუფაშვილი) - 1990-1992 წლ. ცეესკოს იურისტი; 1992-94 "სახელმწიფო საბჭოს" იურიდიული განყოფილების მრჩეველი, 1993-95 წლ. საქართველოს კონსტიტუციაზე მომუშავე სახელმწიფო კომისიის წევრი(ამ კომისიაში მომუშავეთაგან ის არავის ახსოვს და ამის დამამტკიცებელი საბუთები არ არსებობს, განსხვავებით საეჭვოდ დამთავრებული უნივერსიტეტებისა); 2005 წლიდან დღემდე - საერთაშორისო ორგანიზაციების (გაეროს, ევროსაბჭოს, სოროსის ფონდის, სავალუტო ფონდის, წამების საწინააღმდეგო მსოფლიო ორგანიზაციის და ა.შ.) კონსულტანტი სამართლის უზენაესობის, კორუფციასთან ბრძოლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. 
        1989 წლ. 9 აპრილის მეორე დღეს კლაიდი კომუნისტურ პარტიაში გაწევრიანდა. 1991 წლის ბოლოს მგზნებარე ზვიადისტი ბონი კი უცებ შევარდნაძის ბანაკში აღმოჩნდა. ძველი ნაცნობები ბონიზე ამბობენ:" გამოირჩეოდა პერსპექტიულ და ენერგიულ სტუდენტებთან დაახლოებისა და დამეგობრების უნარით, ანუ ცდილობდა, სწორად შეერჩია სამეგობრო წრე". ამის მაგალითად ესეც გამოდგება: ბონიმ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" დააარსა კოტე კუბლაშვილთან, ირაკლი ოქრუაშვილთან, ნინო ბურჯანაძესთან, დავით უსუფაშვილთან, ზურაბ ადეიშვილთან, ნიკა ლალიაშვილთან და რამდენიმე ლეიბორისტთან ერთად. მისი მეგობარი ორგანიზაცია იყო წლების მანძილზე " მეორე სოროსისტული ორგანიზაცია "თავისუფლების ინსტიტუტი", რომლის დამფუძნებელ დავით ზურაბიშვილსა და გიგა ბოკერიასთან ბონის მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებდა.
        გამჭრიახი გონების წყალობით ბონი და კლაიდიმ ჯერ ეროვნულ ხელისუფლებას შეეფარნენ, როცა მისი დაღუპვა მოახლოვდა შევარდნაძის ბანაკში გადავიდნენ, შემდეგ სოროსის გავლით სააკაშვილის გუნდში აღმოჩნდნენ, მისი დაღმასვლის შემდეგ ჯერ პატარკაციშვილის იმედი ჰქონდათ, მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა. ამასობაში 2011 წლის გაზაფხულზე სოროსის ფონდიც დაიხურა და ახალი დონორი დასჭირდათ. ისიც გამოჩნდა. ასპარეზზე მილიარდერი ქართველი ივანიშვილი გამოვიდა და ბონი და კლაიდიც პირველები აღმოჩნდნენ მის ბუდეში. (ამაზე ფუშე და ტალეირანი გამახსენდა...)
       ბონი ძალიან ფიცხია, მუდამ უკმაყოფილო, ყველაფერში სხვებს ადანაშაულებს, ყველას ბრალს დებს და თვითონ თავი ანგელოზი და საქართველოში ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსი ჰგონია. ამიტომ ბუნებრივია ის ფაქტი, რომ ის ბევრად მეტ ადამიანს სძულდა, ვიდრე მხარს უჭერდა. რაც შეეხება კლაიდს - იგი მუდამ მშვიდია, ცდილობს, სკანდალებში არ გაეხვეს და ისეთი განცხადებები არ აკეთოს, რომ ხალხის სიძულვილი კიდევ უფრო არ გაამძაფროს.
        ახლა ვნახოთ რას ფიქრობენ მათზე ცნობილი ადამიანები: 
         ირაკლი ოქრუაშვილი: თინა ხიდაშელსა და დავით უსუფაშვილს არანაირი პრეტენზიების საფუძველი არ გააჩნიათ, მათ პრეზიდენტი იუსტიციის მინისტრისა და უზენაესი სასამართლოს პოსტებს სთავაზობდა. სასამართლოს რეფორმა დაიწყეთ და მიიყვანეთ ბოლომდე, თქვენს საქმეში კაცი არ ჩაერევაო. საქმეს თავი აარიდეს და ოპოზიციონერობა დაიწყეს.
          შალვა ნათელაშვილი: თინა ხიდაშელი "გაერთიანებულ ოპოზიციაში" აღმოჩნდა ევა, "განხეთქილების ვაშლი"! ახლა, მთლად სამოთხე ისედაც არ ჰქონდათ ოპოზიციაში, მაგრამ თინა ხიდაშელმა, რაც იყო, ისიც აურ-დაურია. ვამბობ ხიდაშელს, ვგულისხმობ "რესპუბლიკელებს" და პირიქით.
        თეიმურაზ შაშიაშვილი: თინა ხიდაშელი არის კარგად გაწვრთნილი, ცოდნით შეიარაღებული და ამ ქვეყანაში შემოგზავნილი. რატომ შემოაგზავნეს? მართლამდიდებლური ეკლესიის დისკრედიტაციისათვის, ეროვნული ღირებულებების გასაუფასურებლად, ქართველი სტუდენტობის, მოსწავლეების, ახალგაზრდობის გამოსათაყვანებლად და გადასაგვარებლად. ამას ხიდაშელი ლიბერალურ დემოკრატიას ეძახის.
         ჯანსუღ ჩარკვიანი: მალე დაგვინიშნავენ ამ თინა ხიდაშელს კომისრად. ადრე რომ იყო, სტალინის დროს და ალბათ, მიგვითითებს - ვინ რომელი სპექტაკლი დადგას და როგორ, ვინ როგორი რომანი და ლექსი დაწეროს, ვი რა დახატოს. მოკლედ ამ ქალის გარეშე, ვატყობ, მალე ამ ქვეყანაში არაფერი გადაწყდება.
       კახა კუკავა: თინა ხიდაშელი, სამწუხაროდ, მუდამ ბრალმდებლის როლში გამოდის. რა, პროკურორია? ვინ დანიშნა ოპოზიციის პროკურორად? შეიძლება ადამიანი ყველასთან ყოველთვის მართალი იყოს და ერთი შეცდომა არ ჰქონდეს დაშვებული და აღიარებული? ასეთი ადამიანი მსოფლიო პოლიტიკაში არ მეგულებოდა და აჰა, "გამოჩნდა თინა ხიდაშელის სახით".
        გოგი ქავთარაძე: თინა ხიდაშელის ჭკუის დასარიგებელი რომ გავხდით, მის ჭკუის საკითხავად რომ გაიხადა ზოგიერთმა თავი, აი, მაშინ წავიდა ჩვენი საქმე უკუღმა.
         ქეთი დოლიძე: თინა ხიდაშელისა და მისი გუნდის პირველი მიზანი ქართული კულტურის განადგურებაა. გეგმის მეორე ნაწილი რა იქნება, არ ვიცი, მაგრამ პირველი ნაწილი რომ ესაა, უკვე საჩინო და ყველასათვის გასაგებია, უკვე დაწყებულია ეს პროცესი ქართული თეატრებიდან, უმაღლესი სასწავლებლებიდან მეცნიერებათა აკადემიიდან, მწერლობიდან...
     ფიქრია ჩიხრაძე: თინა ხიდაშელს ურჩევნია, საქმეს მიხედოს, იმ გრანტების დახარჯვის ანგარიში წარმოადგინოს, არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციიდან რომ აქვს მიღებული, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებისგან. ამით იმასაც გავიგებთ, რამდენი ანტიეროვნული პროექტი აქვს დაფინანსებული.

      ვუყურებ ცოლ-ქმრის ბიოგრაფიას და მაგონდება ამერიკული ფილმები, თუ როგორ ქმნის აშშ-ს უშიშროება ჩვეულებრივი ადამიანებისგან აგენტებს.
ნანახია: 544 | დაამატა: Ucha | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: