მთავარი » 2012 » აპრილი » 10 » ქალის ამოცნობის ხელოვნება
10:53 PM
ქალის ამოცნობის ხელოვნება
         ქალი ერთ–ერთი ყველაზე ამოუცნობი ობიექტია დედამიწაზე და ამითაც ძალიან იზიდავს მამაკაცებს. წარმოგიდგენთ რამდენიმე წესს, რომლებიც ქალთან ურთიერთობისას უნდა გაითვალისწინოთ.

1. მამაკაცმა ყოველნაირად უნდა ეცადოს გამოიცნოს რა სურს ქალს და შეძლებისდაგვარად განახორციელოს.

2. თუ ქალმა ქმრის ღალატი განიზრახა, ამას მაინც გააკეთებს, მიუხედავად ქმრის "მაგარბიჭობისა".

3. ქალი ქმარს პირველ რიგში შურისძიების გამო ღალატობს, თუმცა ცნობისმოყვარეობისა და სიამოვნების ფაქტორებიც მნიშვნელოვანია.

4. ეცადეთ ქალს თავი არ მოაბეზროთ.

5. ქალის ცეკვაში მეტ–ნაკლებად ჩანს მისი სექსუალურობა. თუ ქალი ტემპერამენტულად ცეკვავს და უხეშია, მაშინ იგი სექსში გამოუცდელია. თუ ქალი ცეკვისას მამაკაცურ ილეთებს აკეთებს, მაშინ მისთვის სიამოვნების მინიჭება საკმაოდ რთულია. ხოლო თუ ქალი თვალდახუჭული ცეკვავს, სექსში განუმეორებელი იქნება.

6. ადრე თუ გვიან ყველა მამაკაცი ხვდება, რომ ქალებში მთავარია არა რაოდენობა, არამედ ხარისხი.

7.თუ გინდა, რომ ქალი დაგნებდეთ, აუცილებლად მიეცით მას გასამართლებელი საბუთი. ნუ გაგიკვირდებათ და ნურც გაბრაზდებით თუ გაიგებთ, რომ ქალმა მეგობარს უთხრას რომ ძალა იხმარეთ, ან მთვრალი იყო და ა.შ.

8. თუ ქალთან დაახლოვება გსურს, თავი ისე მოაჩვენე, რომ გაინტერესებს მისი შინაგანი სამყარო, შემდეგ კი – სხვა დანარჩენი.

9. ქალს ურთიერთობის პირველ პერიოდში ძალიან უჭირს, ამიტომ დრო მიეცით, ნება მიეცით თავისი ოჯახური ისტორიები მოგიყვეთ და არ აგრძნობინოთ რომ ისინი სრულიად არ გაინტერესებთ, თორემ გულს ატკენთ. ამ პერიოდში ქალს ხშირად აქვს განცდა, რომ არ მოსწონხართ, მაგრამ  ამაზე ნუ იღელვებთ, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და რამდენიმე თვეში გაუვლის( თუ რა თქმა უნდა ამის გამო ჩხუბს არ აუტეხავთ და ამით თავს არ შეაძულებთ).

10. არ აჩვენოთ ქალს რომ ძუნწი ხართ.

11.თუ ქალი გაძლევთ შანს იერიშზე გადასვლის და თქვენ თავს იკავებთ, მალე საპასუხოდ აგრესიას მიიღებთ.

12. ნუ აგრძნობინებთ ქალს, რომ მას ძალიან კარგად იცნობთ. დაე ჰქონდეს ილუზია რომ იდუმალი და ძნელად ამოსახსნელია. წინააღმდეგ შემთხვევაში უბედური გახდება და თქვენდამი ინტერესს დაკარგავს. გახსოვდეთ ქალი კროსვორდი არაა, რომ ამოხსნათ და გადააგდოთ. სხვათაშორის მამაკაციც უნდა ეცადოს რომ იდუმალი იყოს.

13. ერიდეთ ისეთ ქალებს, რომელთაც ბევრი მეგობარი მამაკაცი ჰყავთ. ასეთი ქალები უმადურები და ეგოისტები არიან.

14. სამწუხარო რეალობაა ის ფაქტი რომ რაც ნაკლებ სიყვარულს ამჟღავნებს მამაკაცი ქალის მიმართ ქალი მით უფრო ინტერესდება მისით.

15. სექსი მამაკაცისთვის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებაა, ქალისათვის კი დესერტია. ამიტომ, თუ ქალი ერთ დღეს უარს გეტყვის სიყვარულზე, მეორე დრეს თვითონ გამოიჩენს ინიციატივას.

16. გახსოვდეთ რომ საბოლოო არჩევანს ყოველთვის ქალი აკეთებს, ოღონდ შეფარვით – თითქოს არჩევანი თქვენ გააკეთეთ; ძველი სიბრძნის მიხედვით  – მამაკაცი დარბის მანამ, ვიდრე ქალი მას არ გამოიჭერს.

17. ქალები ხშირად კიცხავენ იმ მამაკაცებს, რომლებიც ჭკუას კარგავენ ქალების გამო. მამაკაცის დადანაშაულება ქალის სიყვარულში იგივეა, რაც გაბრაზდე სპილოზე თუ რატომ არის ასეთი დიდი. ასე რომ ამაზეც ნუ იღელვებთ.

18. ქალი რომელიც ხშირად ერთობა საღეჭი რეზინით ტემპერამენტიანი და ადვილად აღზნებადია.

19. ქალების უმრავლესობამ არ იცის მამაკაცებთან ურთიერთობია ანაბანა, ამიტომ ეცადეთ თქვენ ასწავლოთ. ქალებს უყვართ კეთილი მასწავლებლები.

20. გახსოვდეთ რომ, ხშირად ქალები რასაც სიყვარულს უწოდებენ ყველაფერია სიყვარულის გარდა; უმეტესად ეს არის ლტოლვა, ანგარება, შეჩვევა, გამოწვევა და ა.შ. მხოლოდ ქალს შეუძლია მთელი ცხოვრება იცხოვროს ისეთ ადამიანთან, რომელიც საერთოდ არ უყვარს.
ნანახია: 1335 | დაამატა: Ucha | რეიტინგი: 4.0/1
სულ კომენტარები: 2
2 tamy  
0
ucha am usaprtxoebis kodma nervebse momschalaaaaaaaaa,da zeraschi schezdomebsaz mito vuscvhveb.....

1 tamy  
0
sagech resins xschirad vgechav,zud gemos miqrobs..tu am kriteriumit moasrovnetatvis albat dasabmeli var:)))))

სახელი *:
Email *:
კოდი *: