კარლ მარქსი – კომუნიზმის მამა. - 28 აპრილში 2012 - გარდაქმნა
მთავარი » 2012 » აპრილი » 28 » კარლ მარქსი – კომუნიზმის მამა.
11:34 PM
კარლ მარქსი – კომუნიზმის მამა.
             კარლ მარქსი(1818–1883) გარეგნულად მუქი კანითა და გრძელი წვერით გამოირჩეოდა. კანის გამო "მავრი" შეარქვეს, ხოლო წვერი იმისთვის მოიზარდა, რომ ზევსს დამსგავსებოდა. მთელი ცხოვრება ფურუნკულოზი(კანის დაავადება) სტანჯავდა, რის გამოც დაბანას ვერ იტანდა. კარლი აღფრთოვანებული იყო მე–16 საუკუნის ფრანგული ეროტიკული პოეზიით, უყვარდა პიკანტური ანეგდოტები, თუმცა ქალების საზოგადოებაში ყოველთვის თავშეკავებული და თავაზიანი იყო.
            სტუდენტობისას ხშირად სვამდა და ერთობოდა, რის გამოც მამამ რამდენიმე უნივერსიტეტი გამოაცვლევინა. მიუხედავად ამისა, დიდი ნიჭის წყალობით იგი ფილოსოფიის დოქტორი, გამოჩენილი ეკონომისტი ("კაპიტალის" ავტორი), ისტორიკოსი, პოლიტოლოგი და სოციოლოგი გახდა. მთელი ცხოვრება კომუნიზმს ქადაგებდა, ფულს იგნორირებას უკეთებდა და სიციცხლის ბოლომდე კაპიტალისტი მეგობარი(ენგელსი) და ნათესავები არჩენდნენ.
            მისი იდეების მოწინააღმდეგენი მარქსს სატანასა და ურჩხულს ეძახიან, რადგან მის იდეას თავისუფლებისა და თანასწორობის შესახებ უამრავი ადამიანი შეეწირა. მარქსის დამცველები ერთხმად აცხადებენ, რომ, მართალია, მისმა მიმდევრებმა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს, მაგრამ თვითონ ჭიანჭველასთვისაც კი არ დაუდგამს ფეხიო. ეს მართალია. იგი თვითონაც შეძრწუნდებოდა, რომ გაეგო, მისი იდეის სახელით რა უბედურებები დატრიალდა მსოფლიოში.
              კარლის მამა ჰაინრიხი გერმანელი ებრაელი, ქ.ტრირის გამორჩეული ადვოკატი იყო(მან კარიერის გამო 1816 წ. უარი თქვა იუდაიზმზე და ლუთერანად მოინათლა). ჰაინრიხის ძმა (სემუელი)კი ქალაქის მთავარი რაბინი. 6 წლის კარლი მამა ლუთერანად მონათლა და სურდა მასავით ადვიკატად გამხდარიყო. მამის დაჯინებული თხოვნით მარქსი 1835 წ. ბონის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე მოეწყო. კარლა არ ხიბლავდა იურისპრუდენცია, რის გამოც უნივერსიტეტებსა და ფაკულტეტებს იცვლიდა. 1841 წ. მან იელის უნივერსიტეტში ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი დაიცვა.
              სტუდენტობის პერიოდში კარლი გაიტაცა ჰეგელის ფილოსოფიამ, რამაც საბოლოოდ დიდი გავლენა მოახდინ მის იდეებზე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მარქსს სურდა მთელი ცხოვრება სამეცნიერო საქმიანობისთვის მიეძღვნა, მაგრამ თავისი იდეების გამო მუდმივად იდევნებოდა. ერთხანს ჟურნალისტი იყო, კიოლნის ცნობილი გაზეთის რედაქტორად მუშაობდა. ამის გამო მარქსმა დატოვა გერმანია და საფრანგეთსა და ბელგიაში გარკვეული ხნით ცხოვრების შემდეგ 1849 წელს სამუდამოდ ინგლისში დასახლდა.
           1848–1852 წლებსი მაქრსი პირველი კომუნისტური კავშირის ცენტრალური კომიტეტის თავჯდომარე იყო, 1864 წ. კი მისი აქტიური მონაწილეობით შეიქმნა" პირველი ინტერნაციონალი"(პროლეტარიატის (მუშათა კლასი) პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია)).
            კარლს 17 წლის ასაკში მეზობელი მდიდარი არისტიკრატი, ლუდვიგ ფონ ვესტფალენის ქალიშვილი წითელთმიანი ჯენი შეუყვარდა, რომელიც მასზე 5 წლით უფროსი იყო. ჟენი ტრირის ულამაზესი გოგონა იყო. ერთ წვეულებაზე მეჯლისის დედოფლადაც კი აღიარეს. მას უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა, თუმცა მისი მოხიბვლა მხოლოდ კარლმა მოახერხა. ჟენის მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, ისინი სტუდენტური არდადეგების დროს ჩუმად დაინიშნენ. ამის მიუხედავად, ისინი მხოლოდ 7 წლის შემდეგ 1843 წელს დაქორწინდნენ, რადგან კარლი უნივერსიტეტებს ხშირად იცვლიდა, რის გამოც მუდმივად მოგზაურობდა. თაფლობისთვე შვეიცარიაში გაატარეს. არაფრის ეშინოდათ, რადგან კარლი გაზეთის რედაქტორი იყო და კარგი ხელფასი ჰქონდა. მცირე ხნის შემდეგ გაზეთი პოლიტიკური მოსაზრებით დახურეს და მარქსების ოჯახს უმძიმესი პერიოდი დაუდგა.
          ბრიტანეში გადასახლებული მარქსები, მთელი დარჩენილი ცხოვრება სიღატაკეში ცხოვრობდნენ. ფუფუნებაში აღზრდილი ჟენი ქმრის სიყვარულის გამო ყველაფერს გმირულად იტანდა. იგი იყო მარქსის მდივანიც და თანაშემწეც, აგროვებდა მეუღლის ჩანაწერთა არქივს, არც მისი სტატიების გადაწერა ეზარებოდა და არც მის თანამოაზრეებთან შეხვედრა. კარლის მეგობრების განცხადებით ჟენის გარეშე მარქსი ასეთი სახელგანთქმული ვერ გახდებოდა.
         მუდმივი ვალების გამო მარქსების ოჯახი ხშირად იცვლიდა საცხოვრებელ ქალაქს მევალეებისგან თავის დასაღწევად. მათ 7 შვილი შეეძინათ, რომელთაგან სრულწლოვანებას მხოლოდ 3–მა მიაღწია. შემდეგში ქალიშვილმა თავი მოიკლა. ისინი ისეთი ღარიბები იყვნენ, როდესაც ერთი ქალიშვილი მოუკვდათ, მისი დასაკრძალი ფული არ ჰქონდათ. ჟენიმ თავისი საოჯახო ვერცხლის ჭურჭლის გაყიდვა გადაწყვიტა. ჭურჭელი კარლმა წაიღო და იგი დააპატიმრეს, რადგან არისტსტოკრატს არ ჰგავდა ნივთები მოპარული ეგონათ.
            მარქსი მთელ დღეებს ბრიტანეთში მუზეუმში ატარებდა. ნაშრომებს იქ წერდა. ფიზიკურად სუსტი იყო, ღვიძლი აწუხებდა და მხედველობის პრობლემებიც ჰქონდა. ასაკთან ერთად მძიმე ცხოვრებამ მას დაღი დაატყო და თანდათან ძალიან ნერვიული გახდა. იგი ხშირად ჩხუბობდა და მრისხანების შეკავებას არასდროს ცდილობდა.
         მიუხედავად იმისა, რომ კარლს თავისი ცოლი მთელი ცხოვრება უყვარდა, პერიოდულად მას მაინც ჰყავდა საყვარლები. პირველი მასზე გაცილებით უმცროსი იტალიელი ფრაუ ტენგესთა იყო, მეორე თავისი ჰოლანდიელი ნათესავი, მესამე კი 20 წლით უმცროსი ანტუანეტა ფილა, რომელიც კარლს ჩირქიან იარებს უმუშავებდა და უვლიდა. ყველაზე ხანგრძლივი ურთიერთობა მეუღლის მსახურთან ელენ დემუტთან ჰქონდა, რომლისგანაც კარლს შვილი შეეძინა. კარლმა იგი არ აღიარა და მხოლოდ 30 წელს მიღწეული ინახულა. ეს ქალი მთელი ცხოვრება უანგაროდ ემსახურებოდა მარქსების ოჯახს. კარლს ჯადრაკს ეთამაშებოდა და ჟენის ყველაფერში ეხმარებოდა. მისი ბავშვი დაბადებიდანვე გააშვილეს და მას მთელი ცხოვრება კარლის მეგობარი ბრიტანელი ებრაელი კაპიტალისტი ფრდირიხ ენგელსი(1820–1895) არჩენდა. 
       ფრიდრიხ ენგელსს, მდიდარი ბრიტანელი ფაბრიკანტის ვაჟს, რბილი და ნაზი ბუნება ჰქონდა. ქერათმიანი, ლამაზი მამაკაცი იყო. იგი გაცნობისთანავე გახდა კარლის თანამოაზრე და მთელი ცხოვრება მის ოჯახს არჩენდა. მარქსი მეუღლის დაკრძალვას არ დასწრებია, რადგან მისთვის ნერვიულობა არ შეიძლებოდა და ექიმმა აუკრძალა. ჟენი ენგელსმა დამარხა და უკანასკნელი სიტყვაც მან წარმოთქვა.  ცოტა ხანში უფროსი ქალიშვილიც გარდაიცვალა. სრულიად განადგურებული და ღვიძლის კიბოთი დასნეულებული "კომუნიზმის მამა" 1883 წელს 65 წლის ასაკში აღესრულა. წავიდა, მაგრამ დატოვა კომუნიზმის აჩრდილი, რომელსაც მთელი ისტორიის მსვლელობა უნდა შეეცვალა.
             
მიმაგრება: სურათი 1 · სურათი 2
ნანახია: 960 | დაამატა: Ucha | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: